x
image
Maia kordzadze
არნოლდ შვარცნეგერს ქუჩაში სძინავს: არაფერია მუდმივი, მხოლოდ მაშინ მცემდნენ პატივს, როცა თანამდებობა მეკავა
image


ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ცნობილი მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი საკუთარი ძეგლის ქვეშ მძინარეა აღბეჭდილი.

იქვე ახლოს, სასტუმროა, რომლის საზეიმო გახსნაშიც თავის დროზე, მსახიობს მონაწილეობა აქვს მიღებული. იმ დროს არნოლდს კალიფორნიის გუბერნატორის პოსტი ეკავა და სასტუმროს ხელმძღვანელობამ განუცხადა, რომ ერთი ნომერი მისთვის პერსონალურად რეზერვში ექნებოდათ, რა დროსაც არ უნდა მისულიყო.


მაგრამ მოხდა ისე, რომ რამდენიმე დღის წინ, შვარცნეგერს უარი უთხრეს, როცა სასტუმროში ღამის გასთევად მივიდა. სიტუაცია ასე განუმარტეს: მოთხოვნა დიდია, თავისუფალი ნომრები კი არ არის. თუმცა ზედმეტს თუ გადაიხდიდა, შენობაში ადგილს მოუძებნიდნენ.


არნოლდმა გადაწყვეტილება მიიღო, ხალხისთვის დაენახვებინა, რომ ცხოვრებაში მუდმივი არაფერია.

ის ღამის გასათევად სასტუმროს გვერდით, საკუთარი ძეგლის ქვეშ დაწვა.

“მე მხოლოდ მაშინ მცემდნენ პატივს, როცა დიდი თანამდებობა მქონდა. დრო რომ გავიდა არავის გახსენებია საკუთარი დანაპირები. ამიტომ გთხოვთ დაიმახსოვროთ, რომ არაფერი არ შეიძლება მუდმივი იყოს. არც თანამდებობა, არც ფული”-წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

0
161
2-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0