x
image
თათიაა
ინდოეთში წყალდიდობას 77 ადამიანი ემსხვერპლა

image
ინდოეთში, ასამიის შტატში წყალდიდობას 77 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც უცხოური მედია იუწყება 2 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინათ. წყალდიდობის შედეგად ასევე დაიკარგა უამრავი ადამიანი, რომლებსაც ადგილობრივი სამხედროები ეძებენ.

ინდოეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ შტატში ბოლო ათი წლის განმავლობაში, ეს ყველაზე ძლიერი წყალდიდობა იყო.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ზარალის ასანაზღაურებლად სახელმწიფო 90 მილიონ დოლარს გამოყოფს.

1
36
2-ს მოსწონს
ავტორი:თათიაა
თათიაა
36
  
0 1 1