ფიროსმანმა რომ სმას უმატა, ჰყვება ერთი თვალებგაბრწყინებული კაცი, მეგობარმა მხატვრებმა გადაწყვიტეს, რამე უნდა ვუშველოთ, თორემ დაიღუპებაო. ფული შეაგროვეს, ღვინის სარდაფი უყიდეს მთელი უძრავი-მოძრავით, ჩააბარეს და დაანამუსეს: ივაჭრე, თან ხატე, და თუ დალევა მოგინდეს, სხვაგან ნუ წახვალ, ისევ აქ დალიეო. ფიროსმანი ყველაფერზე დათანხმდა. ასეთი კაცი იყო მაღალი, ხმელ-ხ...
|
|