x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
4 პროდუქტი, რომელიც აფუჭებს სახის კანს- ამოიღეთ ისინი რაციონიდან!
image
"მითხარით რას ჭამთ და გეტყვით როგორი სახის კანი გაქვთ". ვფიქრობ სახის კანთან დაკავშირებული პრობლემები დღეს როგორც სხვა თემები, ერთ-ერთი აქტუალურია. შესაძლოა უმეტესობას მიაჩნია, რომ ჰორმონების და ალერგიის ბრალია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ კანის უარყოფით ცვლილებას გარკვეული სახის პროდუქტები იწვევენ. არასწორი კვება ამრავლებს ფერიჭამელებს და კანს ხდის ფერმკრთალს, ალკოჰოლი, შაქარი და სხვა კი უფრო აუარესებენ მას.


image


ამასთან დაკავშირებით კი მრავალი ანალიზის წყალობით უტყუარი სიმართლე მოგვაწოდა ექიმმა Nigma Talib-იმ, რომელიც მუშაობს ისეთ ცნობილ სახეებთან, როგორიცაა Sienna Miller-ი და მაკიაჟის ოსტატი Charlotte Tilbury, ამიტომ ნიგმა ღრმად დარწმუნებულია, რომ სასმელი და ზოგიერთი საკვები უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენი სახის კანზე. ის ასევე ამბობს, რომ ათწლიანი მუშაობის შედეგად დარწმუნდა თუ რა ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს საკვებს კანისა და ზოგადად დაბერების საკითხზე. მაგალითად, თუ ვახშამზე მაკარონს, პურს ან მარცვლეულს მიირთმევთ, ეს აისახება ნაწლავების შებერვასა და შეშუპებაზე. ბევრი საკვები კი იწვევს ორგანიზმში ქიმიური კასკადის ცვლილებას და შედეგად ჰორმონალურ დარღვევებს ვიღებთ, რაც ასევე აჩქარებს კანის დაბერების საკითხს- ჩნდება ლაქები, ნაოჭები, იცვლება ტონი და იკარგება ელასტიურობა.


image


არსებობს საკვების ჯგუფი, რომლებიც სახის კანის განსაკუთრებულ ზიანს იწვევენ და ესენია- ღვინო, შაქარი, რძე და გლუტეინები. მაგრამ ექიმი ნიგმას ანალიზის შედეგობრივი რჩევებით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ კანის ნაადრევი და ზოგადი პრობლემები.



1. ღვინის მოქმედება.

image

ტიპიური სიმპტომები: ძლიერი სიწითლე, სტრიები თვალებს შორის, ჩაწითლებული ქუთუთოები და ცხვირ-ბაგე, გაფართოვებული ფორები, გამომშრალი და დაქსელილი კანი.


ეს მახასიათებლები ძირითადად აქვთ ქალებს, რომლებიც ყოველ საღამო ორ სირჩა (ბოკალი) ღვინოს მაინც მიირთმევენ, თუმცა სახის კანზე უარყოფითად სხვა ალკოჰოლური სასმელებიც მოქმედებენ. როგორც ცნობილია, ალკოჰოლი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რაც ხელს უწყობს ცილა კოლაგენის განადგურებას (ცილა კოლაგენი უნარჩუნებს კანს ელასტიურობას); ალკოჰოლის მოხმარება ასევე თრგუნავს ფერმენტების აქტივობას, ფერმენტების აქტივობა კი კანის აღმდგენით ფუნქციას ასრულებს. მაშასადამე, ალკოჰოლის მოხმარება იწვევს კანის ელასტიურობისა და აღმდგენი ფუნქციის მოშლას.




2. შაქრის მოქმედება.

image

ტიპიური სიმპტომები: სტრიები და ნაოჭები შუბლზე, ნაკეცები თვალებქვეშ, სახის ღონემიხდილი გამომეტყველება, ფერმკრთალი ტონი და გათხელებული კანი, მტკივნეული გამონაყარი მთელს სახეზე.


ეს მახასიათებლები ვლინდება ქალებში, რომელთა რაციონი სავსეა ნამცხვრებით, ტორტებით, ნახშირწყლებით სავსე პროდუქტებით, თეთრი ბრინჯით. ასეთი კვების შემთხვევაში ძნელია შეინარჩუნოთ კანის სიჯანსაღე და ახალგაზრდული იერი. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შაქარი გლიკაციულ პროცესს იწვევს, რაც ნიშნავს იმას, რომ გლუკოზის ჭარბი მოლეკულები ერთვის კოლაგენს და სტაბილურ და ელასტიურ კოლაგენს გარდაქმნის ბოჭკოვან, ხისტ და მოუქნელად. შაქარი ასევე ხელს უშლის სახის კანზე ცხიმის განაწილების საკითხს, ცხიმი ხომ ხელს უწყობს კანის სიგლუვეს, თუმცა ამ შემთხვევაში ისიც იკარგება.


შაქარი განსაზღვრული ბალანსით გავლენას ახდენს ასევე ნაწლავების ბაქტერიებზე, რაც ჩირქოვან აკნეს იწვევს სახის კანზე, მხრებსა და მკერდის არეში. შაქარი ასევე ზრდის ინსულინის ჰორმონს, რომელიც ხელს უწყობს სტრესის ჰორმონის- კორტიზოლას სტიმულირებას, ამ დროს კი კორტიზოლა იწვევს ენერგიის გადამისამართებას სისხლძარღვებში სახის გარშემო, შაქრის მოხმარების შედეგად კი ფერხდება თანდათანობით ეს პროცესი და სახის კანი იფიტება.


თუ კი შეწყვეტთ ან შეამცირებთ შაქრის მოხმარებას, შედეგი თქვენს სახის კანზე ძალიან მალე აისახება.




3. რძის მოქმედება.

image

ტიპიური სიმპტომები: შეშუპებული ქუთუთოები, ნაკეცები და მუქი წრეები თვალის ქვეშ, თეთრი ლაქები, მუწუკები და წერტილები ნიკაპზე.


მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ მანდილოსნებს, რომლებიც ხშირად მიირთმევენ რძეს, ზოგადად რძის პროდუქტებს- ყველი, იოგურტი, ნაღები და სხვა. ამ პროდუქტების მთავარი და ყველაზე გავრცელებული ერთ-ერთი ელემენტია ლაქტოზა, რომელიც ორგანიზმის მიერ ვერ გადაიტანება. პრობლემას შეიძლება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შევხვდეთ, რადგან წლების განმავლობაში შეიძლება ნელ-ნელა მოხდეს ფერმენტების დაკარგვა, რომელიც ლაქტოზას ეხმარება გადამუშავებაში.


ერთი ჭიქა რძე შეიცავს 20-ზე მეტ კოქტეილს მრავალი ჰორმონებისა და ქიმიკატების სახით, ასევე იმ სხვა ნივთიერებებს, რომლითაც იკვებება და იღებს ძროხა- ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო, ანტიფუნგალური და ანალგეტიკები. ამიტომ ისინი შლიან თქვენი ჰორმონების - ესტროგენის და პროგესტერონის ბალანსს, რის გამოც ჭარბად მრავლდება უჯრედები, რომლებიც ბლოკავენ ფორებს და შედეგად ბაქტერიები ყოვნდებიან კანზე დიდხანს.


თუ გინდათ იგრძნოთ შედეგი, სამი კვირის განმავლობაში ამოიღეთ რაციონიდან რძის ნებისმიერი პროდუქტი.





4. გლუტეინების მოქმედება.

image

ტიპიური სიმპტომები: შეშუპებული და დაწითლებული ღაწვები, მუქი პიგმენტური ლაქები ნიკაპზე.


ბევრი ჩვენგანი მგრძნობიარეა წებოვანას ცილის მიმართ, რომელიც გვხდება ჭვავში, ხორბალსა და ქერში. ადამიანთა განსაზღვრული ნაწილი განიცდის გლუტენურ დაავადებას- გლუტენომგრძნობიარე ცელიაკია, კერძოდ კი გლუტეინის შემცველი პროდუქტების გადატანა უჭირს მათ ორგანიზმს.


წებოვანა ასევე გავლენას ახდენს- უჯრედების პასუხისმგებელობას კანის პიგმენტაციაზე, რაც იწვევს მუქ ლაქებს ნიკაპზე; იმუნურ სისტემაზე, რომელიც შლის სქესის ჰორმონს და შედეგად ჩნდება ნიკაპზე მუქი ლაქები, რაც პირდაპირ კავშირშია ქალის რეპროდუქციულ ორგანოებთან.


არ გამოიყენოთ პროტეინის შემცველი კოსმეტიკა, მიიღეთ ბევრი წყალი და ბოჭკოვანი საკვები, შედეგად კი შეშუპება ჩაცხრება და მოხდება კანის ტონის ნორმალიზება.




იხილეთ აგრეთვე:


* როგორ მოვიშოროთ სახიდან მსგავსი თეთრი ლაქები?

* სახიდან და სხეულიდან "პაპილომების" (ხორცმეტი) მოცილების ყველაზე ეფექტური მეთოდი

* სხეულის ნაწილის ამ 5 რაღაცას არასოდეს შეეხოთ! რადგან...

* ჩვეულებრივი სოდა დაიტანეთ ქუთუთოებზე და ნახეთ რა მოხდება– საოცარია

* როგორ გარდაქმნის ცივი წყალი თქვენს საკვებს საწამლავად

* "გასახდომად, კანის გასაწმენდად და თმის აღსადგენად" გამოიყენეთ მხოლოდ ბრინჯიანი წყალი



0
17263
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
17263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0