x
image
Lerato
სასჯელის საზარელი და შოკისმომგვრელი მეთოდები შუა საუკუნეების ევროპაში
image

შუა საუკუნეები ის პერიოდია, როდესაც დანაშაულისთვის მკაცრად სჯიდნენ და საშინლად აწამებდნენ. ბრალდებულებს თავებს აჭრიდნენ, კიდურებს კვეთდნენ, მაწანწალებს ხშირად ამათრახებდნენ და ბოძზე ჯაჭვით აბამდნენ. ხალხი ამის გამო მუდმივ შიშში ცხოვრობდა.


image


კათოლიკური ეკლესიაც კი წამებასა და თავისუფლების აღკვეთას იყენებდა აღიარების მოსაპოვებლად, მიუხედავად იმისა, ადამიანი დამნაშავე იყო თუ არა. ამას გარდა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეკლესიის მიერ სანქცირებულ წამების იარაღებს გამოყენებამდე წმინდა წყალს ასხურებდნენ და აკურთხებდნენ.


image


წამება და დასჯა ათასობით წლის მანძილზე არსებობდა. ბერძნული და რომაული კანონების მიხედვით, მხოლოდ მონების წამება შეიძლებოდა, შემდგომში ეს კანონები შეიცვალა და იგივე თავისუფალ მოქალაქეებსაც შეეხოთ დანაშაულის ჩადენისთვის. ადამიანებს ხშირად მარჯვენა ხელს აჭრიდნენ ქურდობისთვის, სასტიკად სცემდნენ, ცოცხლად მარხავდნენ და თუ ქალს ცოლ-ქმრულ ღალატში დაადანაშაულებდნენ, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, წყალში ახრჩობდნენ.


image

ბრალდებულთა წყალში დახრჩობა იმ პერიოდში ჩვეულ პრაქტიკას წარმოადგენდა. ამაზე უარესი კიდევ ის იყო, რომ ზეთში ხარშავდნენ, აბრმავებდნენ გავარვარებული შანთით, კოცონზე წვავდნენ და თითებს აგლეჯდნენ. ერთი სიტყვით, დასახიჩრება და დამნაშავეთა დადაღვა ამ ეპოქის განუყოფელი ნაწილი იყო.


ტიუდორების მმართველობის პერიოდში ინგლისის კანონები პირდაპირ წამებაზე იყო ორიენტირებული. მაწანწალობა დანაშაულად ითვლებოდა – მათ ჯაჭვით ქალაქში ბოძებზე აბამდნენ, ნებისმიერ მოქალაქს შეეძლო მისულყო და ეცემა ისინი.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხოლოდ დაბალი კლასის წარმომადგენლები განიცდიდნენ ამგვარ დისკრიმინაციას. ლორდებს და ზედა ფენის ჩინოვნიკებს კი იმუნიტეტი იცავდა. სასამართლოები და მოსამართლეები, რა თქმა უნდა არსებობდნენ, მაგრამ მიკერძოებულები და ხშირად განაჩენის შესახებ უფრო ადრე გებულობდნენ, სანამ საქმის განხილვა იწყებოდა. თუ ადამიანი არ მივიდოდა სასამართლოში, მას კანონგარეშედ აცხადებდნენ, მის ქონება კი მეფის საკუთრებაში გადადიოდა.


ყაჩაღთა ბანდები ძირითადად სოფლის მიდამოებში, ტყეებში აფარებდნენ თავს. ამათგან ყველაზე ცნობილი, როგორც ვიცით, რობინ ჰუდია. რაც უფრო მძიმე იყო დანაშაული, მით უფრო საზარელი იყო სასჯელი. ძარცვისთვის, გაუპატიურებისთვის და გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის დამნაშავეს გალიაში კიდებდნენ, მისი ნელი სიკვდილი ყველას რომ ენახა.


imageზოგიერთ შემთხვევაში მათ ხსნიდნენ, ისიც იმიტომ, რომ სიკვდილით დაესაჯათ ყველაზე საშინელი მეთოდით რაც კი არსებობდა – ოთხ ნაწილად გაგლეჯა ( ადამიანის თითოეულ კიდურს ცხენს ან რომელიმე ძლიერ ცხოველს აბამდნენ და სხვადასხვა მიმართულებით მიჰყავდათ). სახალხოდ სიკვდილით დასჯის მეთოდი ჩვეულ პრაქტიკას წარმოადგენდა იმ პერიოდში.


სახალხოდ ჩამოხრჩობა და წამება მეფის წარმომადგენლების მიერ ცხადდებოდა. ხალხი შორი გზიდან მოდიოდა სანახაობისთვის. ყველაზე საშინელი ფაქტი კი ის იყო, რომ თან ბავშვები მოჰყავდათ და აყურებინებდნენ. ამას თავად მმართველები უწყობდნენ ხელს, იმ მიზნით რომ შემდგომში დანაშაულის პრევენცია მოეხდინათ.


შუა საუკუნეების ქალაქების მაცხოვრებლებმა ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რას ნიშნავდა საჯაროდ დასჯა და როგორ ხდებოდა, რადგანაც ძალიან ხშირად ესწრებოდნენ ამ საშინელებას. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მართალია მკვლელებს ხშირად სიკვდილით სჯიდნენ, უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენისთვის – სახალხოდ შერცხვენით შემოიფარგლებოდნენ.


imageდღევანდელი სტანდარტებით ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი სისასტიკე იყო. თუმცა, ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ დანაშაულის ჩადენა არ ხდებოდა ისეთი სიხშირით, როგორც დღეს.


ამ პერიოდში იმდენად საშინელი ციხეები იყო, რომ პატიმრები ავადმყოფობისაგან ან შიმშილისაგან იხოცებოდნენ, სანამ მათი საქმე სასამართლომდე მივიდოდა, ამიტომ ხშირად გარეთ სამათხოვროდ უშვებდნენ. შუა საუკუნეებში ჩინოვნიკები ყოველთვის ფულადი რესურსების ნაკლებობას განიცდიდნენ, რომ შესაფერისი ციხეები აეშენებინათ.


დღევანდელ განვითარებულ საზოგადოებაში წამება, როგორც ასეთი დასჯის მეთოდი, მიუღებელია. 100 წელზე მეტია, რაც ამას ბარბაროსულ ქმედებად მიიჩნევენ. თუმცა, დღესაც კი ზოგიერთ ქვეყანაში მკვლელებსა და მოძალადეებს სიკვდილით სჯიან; ასევე, დამნაშავეებს ქურდობისთვის კიდურებს აჭრიან.




ასევე დაგაინტერესებთ:


10 ყველაზე შემზარავი გენოციდი მსოფლიო ისტორიაში


შოკისმომგვრელი ჰიგიენური ჩვევები შუა საუკუნეების ევროპაში


შურისმაძიებელი მუმია ამენ რა - დაუჯერებელი ფაქტები


ვინ არიან კურტიზანი ქალები


რა ვიცით ელინურ კულტურასა და რელიგიაზე


უჩვეულო ეპიდემია, რომლიც ადამიანის ფსიქიკას ანადგურებს და კლავს


რა ხდება დიდი ბრიტანეთის ციხესიმაგრეებში


შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ


შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ (ნაწილი II)



4
1120
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1120
  
2018, 8 აგვისტო, 18:44
ეგ რა თქმა უნდა. და დღეს ყველაზე მეტად შუა საუკუნებში ,,ჩარჩენილები'' რელიგიური სექტებია და არა მხოლოდ ეგენი
2018, 8 აგვისტო, 15:47
საზოგადოების მცირე ნაწილი ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიცაა, "კუ კლუქ კლანი"-აშშ-ში შეიქმნა.
2018, 8 აგვისტო, 14:48
დღეს შეიძლება ასე აღარ ხდება, სამაგიეროდ აზროვნებით არის საქართველო შუა საუკუნეებში ჩარჩენილი
2018, 3 აგვისტო, 17:01
საშინელებაა, ასე აწამო ადამიანი...
0 1 4