x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
თბილისის სასაფლაოების, შპს „ჰერმესის“ ხელმძღვანელი მიხეილ ძაგანია მოხსნეს

image

.

დედაქალაქის სასაფლაოების, შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.
.
როგორც თბილისის მერიაში ჟურნალისტებს განუცხადეს, შპს „ჰერმესის“ ხელმძღვანელმა მიხეილ ძაგანიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჯერჯერობით, რაიმე დამატებითი დეტალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
.
თუმცა, ერთერათი ვერსიით, ძაგანია ბოლო ხანს სასაფლაოების ირგვლივ ატეხილ სკანდალებს შეეწირა. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტის ბოლოს, აფრიკაში, სავანის დასახლებაში, ძაღლმა ადამიანის ფეხი მიიტანა. დასახლება უპატრონოთა სასაფლაოს ახლოს მდებარეობს. იქვეა სამედიცინო ნარჩენების სამარხები. ტერიტორია თბილისის მერიის დაქვემდებარებულ "შპს ჰერმესს" ეკუთვნის. "ჰერმესის" დირექტორი მიხეილ ძაგანია ამბობდა, რომ ნარჩენები სათანადო სიღმეზე იმარხება. დასახლების მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მიცვალებულებს ცელოფნებით მარხავენ, რასაც მიხეილ ძაგანია უარყოფდა და ამბობდა, რომ მიცვალებულებს სასახლით მარხავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
.
ამას გარდა, ბოლო ხანს ჟურნალისტური გამოძიებების სტუდია „მონიტორმა“ ჰერმესის ირგვლლივ კიდევ ერთი სკანდალური ფაქტი გამოაქვეყნა, რომელიც ახალი ტერიტორიების მიერთებას ეხებოდა.
.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, შპს "ჰერმესის" დირექტორად მიხეილ ძაგანია 2014 წლის 10 სექტემბერს დაინიშნა
0
90
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0