"ჩემი ერთ-ერთი თვისება, რომლითაც მოიხიბლა ნანა, უბრალოება იყო. ჯერ იყო და გაცნობისთანავე არ ვიუარე, როცა შემომთავაზა, რახან ფული არ გაქვთ, კონცერტის ბილეთს მე გიყიდითო. შემდეგ, როცა უკვე ყოველდღე, დილიდან, პოლიტექნიკური ინსტიტუტის აუდიტორიის ნაცვლად, მის ბინაში ვიჯექი (გაცვეთილ დივანზე), აზრი ჩემი განსხვავებულობის შესახებ კიდევ უფრო გაუმყ...
|
|