x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508245
სეზონის ჰიტი – ბადრიჯნის კოტლეტი (2 რეცეპტი)
image


image

ბადრიჯნის კოტლეტი ტკბილი წიწაკის გულსართით


ინგრედიენტები:


ბადრიჯანი - 2 ც.


წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ც.

ნიორი - 1 კბილი

მწარე წიწაკა - 1 ც.

ზეითუნის ზეთი - 1 ს. კ.

ბეგქონდარა - 1 ჩ. კ.

კვერცხი - 1 ც.

მარილი, პილპილი - გემოვნებით

საფანელი - 4-5 ს. კ.

საფანელი - ამოსავლებად

ზეთი - შესაწვავად


მომზადება:


1. 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შეწვით ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა.

2. ღუმლიდან გამოღებისთანავე, 10 წუთით, გადაახვიეთ სამზარეულოს აპკში ან მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში.

3. გულსართის მოსამზადებლად დაჭერით ყველა ინგრედიენტი, ბადრიჯნის გარდა > დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ.

4. ბადრიჯანს მოაცილეთ კანი და რბილი ნაწილი დააბლენდერეთ > დაუმატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი, საფანელი და კარგად აურიეთ.

5. გაყავით ფარში 8-10 ნაწილად > თითოეული გააბრტყელეთ ხელის გულზე > შუაში მოათავსეთ გულსართი და გადაახვიეთ > მიეცით ოვალური ფორმა.

6. ამოავლეთ საფანელში > შეწვით ზეთში 3-4 წუთის მანძილზე, თითოეული გვერდიდან.


image

ბადრიჯნის კოტლეტი


ინგრედიენტები:


ბადრიჯანი — 1, 5 კგ.
ყველი მაგარი — 150 გრ.
საფანელი — 150 გრ.
თეთრი პური — 100 г
მარილი და პილპილი — გემოვნებით
ოხრახუში — 2 კონა
ნიორი — 5 კბილი
კვერცხი — 1 ცალი
რძე — პურის დასალბობად (50 მლ.)
ყველი რბილი (ბრინზა, მოცარელა, იმერული) — 200 გრ.
ზეთი — შესაწვავად

(ამ რაოდენობის პროდუქტით, 16 - 17 კოტლეტი გამოდის)


მომზადება:



1. გაფცქვენით და კუბიკებად დაჭერით ბადრიჯანი > დააყარეთ მარილი და გააჩერეთ, ვიდრე წვენი არ გამოუვა > კარგად გაწურეთ.
2. ტაფაში ჩაასხით ცოტა ზეთი, ჩაყარეთ ბადრიჯანი და მსუბუქად შეწვით > დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი, დაახურეთ თავსახური და 15 - 20 წთ. შუშეთ, ვიდრე არ დარბილდება > ნახევრად მოშუშულ ბადრიჯანს დაამატეთ 1 კონა წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მოშუშვა გააგრძელეთ.
3. ბადრიჯანი გადაიტანეთ თასში.
4. გახეხეთ მაგარი ყველი > დაალბეთ პური რძეში > დანაყეთ ნიორი.
5. როდესაც ბადრიჯანი გაცივდება, დაამატეთ გახეხილი ყველი, კვერცხი, პური, საფანელი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ნიორი, მარილი და პილპილი.
6. მოზილეთ ფარში > თუ ფარში თხელი გამოვა, დაამატეთ საფანელი > დაყავით გუნდებად.
7. გააბრტყელეთ გუნდები, თითოეულზე მოათავსეთ რბილი ყველის ნაჭერი და გადაახვიეთ, ისე რომ ყველი არ გამოჩნდეს.
8. მიეცით კოტლეტის ფორმა > ამოავლეთ ფქვილში ან საფანელში > შეწვით ზეთში.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageსოკოს კოტლეტი (სამარხვო და ჩვეულებრივი)
ხეკის ფუმფულა კოტლეტები
ბადრიჯანი იტალიურად


0
492
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
492
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0