x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ცნობილი ადამიანები, რომლებიც სისხლით ნათესავებზე დაქორწინდნენ
ხშირად არა, თუმცა, გსმენიათ ამბები, სადაც სისხლით თუ შორეული ნათესავური კავშირის მიუხედავად ქალ-ვაჟი მაინც შეუღლებულან. წარმოუდგენელია, როგორი ძლიერი შეიძლება იყოს გრძნობა, რომ დაგავიწყოს მისი წარმომავლობა და მოგინდეს მთელი ცხოვრების მის გვერდით გატარება.



image


დღევანდელ სტატიაში მინდა 5 ისტორიული პიროვნების ოჯახური კავშირის შესახებ მოგითხროთ, რომლებიც სისხლით ნათესავებზე დაქორწინდნენ.



1. ედგარ ალან პო.



image


მწერალი 26 წლის ასაკში საკუთარ დეიდაშვილზე ვირჯინია კლემზე დაქორწინდა. ვირჯინია იმ დროს მხოლოდ 13 წლის იყო და 24 წლის ასაკში ტუბერკულოზისგან გარდაიცვალა. პომ ვერ გადაიტანა დაქვრივება და სმა დაიწყო, შედეგად კი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.





2. ჩარლზ დარვინი.


image


1839 წელს ჩარლზ დარვინი საკუთარ ბიძაშვილზე ემა ვედვუდზე დაქორწინდა. ქორწინებამდე წყვილმა შეადგინა სია "ქორწინებამდე" და "წინააღმდეგ" საკითხებზე. მათ ათი შვილი გაუჩნდათ, თუმცა სამი მათგანი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.





3. ფრანკლინ რუზველტი.


image


1905 წელს, ამერიკის, რიგით 32-ე პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი დაქორწინდა ანა ელეონორაზე. ისინი მეექვსე თაობის ნათესავები იყვნენ ერთმანეთისთვის. წყვილს ექვსი შვილი გაუჩნდა, თუმცა ერთი ჩვილობის ასაკში დაეღუპათ. 1921 წელს, პრეზიდენტი პოლიომიელიტის დიაგნოზის შედეგად ხეიბართა ეტლს მიეჯაჭვა და ცხოვრების ბოლომდე მეუღლე უვლიდა.





4. ელიზაბეტ II.


image


დიდი ბრიტანეთის დედაოფალი, ყველასთვის კარგად ნაცნობი ელიზაბეტ II-ე და მისი მეუღლე, მეოთხე თაობის სისხლით ნათესავები არიან. ელიზაბეტი და ფილიპი უკვე 70 წელია ერთად ცხოვრობენ და ყავთ ოთხი შვილი, რვა შვილიშვილი და ექვსი შვილთაშვილი.





5. იგორ სტრავინსკი.


image



ცნობილი კომპოზიტორი იგორ სტრავინსკი, მიუხედავად ოჯახის დიდი პროტესტისა, 1906 წელს საკუთარ ბიძაშვილზე ეკატერინე ნოსენკოზე დაქორწინდა. წყვილს ორი ვაჟი გაუჩნდა.





იხილეთ აგრეთვე:



● იცოდით, ძველ ფოტოებში, ხალხს რატომ აქვთ ხელი სხვის მხარზე?image





იცოდით, როგორ გაჩნდა პირველი საღეჭი რეზინა საბჭოთა კავშირის დროს და რატომ შეეწირა მას 21 ადამიანის სიცოცხლე?!image





ჩერნობილის აფეთქება შემთხვევით არ მომხდარა! გასაიდუმლოებული დოკუმენტები გაასაჯაროესimage





საბავშვო ბაღზე "თავდასხმის", ისტორიაში ყველაზე საშინელი ტრაგედიის, დღემდე უცნობი დეტალებიimage





რატომ "პარსავდნენ თავს" ბავშვებს საბჭოთა პერიოდში? ის, რაც ბევრმა, დღემდე, არ იცოდითimage





საშინელი სიმართლე, რას ვჭამდით სინამდვილეში საბჭოთა პერიოდში– ეს უნდა იცოდეთ!image





ვარცხნილობა "აპარსული ზოლის" საშინელი ისტორიაimage





რატომ მალავდნენ ისტორიული პირები ხელს პერანგის ქვეშ?image





რატომ ეხურათ გერმანელ ჯარისკაცებს რქიანი ქუდები? ომის საიდუმლოს ფარდა აეხადაimage



2
849
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
849
  
2018, 25 ივლისი, 17:57
მეექვსე თაობის ნათესავები კიდევ ჯანდაბას, მართალია მაინც წარმოუდგენელია,ჩვენთვის მერვე და მეცხრე თაობაც ახლობელია, მაგრამ მეორე რიგის ნათესავი და თან 13 წლის ბავშვი მოიყვანოს 26 წლის მუტრუკმა? ფუჰ ამათი!
2018, 23 ივლისი, 11:33
სტატია როგორც ყოველთვის საინტერესოა, თავად აქ მოყვანილი ფაქტები კი კატასტროფაა...
0 1 2