x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნიკოლოზ ხუდადოვი-ექიმი,ქველმოქმედი,ღარიბთა და ავადმყოფთა შემწე
image170 წლის წინ დაიბადა ექიმი, ქველმოქმედი, ავადმყოფთა და უპოვართა მფარველი ნიკოლოზ ხუდადოვი, მის შესახებ საზოგადოების უდიდეს ნაწილი ძალზე მცირე ინფორმაციას ფლობს, ბევრს იგი რევოლუციონერიც კი ჰგონია, (ალბათ იმიტომ, რომ მუშათა კლასის დიდი გულშემატკივარი იყო)მაგრამ ეს ასე არ არის.


დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, დაიბადა 1849(ან 1850) წელს გორში ინტელიგენტის ოჯახში, 1870 წელს ტიფლისში გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის საგზაო მიმოსვლის ინსტიტუტში ჩააბარა, თუმცა ერთი წლის შემდეგ სამედიცინო-ქირურგიის აკადემიაში გადავიდა, რომელიც 1876 წელს დაასრულა, ამავე წლიდან ალექსანდროვსკის პოლკში გაამწესეს, როგორც სამხედრო ექიმი, სამხედრო-სამედიცინო აკადემიის დასრულების შემდეგ გააგზავნეს სტაჟირებაზე გერმანიაში და შვეიცარიაში.სტუდენტობის პერიოდში ხუდადოვს მართლაც გაანჩნდა რევოლუციური იდეების მიმართ სიმპატიები, კავშირიც კი ჰქონდა პეტერბურგში მოღვაწეობის დროს ივანე ჯაბადართან, რის გამოც ხელწერილიც კი დააწერინეს.



1880 წლების ბოლოს ტიფლისში ბრუნდება, სადაც მოღვაწეობას აგრძელებს რკინიგზის საავადმყოფოში, 1890-იანი წლებიდან ქალაქის თვითმმართველობის სათათბიროს წევრია, ხოლო 1900 წლიდან ტიფლისის რკინიგზის სახელოსნოების უფროსი ექიმია.


როგორც ექიმი, ნიკოლოზ ხუდადოვი უსასყიდლოდ უწევდა კონსულტაციას ქალაქის ღარიბ მოსახლეობას, არაერთხელ დააყენა საკითხი ქალაქის თვითმმართველობის მიმართ, რომ გაუმჯობესებულიყო ქალაქი სანიტარული მდგომარეობა და მუშათა სამუშაო პირობები.როგორც საზოგადო მოღვაწემ, ხუდადოვმა გახსნა სასადილოები, სამკითხველოები და საკვირაო სკოლა მუშებისთვის.



ხუდადოვი იყო თბილისის მუშათა თეატრის შექმნის ერთ-ერთი ინციციატორი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში გაიხსნა ავჭალაში, ხუდადოვმა სიცოცხლის განმავლობაში არაერთხელ გაიღო საკუთარი თანხა ქვემოქმედებაში.



მაგრამ ერთ-ერთი უდიდესი საქმე, რაც ხუდადოვმა გააკეთა, ეს არის ტყის მასივის გაშენება კუკიის მახლობლად, (დღევანდელი ტუბდისპანსერის მიმდებარე ტერიტორიაზე)ხუდადოვს სურდა, რომ ქალაქის მოსახლეობის ღარიბ ნაწილს ჰქონოდათ დასვენების და გართობის საშუალება.



პარკის საზეიმო გახსნა 1896 წელს მოხდა, 40 ჰექტარზე გაშენებული ტყე დიდი ხნის განმავობაში საუკეთესო პარკი იყო დედაქალაქში, რომელიც თამამად უწევდა მეტოქეობას, მუშტაიდს და ორთაჭალის ბაღებს.აქ ფუნქციონირებდა თოჯინების თეატრი(პირველი ქალაქში) სახალხო თეატრი, იდგა საქანელები და კარუსელები, სავაჭრო დახლები და ა.შ.ხუდადოვის პარკი მუშათა საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა.ხალხმა მას "ხუდადოვის ტყე" უწოდა.



ნიკოლოზ ხუდადოვს 1907 წლის 17 იანვარს ტერაქტი მოუწყვეს შავრაზმელებმა, მას სამჯერ ესროლეს ტყვია, იგი ადგილზე გარდაიცვალა.



image


image

90 წლის წინ 1929 წლის 25 ივლისს თბილისში დაიბადა ქართველი კომპოზიტორი, პოეტი და მომღერალი ინოლა გურგულია. ბავშვობა თბილისის ძველ უბანში გაატარა, ხოლო ყოველ ზაფხულს სოხუმში და ზუგდიდის რაიონის სოფელ ოშაჩონას სტუმრობდა, სწორედ იქ ძიძამ ასწავლა ინოლას გიტარაზე, დაკვრა.აქვე ისწავლა ჩონგურზე დაკვრაც. სკოლის დამთავრების ...


39 წლის წინ, 1980 წლის 5 ივლისს, ქალაქ ბურსაში თურქმა ულტრა-ნაციონალურმა დაჯგუფების "რუხი მგლების" აქტივისტებმა სახლიდან გამოსული აჰმედ მელაშვილი ავტობუსის გაჩერებაზე ჩაცხრილეს, მასთან ერთად დაიჭრა აჰმედის ვაჟი- იბერია, დიდი ქართველი მოღვაწე 58 წლის იყო, აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) სოფელ ჰაირიეში და...


18 ივნისს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა ცნობილ ესტონელ მსახიობს იური იარვეტს, რომელსაც ქართველი მაყურებელი იცნობს უპირველეს ყოვლისა გრაფი სეგედის როლით მინი-სერიალიდან "დათა თუთაშხია" დაიბადა 1919 წლის 18 ივნისს ტალინში, დედა რუსი ჰყავდა, მამა კი ან ფრანგი იყო ან გერმანელი ლოტარინგიის რეგიონიდან, იური ესტონურმა ოჯახმა იშვილა, რუსულ ენას ძალზე ცუ...


150 წლის წინ, 1869 წლის 21 იანვარს სოფელ პოკროვსკოეში, ტიუმენის მაზრაში, დაიბადა რუსი გლეხი, მკურნალი, მღვდელი, რომელსაც ნათელმხილველის ნიჭს მიაწერდნენ და უბრალოდ ავანტიურისტი გრიგოლი რასპუტინი, ადამიანი, რომლის გარშემოც მითქმა-მოთქმა და ლეგენდები დღესაც გრძელდება.დღეს ფაქტობრივად ძნელია გაარკვიო, რა იყო მითი და რა...


150 წლის წინ, 1868 წლის 3 თებერვალს ქალაქ გორში არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა ანასტასია ერისთავი-ხოშტარია, ქართველი მწერალი, საზოგადეო მოღვაწე და ფემინისტი.ანასტასია ერისთავი იყო პირველი ქალი, რომელმაც ქალთა პრობლემებზე ხმამაღლა ალაპარაკდა. საინტერესო ფაქტები მისი ცხოვრებიდან *** დაბადე...

0
359
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0