x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თავის ტვინს, დამოუკიდებლად, სხეულის გარეშე არსებობა უკვე შეუძლია!

image


წლების მანძილზე, ბევრი მკვლევარი ცდილობდა, ისეთი ტექნოლოგია შეემუშავებინა, რომელიც ტვინს, სხეულის გარეშე, სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა. ამ თემასთან დაკავშირებით, არაერთი კომიქსი, ფილმი და რომანი არის შექმნილი. მათ შორის, გურამ ფანჯიკიძეს «სპირალი» (1985 წ.), რომელიც გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. ის რაც აქამდე ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებოდა, დღეს - რეალობად იქცა!

იელის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, შეძლეს და სხეულიდან სრულიად გამოყოფილ ტვინს, სიცოცხლე აუხანგრძლივეს. მართალია, ადამიანებზე ექსპერიმენტის ჩატარებამდე საქმე ჯერ-ჯერობით არ მისულა, მაგრამ მეცნიერების მიერ მიღებული შედეგი, მართლაც რომ წინ გადადგმული ნაბიჯია და თან ძალიან დიდი ნაბიჯი.
ტვინის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი BrainEx სისტემა იყო, რომელიც ხელოვნურ სისხლს აწვდიდა, ტვინის არსებობისთვის საჭირო ყველა განყოფილებას – აწვდიდა მას ჟანგბადს, რომლის ნაკლებობას, როგორც ცნობილია, ყველაზე მწვავედ ნერვული ქსოვილი განიცდის.
ექსპერიმენტში 200 ღორი მონაწილეობდა და ტვინმა სხეულის გარეშე, 36 საათი გაძლო. გარდა ამისა, ცდების დროს, მეცნიერებმა ხელოვნურ სისხლში ნივთიერება შეურიეს, რომელიც გონებას «აძინებს», რომ ტვინს, სხეულის ორგანოების ფიზიკური დაკარგვის გამო, ტკივილი არ ეგრძნო. ამიტომ, მოცემულ მომენტში, უცნობია, გრძობდა თუ არა, ცხოველი რამეს. მაგრამ, ის კი ზუსტად არის ცნობილი, რომ ექსპერიმენტის მანძილზე, ტვინი სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებდა.

მომავალში მეცნიერები ექსპერიმენტების ჩატარებას ადამიანზეც გეგმავენ. თუმცა, ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად, მათ ხელისუფლები ნებართვის გარდა, არაერთი ეთიკური საკითხის მოგვარებაც დასჭირდებათ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageმესამე თვალი – მეექვსე გრძნობა თუ რეალური ორგანო?
ყველაზე შეშლილი მეცნიერები კაცობრიობის ისტორიაში: ექიმი ფრანკენშტეინის პროტოტიპი, შოტლანდიელი ყასაბი, «სიკვდილის ანგელოზი»...

«სიბერე ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, ის ავადმყოფობაა...». დღეგრძელობის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან

სუიციდი ორგანული დაავადების შედეგი არის, რომლის პროგნოზირებაც შეიძლება

0
458
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
458
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0