x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ინდოეთში მამაკაცი ცემით მოკლეს ძროხის დაკვლის გამო
image

ინდოეთში, სანტას ოლქში (შტატი მადჰია -პრადეში), ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სასიკვდილოდ სცემეს 45 წლის მკერავი სირაჯა ხანა, რომელმაც წინასწარი ვარაუდიით ძროხა მოკლა, ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა le figaro ავრცელებს.


მოხვდა აგრეთვე გარდაცვილილის მეგობარს შაკილ მაკბულუს, რომელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.მისი მდგომარეობა კრიტიკულია.


პოლიციამ მკერავის მკვლელობის გამო დააკავა ოთხი ეჭვმიტანილი, თავდასმხის ადგილზე სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს ხორცი და პირუტყვის ჩონჩხი.



როგორც ცნობილია ინდუსებისთვის ძროხა წმინდანი ცხოველია, შტატ მადჰია-პრადეში ძროხის მოკვლისთვის სასჯელი 7 წელი ციხეა.ხოლო ინდოეთის ზოგიერთ შტატში სამუდამო პატიმრობაც გემუქრებათ.



აგჰნია, იგივე წმინდა ძროხა -მისი ხელშეუხებლობა.ისევე, როგორც ბევრ უძველეს კულტურაში, ინდოეთში ოდითგანვე ძროხა მარჩენალი ცხოველის სტატუსით სარგებლობდა. მისი ყოლა რძის, რძის ნაწარმისა და საწვავის (ნაკელის) დაუშრობელ წყაროს ნიშნავდა. ამიტომ ძროხის მოკვლა მთელი ოჯახის გაღატაკებისა და საზრდო წყაროს დაკარგვის თანაბარი იყო.

ძველ ინდუისტურ ტექსტებში ნახსენებია წმინდა ძროხა სურაბჰი, რომელსაც სურვილების შესრულება შეეძლო. როგორც ინდუისტები მიიჩნევენ, სურაბჰის ნაწილი ყოველ ძროხაშია და თუ ძროხას კარგად შევეხვეწებით, ის სურვილს შეგვისრულებს!


ამას გარდა, ინდუისტური მოძღვრების თანახმად, ცამდე მისაღწევად მდინარეა გადასაცური, მისი გადაცურვა კი მხოლოდ ძროხის დახმარებით შეიძლება - კუდში ხელი უნდა ჩასჭიდოთ. ვინაიდან ძროხას სამოთხისკენ მივყავართ.

თავად ინდუისტების მთავარი ღმერთი შივა წმინდა ძროხაზე - ნანდიზე გადამჯდარი დადის!


კრიშნად ქცეული ღმერთი ვიშნუ დიდი ხანი მწყემსავდა ძროხებს. ამიტომაც ინდოეთში მწყემსის პროფესია ნაკლებად ანაზღაურებადი, მაგრამ ძალიან პატივსაცემია.

3
358
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
358
  
2018, 21 მაისი, 23:54
გუგულას არ გააგებინოტ ტორე იტყვის ოჯახის გასუქება უნდოდა და იმიტომ დაკლაო. ანათემას გადასცემს
2018, 21 მაისი, 20:32
აი ამათ დონეს აღარაფერი გვიკლია. სახეში ურტყა 15 წლის ვაჟკაცმა ჩვენთან ჰომოსექსუალს და ერი ლოცავდა მის მარჯვენას.
2018, 21 მაისი, 18:55
სირაჯა ხანა?
0 1 3