x
image
თორ ნიკე
Mediator image
რა შეუქმნეს ქართველებმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მეოცე საუკუნეში?
რა შეუქმნეს ქართველებმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მეოცე საუკუნეში?


1955 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი (1921-1939) და მეორე ტალღის (1945-1950) ქართველ ემიგრანტთა რიცხვი 300 ადამიანს არ აღემატებოდა, თუმცა ამ უმცირესმა დიასპორამაც კი დიდი გავლენა იქონია მთელი ამერიკის სამხედრო თუ სამოქალაქო ცხოვრებაზე. პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ის ქართველები, რომლებმაც ამერიკას 5 დარგი შეუქმნეს:


1) გიორგი ბალანჩივაძე, იგივე ჯორჯ ბალანჩინი (1904-1983 წწ.) - ის იყო ამერიკელი-ქართველი ბალეტმაისტერი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი. ის მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად.


გიორგი ბალანჩივაძე - აშშ-ს ეროვნული ბალეტის ფუძემდებელი




2) ალექსანდრე ქართველიშვილი, იგივე ალექსანდრე ქართველი (1896-1974 წწ.) - ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციის ფუძემდებელი. პარიზის ავიაციის საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლისას მისმა შექმნილმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა (Bernar-Februa V-2) სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მის სახელს უკავშირდება ასევე ლითონის პირველი თვითმფრინავისა (P-35) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მეორე მსოფლიო ომში შტატებისთვის გამარჯვების მომტანი ბომბდამშენის შექმნა (Republic P-47 Thunderbolt), რომელიც დღემდე მიიჩნევა მსოფლიო სამხედრო ავიაციაში სამაგალითო ნიმუშად. ალექსანდრე ქართველს ავიაციის ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი გადასცეს.


ალექსანდრე ქართველი


აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია, სადაც ალექსანდრე ქართველი მუშაობდა ამერიკაში, ის კომპანიაც თბილისში დაბადებული და გაზრდილი ეთნიკურად რუსი კაცის დაარსებული გახლდათ - ალექსანდრე სევერსკის.


ალექსანდრე სევერსკი



3) პრინცი გიორგი მაჩაბელი (1885-1935 წწ.) - ამერიკის შეერთებულ შტატებში პარფიუმერიის წარმოების ფუძემდებელი. მან დიდი პარფიუმერული საზოგადოება დაარსა ამერიკაში 1920-იან წლებში. პროფესიით იყო ქიმიკოსი, ასევე ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობას. ის ამერიკაში ცნობილი გახდა როგორც პარფიუმერიის პრინცი, ამიტომ პრინც გიორგი მაჩაბელად იწოდებოდა.


გიორგი მაჩაბელი



4) გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი (1883-1967 წწ.) - მან შეერთებულ შტატებს შეუქმნა სამედიცინო მინის მრეწველობა, ნაძვის ხის მინის სანთლები და ნაძვის ხის სათმაშოების წარმოება. მან 1919 წელს საკუთარი ქარხანა გახსნა მასაჩუსეტსში. 1922 წელს ფეხზე დააყენა თავისი საწარმო, რომელიც მას შემდეგ დღემდე ფუნქციონირებს - Coby Grass Products Company. კომპანიის პრესტიჟს და სახელს მატებდა წონას მისი დამაარსებლის - გიორგი კობახიძის მიერ დანერგილი 70-მდე გამოგონება და უნიკალური პატენტი. მაგალითად მან გამოიგონა წყალგამძლე ცემენტი და ზემდგრადი მინა-ბლოკი. ის პირველი ქართველი მულტიმილიონერი იყო ამერიკაში. მან ასევე შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები, რომლებმაც შეცვალეს ხანძარსაშიში ნამდვილი სანთლები რომლებსაც მანამდე ანთებდნენ ნაძვის ხეებზე ამერიკელები. "კობი - ეს შობაა" ეწერა ნაძვის ხის სათამაშოებზე.


გრიგოლ კობახიძე



5) კონსტანტინე (კონი) სიდამონ ერისთავი (1930-2012 წწ.) - ნიუ-იორკის ქართველი ვიცე-მერი. ნიუ იორკ თაიმსში ვკითხულობთ: "ის ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი იყო, რომელიც ერთდროულად ეფექტური მმართველიც გახლდათ და ძალზე პოპულარული წინამძღოლიც. ღირსეული ადამიანი უმწიკვლო რეპუტაციით. უნაკლო ლოგიკით და საოცრად მომხიბლავი." ბატონი რაილის თქმით სწორედ "კონი ერისთავის დამსახურებაა, რომ დღეს ნიუ-იორკს სუფთა წყალი მიეწოდება და მის შემოგარენში არა მარტო წყლები, არამედ მიწა, ნიადაგი და მთელი გარემო დაცულია." მისი პატრონაჟით დამტკიცებული პროექტები ქალაქში ჯერ კიდევ მუშაობს. კონსტანტინე ერისთავმა 1994 წელს დააარსა ცნობილი ორგანიზაცია "საქართელოს ამერიკელი მეგობრები", რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ჩვენს ერს საგანმანათლებლო, სამედიცინო და ჰუმანიტარული კუთხით და ეს დახმარება დღემდე გრძელდება.


კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


10
4035
7-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
4035
  
2022, 13 ივლისი, 9:39
,,ბატონო გიორგი, თქვენ ქართველი ხართ? რა არის თქვენში ქართული?"
ჯორჯ ბალანჩინი წამოდგა, ჩაფიქრდა და დინჯად წარმოთქვა:
- დიახ, ბატონო, ქართველი გახლავართ, მელიტონ ბალანჩივაძის შვილი. გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე. საქართველოში არასდროს ვყოფილვარ. ახლა პირველად ვარ. დავიბადე და გავიზარდე პეტერბურგში, საიდანაც წავედი უცხოეთში და გავხდი ამერიკის მოქალაქე.
რა არის ჩემში ქართული? ხომ გაეცანით ჩემს ხელოვნებას, ხომ ნახეთ ჩემი ბალეტი? თუ მასში არის ტემპერამენტი, სიცოცხლე, ხალისი, ენერგია, ეს არის ჩემი ქართული ბუნება, რომელიც ჩავაქსოვე ჩემს ხელოვნებაში!"
ჯორჯ ბალანჩინი, იგივე გიორგი ბალანჩივაძე - რომანტიკოსი, კლასიკოსი, ინტელექტუალური მოდერნისტი, ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი.
2020, 2 დეკემბერი, 17:08
Constantine (Connie) Sidamon Eristavi (1930-2012) - Georgian Vice-Mayor of New York. We read in the New York Times: "He was one of those leaders, who was both an effective ruler and a very popular leader. A decent man with an impeccable reputation. With impeccable logic and amazingly fascinating." According to Mr. Riley, it is "Connie Eristavi's merit that today New York is supplied with clean water and not only the waters but also the land, soil and the whole environment are protected in its surroundings." Projects approved under his patronage are still working in the city. Constantine Eristavi founded the famous organization "American Friends of Georgia" in 1994, which has provided great assistance to our nation in the fields of education, medicine and humanitarian aid, and this assistance continues to this day.
2020, 2 დეკემბერი, 17:00
Prince George Machabely (1885-1935) - one of the Founders of the perfume industry in the United States. He founded the Great Perfume Society in America in the 1920s. He was a chemist by profession, as well as engaged in political activities. He became known in America as "the Prince of Perfumery", hence the name Prince George Machabely.
2020, 2 დეკემბერი, 16:28
Alexander Kartvelishvili (Alexander Kartveli) (1896-1974) - Great Georgian scientist, the main Founder of the United States Military Aviation. While studying at the Faculty of Aviation Engineering in Paris, one of the planes he created (Bernar-Februa V-2) set a world speed record. His name is also associated with the creation of the first metal aircraft (P-35) and most importantly the victorious bomber for the states in World War II (Republic P-47 Thunderbolt), which is still considered an example in world military aviation. Alexander Kartveli was awarded the US National Medal of Science for his contribution to the history of aviation.
It should be noted that the company where Alexander the Georgian worked in the United States was also founded by Alexander Seversky - man, who was born and raised in Tbilisi, Georgia.
2020, 1 დეკემბერი, 23:45
Giorgi Balanchivadze (George Balanchine) (1904-1983) - he was an American-Georgian ballet master, the founder of the National Classical Ballet of the United States of America. He is recognized worldwide as the greatest choreographer of modern times.
2020, 1 დეკემბერი, 23:19
Georgia gave the world - super-hard glass block, that gave rise of skyscrapers - by George Coby (born Grigol Kobakhidze).
Grigol Kobakhidze, also known as George Coby (1883-1967) - He established the United States glass medicine industry, Christmas tree glass candles and the production of Christmas tree toys. He opened his own factory in 1919 in Massachusetts. In 1922 he set up his own enterprise, which has been operating ever since - the Coby Grass Products Company. Up to 70 inventions and unique patents introduced by its founder - Giorgi Kobakhidze added weight to the prestige and name of the company . For example he invented waterproof cement and super-resistant glass-block - that enable engineers to build the skyscrapers He was the first Georgian multimillionaire in America. He also created chemical-filled electric candles that replaced the real fiery candles that Americans had previously lit on Christmas trees. "Coby - It's Christmas" was written on Christmas tree toys. He was called as "The King of the American chemical industry".
2020, 15 მარტი, 11:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 25 ივლისი, 7:35
კარგი იყო
2018, 24 ივლისი, 23:57
აი ასეთი სამაგალითოები იყვნენ ჩვენი ემიგრანტები მე-20 საუკუნეში - ხალხი რომელიც ცივილიზაციას ქმნიდა და აზანზარებდა ყველაფერს. და 21-ე საუკუნის ემიგრანტებს რა დაემართათ კი მაგრამ.. ზანგებივით რომ იქცევიან და თავი რომ მოგვჭრეს მსოფლიო მასშტაბით.
2018, 24 ივლისი, 23:47
აღფრთოვანებული ვკითხულობდი...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10