x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"მრცხვენია, რომ ქართველი ვარ" - სასტავი სადაა ერთი, დამენახეთ რა!

imageიუმორისტი და ბლოგერი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში ისანში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწია და წერს:

"მ რ ც ხ ვ ე ნ ი ა რ ო მ ქ ა რ თ ვ ე ლ ი ვ ა რ" სასტავი სადაა
ერთი დ ა მ ე ნ ა ხ ე თ რა! ახლა რატომ არაფერს წერთ "ყველაზე ს ა ზ ი ზ ღ ა რ ერზე"????(შენიშვნა: ნაგულისხმებია ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ზოგიერთი ქართველის კომენტარი)ან მაშინ რატომ არ ისმოდა თქვენი წ კ რ უ ნ ი, როცა რ უ ს თ ა ვ შ ი ახალგაზრდა ქ ა რ თ ვ ე ლ მ ა ბიჭმა
საკუთარი სიცოცხლე გაწირა და უსუსური ბავშვი მანქანის ბორბლებს გ ა მ ო ს ტ ა ც ა????
მაინცდამაინც მაშინ რატომ ა ღ ნ ა ვ ლ დ ე ბ ი თ ხოლმე ტ***ში დაჭრილი ტ უ რ ე ბ ი ვ ი თ, როდესაც რომელიმე ქართველი უ ღ ი რ ს საქციელს ჩაიდენს? ღირსეულებზე რატომ დ უ მ ხ ა რ თ თქვე მართლა შ ა კ ლ ე ბ ო ჰა?!"


image

მიმდინარე წლის 28 ივლისს ისანი-სამგორის რაიონში 2001 წელს დაბადებულმა ი.ს.-მ ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ქუჩაზე, მოქალაქეს საფულე გასტაცა. მძარცველის დაკავებას შემთხვევის ადგილზე მყოფი, 1992 წელს დაბადებული ლუკა ლორია შეეცადა, რა დროსაც იგი ი.ს.-მ ცივი იარაღით დაჭრა. პოლიციამ მძარცველი მიმალვისას, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით დააკავა.

გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მოადგილესთან - ნათია მეზვრიშვილთან ერთად, მძარცველის დაკავების მცდელობისთვის დაჭრილი მოქალაქე - ლუკა ლორია საავადმყოფოში მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

image

შეგახსნებთ სვანიძის პოსტში მოხსენიებულ რუსთავში მოხდარ ტრაგედიას, რომელიც 2014 წელს მოხდა. მაშინ 21 წლის ოთო გურგენაშვილმა საკუთარი სიცოცხლის ფასად ბავშვი გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა. გზაზე გადასვლის დროს დაინახა, რომ ბავშვს "მინივენი" ეჯახებოდა, ბავშვს ხელი ჰკრა და გადაარჩინა, თვითონ კი მანქანის ქვეშ მოყვა.

ოთო გურგენიშვილი „საქართველოს ბანკსა“ და სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ პიარის და გაყიდვების მიმართულებით მუშაობდა.
ის პოეზიითაც იყო გატაცებული. ოთოს ლექსები „ფეისბუქზე“ შექმნილ გვერდზე „ოთო გურგენიშვილის პოეზია“ ქვეყნდებოდა.

image

2
1507
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1507
  
2018, 3 აგვისტო, 16:29
"სასტავი" აგერ ვართ!!! თქვენ რომ ცალი ტვინით აზროვნებთ, არც ესაა ქვეყნისთვის სანუგეშო! ჩვენ თქვენზე კარგად ვიცით ქართველების ვაჟკაცობისა და თავდადების ამბები და ნუ გვასწავლით ნურაფერს. ხადას ხეობის ტრაგედია საშინელებაა და ამას საქართველო ადვილად ვერ მოიშუშებს. ერი ხასიათდება მისი შვილების მიხედვით და ეს ფურცელი ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინოა ჩვენს ისტორიაში! ჩვენ გენეტიკურად, ისტორიულად არ ვართ ის ხალხი, ხადას ხეობის უბედურებით რომ მოგვეკერა. ამიტომაც შეგვრცხვა ქართველობა, როცა ეს შევიტყვეთ. ჩვენ გამოვალთ ამ სირცხვილიდან, მაგრამ წარმოუდგენელი ღია ჭრილობა მუდმივად დაგვრჩება!
2018, 3 აგვისტო, 12:20
ბატონო ბაკურ , ყველას გვაქვს თვალები და ვარჩევთ შავს თეთრისგან, შენი ცინიზმი შეინახე მაგრად გულის ჯიბეში! არაჩანდ , შენ არაფერს გერჩი ამ იმბეცილს ვერ ვიტან და რა ვუყო
0 1 2