x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პოლონელმა ჯარისკაცმა, ორი ამერიკელი ტანკისტი სცემა, რის გამოც 8 წელი პატიმრობა ელოდება

image8 წელი ციხე ელოდება პოლონელ ჯარისკაცს, რომელმაც ორი ამერიკელი კოლეგა ცემა დასავლეთ პომორსკის ნატოს სამხედრო ბაზაზე.

ინციდენტი მოხდა ქალაქ ზლოცენეცის ერთ-ერთ ბარში. კამათი პოლონელსა და ორ ამერიკელს შორის ჩხუბში გადაიზარდა, შედეგად, პოლონელი მარტო გაუსწორდა ორ ამერიკელს ისე, რომ ერთის ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო, ხოლო მეორემ მცირე ტრავმები მიიღო და პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ ნაწილში დააბრუნეს.

დაზარალებულები სატანკო ბრიგადიდან არიან, რომლებიც პოლონეთში ოპერაცია Atlantic Resolve-ის ფარგლებში ბაზირებენ.

- ბრალდებული დროებით იზოლატორში სამი თვით მოვათავსეთ, მას 8 წლიანი პატიმრობა ელოდება - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა, მალგოჟატა ვოიცეხოვიჩმა.

2
225
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
225
  
2018, 4 აგვისტო, 16:24
შენ გეტყობა ამერიკელები არ გევასება? ზუსტად ასეთ კომენტარს გააკეთებდა პუტინი..
2018, 4 აგვისტო, 12:31
გაიხაროს შენმა მარჯვენამ.
0 1 2