სისხლის სამართალი პერუში შვილებმა დედა სატანისტურ რიტუალს შესწირეს+16 2018, 20 ივლისი, 7:10
უმცროსმა ქალიშვილმა განაცხადა, რომ "ბნელეთის მოციქულები" უკვე ჩვენ შორის არიან, ისინი უბრალოდ ასრულებენ მათ ბრძანებებს.
სამმა და-ძმამ მოკლა საკუთარი ხანდაზმული დედა, მაგრამ მანამდე შემზარავი სატანისტური რიტუალი ჩაატარეს:ქალს თვალები დასთხარეს და ნაწლავები ამოაცალეს. 75 წლის ტეოდორა კვისპე-კეილაუხუას დასახიჩრებული გვამი პერუს პოლიციამ აღმოაჩინა საკუთარ სახლში მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა შვილმა განაცხადა, რომ "ბნელეთის მოციქულებმა" უბრძანეს მოეკლათ მოხუცი.იუწყება Mirror-ი. ნათესავებმა გარდაცვლილის სისხლით დაიბანეს და შემდეგ დედის ნარჩენები ღელეში გადაყარეს.უმცროსმა ქალიშვილმა პოლიციას განუცხადა, რომ მკვლელობის მიზეზი გახდა საშინელი სიზმარი, თითქოს და ზეციურმა ძალებმა მას დაავალეს მსხვერპლთშეწირვა, ამის შემდეგ ქალმა უფროსი და-ძმა დაარწმუნა დედა სატანისტური რიტუალით მოეკლათ.აღსანიშნავია, რომ მოხუცის ზოგიერთი ორგანო დაიკარგა. "ბნელეთის მოციქულმა მიბრძანა, რომ დემონების მეფე უკვე ჩვენს შორისაა, ჩვენ უკვე ბევრნი ვართ და ყოველდღიურად უფრო მეტი ვიქნებით"-განაცხადა უფროსმა დამ. მოხუცის სამივე შვილი, 38 წლის აურელიე კვისპე, 41 წლის კვესლი კვისპე და 46 წლის მარსელინა სუანი დააკავა პოლიციამ, მათ აღიარეს დანაშაული.პოლიციის განცხადებით შვილებმა "დედა დემონს შეწირეს". ადგილობრივი მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ სანტა-კრუსის პროვინციის ზოგიერთ რაიონში აქტიურად მუშაობენ სატანისტური სექტები, რომლებიც საშინელ რიტუალებს ატარებენ, ვითომ განკურნების ან ფინანსური წარმატების გარანტიით.
62 5-ს მოსწონს
|