x
image
რუსო ჩარექიშვილი
ალბერტ აინშტაინის გენიალური გამონათქვამები
1. ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. ბალანსი რომ შეინარჩუნოთ, საჭიროა განაგრძოთ მოძრაობა.

2. კაცები მხოლოდ იმიტომ ქორწინდებიან ქალებზე, რომ იმედოვნებენ, ისინი არასოდეს შეიცვლებიან. ქალებს კი პირიქით, იმედი აქვთ, შეძლებენ კაცების შეცვლას. საბოლოოდ ორივე მათგანი იმედგაცრუებული რჩება.

3. ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზს განსჯით იმ შესაძლებლობით, რომ ხეზე ასვლა არ შეუძლია, მაშინ მთელი ცხოვრება დავიჯერებთ, რომ ის ბრიყვია.

4. განათლება არის ის, რაც რჩება ადამიანს, როცა ყველაფერი დაავიწყდება, რაც სკოლაში ასწავლეს. 30 წლის შემდგეგ თქვენ უეჭველად დაგავიწყდებათ ყველაფერი, რასაც სკოლაში გასწავლიდნენ. გემახსოვრებად მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში თავად ისწავლეთ.


5. მას, ვისაც არასოდეს დაუშვია შეცდომა, არასოდეს უცდია რამე ახალი.image

6. 1 წუთით დაადეთ ხელი გავარვარებულ ღუმელს, ეს წუთი მოგეჩვენებათ, როგორც საათი. გაატარეთ ერთი საათი მომხიბლელ გოგონასთან ერთად და ეს საათი მოგეჩვენაბათ წუთად.

7. თუ შენ არ შეგიძლია ახსნა მარტივად, შენ არ გცოდნია საფუძვლიანად.

8. იბრძოლე არა იმისთვის, რომ მიაღწიო წარმატებას, არამედ იმისთვის, რომ შენ ცხოვრებას ჰქონდეს აზრი.

9. შეგიძლიათ იცხოვროთ ორნაირად: გჯეროდეთ, რომ სასწაული არ არსებობს, ან გჯეროდეთ, რომ ყოველივე ამ სამყაროში სასწაულია. თუ ისე იცხოვრებთ, თითქოს არავითარი სასწაული არ არსებობს, წინააღმდეგობები არ გექნებათ. ხოლო თუ თქვენთვის ყველაფერი სასწაულია, ცხოვრების უმნიშვმელო სილამაზითაც დატკბებით. ორივე ხერხით ცხოვრება კი ბედნიერსა და წარმატებულს გაგხდით.

10. თუ ფაქტები არ ემთხვევა თეორიას, მაშინ შეცვალე ფაქტები.

11. ულამაზესი, რისი განცდაც ჩვენ შეგვიძლია, იდუმალებაა. ეს ჩვენი ძირითადი განცდაა, რომელიც ნამდვილი ხელოვნებისა და მეცნიერების სათავეა.image

12. სიყვარული მოვალეობაზე კარგი მასწავლებელია.

13. ძალიან მნიშვნელოვანია არ შეწყვიტოთ კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობა ადამიანს შემთხვევით არ მისცემია. სწორი გადაწყვეტილების საპოვნელად, ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის სვამენ კითხვებს. შეეკითხეთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ახლის გაგებასთან ერთად საკუთარი ზრდის გაანალიზებასაც მოახერხებთ.

14. ცხვრის ფარის სრულუფლებიან წევრად რომ იქცე, ჯერ ცხვარი უნდა იყო. თუ გსურთ წარმატებული მეწარმე გახდეთ, ბიზნესი ახლავე უნდა დაიწყოთ. დაწყების სურვილი, მაგრამ შედეგების შიში შედეგს არ მოგიტანთ. და ეს წესი ცხოვრების ყველა სფეროში მოქმედებს.

15. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც დახმარებაზე უარი მითხრა. სწორედ ამის გამოა, რომ შევძელი გამეკეთებინა ყველაფერი.image

0
109
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0