x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პრეისტორიული აზერბაიჯანი
პრეისტორიული აზერბაიჯანი


აზიხის გამოქვაბული არის ერთ-ერთი უძველესი - 700, 000 წლის წინანდელი ადამიანთა საცხოვრისი ევრაზიის ტერიტორიაზე. ასევე აქ აღმოჩენილია 450, 000- 300, 000 წლის წინანდელი ადამიანის, კერძოდ ჰომო ერექტუს აზიკანთროპის თავის ქალის ნაწილი, ქვედა ყბა, რომელიც აღმოაჩინა აზერბაიჯანელმა საბჭოთა არქეოლოგმა მამადალი ჰუსეინოვმა 1968 წელს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ასევე აღინიშნება უამრავი პალეოლითური ხანის (ძვ.წ. 3, 3 მილიონი - ძვ.წ. ძვ.წ. 11, 650 წწ.) უამრავი ნამოსახლარი. მათ შორის აღმოჩენილია მაგალითად: ავეიდაგი, ტაგლარი, დამჯილი, იატაგერი, დაშ სალახლი და სხვ. ასევე აღმოჩენილია კედლის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მხატვრობა ქობუსტანში, ბაქოს სამხრეთით. სულ დათვლილია დაახლოებით 600 ათასი ცალკეული ნახატი. კედლის მხატვრობაზე ქობუსტანში ასახულია ნადირობის, თევზაობის, გართობისა და ცეკვის, ცხოველების, ბრძოლების, მზისა და ვარსკვლავების, აქლემების ქარავნების, და სხვა საინტერესო გამოსახულებები, რომელიც თარიღდება 20, 000 წლით, ზოგიერთი მათგანი კი არის 10, 000 და 5, 000 წლისაც. როგორც ჩანს ადამიანები აქ მიზანმიმართულად აკეთებდნენ ასეთ ჩანახატებს მრავალი ათასი წლის განმავლობაში და შექმნეს ერთიანი, დიდი სანახაობა, რითაც დატოვეს თავიანთი არსებობის კვალი დედამიწაზე, რომელიც დღეს აღაფრთოვანებს ყველა მნახველს. ისინი ხომ 20, 000 წლის წინანდელი პერიოდიდან გველაპარაკებიან.


გობუსტანის ეროვნული პარკის შესასვლელი


ენეოლითურ პერიოდში ანუ ქალკოლითურ პერიოდში (ძვ.წ. მე-60 - ძვ.წ. მე-40 საუკუნეებში) დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უამრავი დასახლება, საიდანაც ამოსულია ათიათასობით არქეოლოგიური არტეფაქტი და ამ მომაცემების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, თუ როგორ ცხოვრობდა მაშინდელი ადამიანი სამხრეთ კავკასიის აღნიშნულ ტერიტორიებზე. აღსანიშნავია, რომ ხალხი ამ დროს აგებდა ძალიან კარგ სახლებს, ხშირად იყენებდა სპილენძს იმისთვის, რომ დაემზადებინა სხვადასხვა სამშენებლო, საბრძოლო, სანადირო თუ საყოფაცხოვრებო ხელსაწყო და ნივთი. აღმოჩენილია სპილენძის უამრავი ისრისპირი. სამხრეთ კავკასიის დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიებზე ადამიანები მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მაგრამ ეს იყო ე.წ. მოურწყავი მიწათმოქმედება. ისინი არ რწყავდნენ თავინთ მცენარეებს უკეთესი მოსავლის მისაღებად.



აზერბაიჯანში იყო გავრცელებული შულავერი-შომუს კულტურა (ძვ.წ. 6000 - ძვ.წ. 4000 წწ.), რომლის ერთ-ერთი დასახლება იყო ძვ.წ. 5000 წლის ალიკემეკ-ტეპესი.


პრეისტორიული აზერბაიჯანი


ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, დღევანდელ ნახჭევანში გავრცელებული იყო კარმირბერდ-სევანის კულტურა ძვ.წ. მე-2 ათასწლეულში. ამ კულტურის ერთ-ერთი დასახლება იყო აღმოჩენილი დღევანდელი 3000-კაციანი დასახლების - შაჰტახტის მიდამოებში, რომელიც მოიცავდა 2 ჰექტარს.


ხოჯალი-გადაბაის კულტურა, იგივე განჯა-ყარაბაღის კულტურა არსებობდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ძვ.წ. 13 საუკუნიდან ძვ.წ. მე-7 საუკუნემდე არწახის (ყარაბაღის) რაიოანში. ის 1920-იან წლებში აღმოაჩინეს.


განჯა-ყარაბაღის კულტურის ნიმუში - ყელსაბამი


აზერბაიჯანის ტერიტორიას მოიცავდა ასევე მტკვარ არაქსის კულტურა ძვ.წ. 4000 - ძვ.წ. 2000 წლებში. დასახლებები აღმოჩენილია აზერბაიჯანის ჰრაზდანის მდინარის ნაპირებზე. ისინი აშენებდნენ ტალახის აგურის, მომრგვალებული არქიტექტურის სახლებს. მოჰყავდათ მარცხვეული კულტურები, მისდევდნენ მიწათმოქმედებას. ასევე ამ კულტურას მიეკუთვნება შენგავიტის დასახლება, რომელიც ძვ.წ. 3200 წლიდან არსებობდა ძვ.წ. 2500 წლამდე. ეს დაბა იკავებდა 6 ჰექტარს და მდებარეობდა დღევანდელი არა აზერბაიჯანის, არამედ სომხეთის ტერიტორიაზე.


მტკვარ-არაქსის კულტურა


აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ასევე იყო გავრცელებული კულტურა, რომელსაც ახლა აზერბაიჯანელმა არქეოლოგებმა უწოდეს ლეილა-ტეპეს კულტურა აგდამის რაიონში. ეს იქნა აღმოჩენილი 1980 წელს აზერბაიჯანელი, საბჭოთა არქეოლოგის გ. ნარიმანოვის მიერ. აღნიშნულუ კულტურა არსებობდა ძვ.წ. 4350 წლიდან ძვ.წ. 4000 წლამდე.


აზერბაიჯანის უძველეს მოსახლეობას პირველ საუკუნეში ბერძნებმა უწოდეს ალბანელები. ეს იყო ხალხი, რომელიც ლაპარაკობდა იბერო-კოლხური ჯგუფის ენაზე (ყველა უძველესი ენა, რომელიც იყო გავრცელებული ევროპის, ანატოლიის და ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიებზე და არ მიეკუთვნებოდა არც ინდო-ევროპულ და არც სემიტურ ენათა ოჯახს იწოდება იბერო-კოლხურ ენათა ჯგუფად), რომელიც იყო ერთ-ერთი ადგილობრივი კავკასიური ენა, რომელიც ჰგავდა დღეს დაღესტანში გავრცელებულ არა თურქული მოდგმის, არამედ აბორიგენი კავკასიური ხალხების, მაგალითად ლეკების (ლეზგების) ენას.


კავკასიელი ალბანელები




ავტორი: თორნიკე ფხალაძე



0
483
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
483
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0