x
მნემოტექნიკები – როგორ დავიმახსოვროთ უკეთ?
image

ჩვენ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას ვიგებთ და გვინდა დავიმახსოვროთ კიდევ უფრო მეტი, თუმცა ზოგჯერ ჩვენი მეხსიერება ამის საშუალებას არ გვაძლევს და ყველაფერი ადვილად გვავიწყდება. მიუხედავად ამისა, არსებობს ტექნიკები, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, რომ ადვილად აღვადგინოთ წარსულში დამახსოვრებული ინფორმაცია და ჩვენი მეხსიერება უფრო ეფექტური გავხადოთ. მნემონიკა არის წესების ერთობლიობა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ამა თუ იმ ინფორმაციის უკეთესად დასამახსოვრებლად. სხვა სიტყვებით, ეს არის მეხსიერების ტექნიკა, რომელიც ეხმარება ჩვენს ტვინს, რომ უკეთესად მოახდინოს საჭირო ინფორმაციის კოდირება (შენახვა) და აღდგენა. მნემონიკური ტექნიკები საკმაოდ დიდი ხანია არსებობს და ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში გვხვდება. აღსანიშნავია, რომ მნემოტექნიკებს ყველა ადამიანი იყენებს, მიუხედავად იმისა, იციან მათ ამის შესახებ თუ არა.

image

პოპულარული მნემოტექნიკები:

  • ლოკუსის მეთოდი – იგივე Loci, სათავეს იღებს ძველ საბერძნეთში. ლოკუსის მეთოდი საკმაოდ მარტივია. პირველ რიგში უნდა წარმოიდგინოთ ადგილი, რომელიც თქვენთვის ნაცნობია. მაგალთად, თუ ამისთვის თქვენს სახლს გამოიყენებთ, თქვენ შეგიძლიათ გონებაში სხვადასხვა ობიექტები განათავსოთ ოთახებში და შემდეგ ოთახში გახსენებით გაიხსენოთ ეს ობიექტებიც. ასევე, შეგიძლიათ ობიექტები წარმოიდგინოთ სამსახურის/სკოლისკენ მიმავალ გზაზე და შემდეგ მენტალურად უკან დაბრუნდეთ და გაიხსენოთ თითოეული მათგანი. ამ დროს ხდება საგნების ასოცირება ადგილებთან.
  • აკრონიმები – აკრონიმი არის სიტყვა, რომელიც შედგება კონკრეტული ფრაზის სიტყვების პირველი ასოებისგან. აკრონიმის დახსომებით ადვილად შეიძლება მთელი ფრაზის აღდგენა. მაგალითად, მუსიკაში მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა დაიმახსოვრონ ნოტების თანამიმდევრობა იმისთვის, რომ სწორად დაუკრან მუსიკის წაკითხვისას. EGBDF – ამ აკორდის სასწავლად ხშირად იყენებენ ფრაზას Every Good Boy Does Fine (ყველა კარგი ბიჭი კარგად იქცევა) და აკორდს აკრონიმის სახით იმახსოვრებენ. კიდევ ერთი აკორდის დასამახსოვრებლად კი ხშირად გამოიყენება აკრონიმი ACEG – All Cows Eat Grass (ყველა ძროხა ჭამს ბალახს). ასევე, აკრონიმი HOMES ხშირად გამოიყენება დიდი ტბების სახელების დასამახსოვრებლად (Huron, Ontario, Michigan, Erie, Superior).
  • რითმები – რითმა არის მსგავსი ბგერების კანონზომიერი გამეორება ყოველი ტაეპის ბოლოს. რითმების დამახსოვრება საკამოდ მარტივია, რადგანაც ისინი ჩვენს ტვინში ინახება აკუსტიკური კოდირებით. მაგალითად, In fourteen hundred and ninety-two Columbus sailed the Ocean Blue (1492 წელს კოლუმბმა გადაცურა ლურჯი ოკეანე).
  • დაჯგუფება და ორგანიზაცია – დაჯგუფება არის ტექნიკა, როდესაც ხდება დიდი ინფორმაციის დაყოფა პატარა, ორგანიზებულ ნაწილებად, ჯგუფებად. ამ ტექნიკის გამოყენებით ადვილად შეიძლება ტელეფონის ნომრების დამახსოვრება. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენს ხანმოკლე მეხსიერებას შეუძლია მაქსიმუმ 7 (პლუს/მინუს 2) ერთულის დამახსოვრება. ერთეულში იგულისხმება ასო, სიტყვა ან ფრაზა. შესაბამისად ჩვენ უკეთსად შეგვიძლია დავიმახსოვროთ რიცხვები 19141121, თუ მათ დავყოფთ ორ ერთულად: 1914 და 1121.
  • წარმოდგენა – ვიზუალურად წარმოდგენა ზოგი ადამიანისთვის არის კარგი გზა იმისთვის, რომ დავიმახსოვროთ გარკვეული ინფორმაცია. მაგალითად, ეს ტექნიკა ხშირად გამოიყენება სიტყვათა წყვილების დასამახსოვრებლად (მწვანე ბალახი, ყვითლი მზე, ლურჯი წყალი). ზემოთ ხსენებული ლოკუსის მეთოდიც სწორედ წარმოსახვას ეფუძნება. კონკრეტული ხატის, სურათის გახსენება ჩვენ გვეხმარება ამ ხატთან ასოცირებული ინფორმაციის გახსენებაში.

image


ამის გარდა არსებობს კიდევ მრავალი მნემოტექნიკა, თუმცა მეხსიერების გაუმჯობესებისთვის ეს ტექნიკები არ არის საკმარისი და ამისთვის კიდევ ბევრი რამეა აუცილებელი. ფსიქოლოგები გვაძლევენ რჩევებს იმისთვის, რომ დავიმახსოვროთ უკეთ:

  • დაინტერესდით იმით, რასაც სწავლობთ – კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენ უკეთ ვიმახასოვრებთ იმას, რაც გვაინტერესებს. მაგალითად, შეუძლებელია დავივიწყოთ ჩვენთვის მიმზიდველი ადამიანის სახელი. თუ ინტრინსიკულად, შინაგანად არ ხართ დაინტერესებული იმით, რასაც სწავლობთ, მაშინ საჭიროა, რომ მოძებნოთ გზა, რომ ამით დაინტერესდეთ.
  • შექმენით მენტალური მეხსიერების ხე – თუ ცდილობთ ბევრი ფაქტის დახსომებას, იპოვეთ გზა, რითაც მათ ერთმანეთს დაუკავშრებთ თქვენს გონებაში. ინფორმაცია მოათავსეთ დიდ ტოტებზე და შემდეგ დაყავით სხვადასხვა ფოთოლზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ხერხიც ერთ–ერთი მნემოტექნიკაა, რომელიც დაჯგუფებისა და ლოკუსის მსგავსია.
  • რასაც ახლა სწავლობთ, დაუკავშირეთ იმას, რაც უკვე იცით – რაც უფრო მეტი გონებრივი კავშირია ახალ და ძველ ინფორამციას შორის, მით უფრო უკეთ ვიმახსოვრებთ მას. სწორედ ამიტომ აუმჯობესებს გახსენებას მნემონიკა.
  • ჩამოწერეთ ის სიტყვები/ფაქტები, რომელთა დამახსოვრებაც გინდათ – ეს გზა გვეხმარება იმ შემთხვევაში, თუ სიას დავიმახსოვრებთ აქტიურად და არა პასიურად. ეს იმას ნიშნავს, რომ დაწერისას სიტყვები არა მხოლოდ უნდა გადმოვაკპიროთ, არამედ უნდა გავიაზროთ, მოვახდინოთ ვიზუალიზაცია, დავუკავშიროთ წინა მასალას და დავწეროთ კიდევ და კიდევ.
  • ისწავლეთ საღამოს – მართალია ადამიანთა უმეტესობა საკუთარ თავს ყოფს, როგორც „დილის ადამიანად“ ან „ღამის ადამიანად“, თუმცა კვლევები ადასტურებს, რომ სწავლის ეფექტურობა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ დღის რომელ მონაკვეთში გრძნობთ თავს ყველაზე აქტიურად და ფხიზლად. კვლევების მიხედვით საუკეთესო დრო სწავლისთვის საღამოა.
  • მიიღეთ ადექვატური რაოდენობის ძილი – დაძინება ბევრად უკეთესია წინა ღამით ან დღით ნასწავლი მასალის დახსომებისთვის, ვიდრე მთელი ღამით მეცადინეობა გამოცდისთვის. ძილის გარეშე კი გავიწყდებათ უკვე ნასწავლი მასალა და ახალსაც ბევრად უფრო რთულად იმახსოვრებთ.
1
137
1-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ლაღიძე
ნატო ლაღიძე
137
  
2018, 17 ივლისი, 6:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1