x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
პატარა სასწაული ბავშვებისთვის, ქალებისთვის, მამაკაცებისთვის. ამის შემდეგ თქვენ ყოველ დღე შეჭამთ  მწყრის კვერცხებს

რა არის მასში არაჩვეულებრივი? ვისთვის მოაქვს სარგებლობა? რატომ აჭმევენ იაპონიაში მოსწავლეებს ყოველ დღე 2 ცალ მწყრის კვერცხს?




image




მწყრის კვერცხში არსებული სასარგებლო ნივთიერებების სიმდიდრის გამო მას აძლევენ პატარა ბავშვებს; ფეხმძიმე ქალებს; ახალ ნაავადმყოფარ, დასუსტებულ ადამიანებს; და რა თქმა უნდა მათ, ვინც მიისწრაფვის შეინარჩუნოს საკუთარი ჯანმრთელობა.




მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს, რომ მწყრის კვერცხი ფლობს ანტიბაქტერიულ, იმუნომოდელირებით, სიმსივნისსაწინააღმდეგო თვისებებს.







ამ ცხრილში თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ თუ რა განსხვავებაა ქათმის კვერცხს და მწყრის კვერცხს შორის:



image





რა სარგებლობა მოაქვს მწყრის კვერცხის რეგულარულად მიღებას ჯანმრთელობისთვის?






მიკრო და მაკრო ელემენტების და ვიტამინების ჯგუფის მდიდარი შემადგენლობის გამო ეს პროდუქტი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას.




  • მიუხედავად იმისა, რომ მწყრის კვერცხში არის ქოლესტერინი, ისინი ასევე შეიცავენ ისეთ ამინომჟავებს, როგორიც არის მეთიონინი. ეს ამინომჟავა მონაწილეობს ლეტიცინის გამომუშავებაში, რაც ეხმარება შემცირდეს სისხლში ქოლესტერინის დონე. ამიტომ, მწყრის კვერცხის გამოყენება სარგებლობას მოუტანს მათ, ვინც იტანჯება ჰიპერტონიით და ათეროსკლეროზით. მეთიონინი ასევე აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას.





  • კვერცხში არსებული ტრიპტოფანი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის.








  • ვიტამინ В5-ს შეუძლია სტრესით გამოწვეული შედეგები მოაშოროს და განკურნოს დეპრესიისგან.













  • მწყრის კვერცხის მიღება ასევე სასარგებლოა მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა აქვს- იოდის და მოლიბდენის არსებობის გამო.






  • ვიტამინი РР, ნიკოტინის მჟავა სასარგებლოა დიაბეტიანებისთვის.




  • კალიუმი და ვიტამინი В3 მწყრის კვერცხს სასარგებლოდ ხდის თირკმელების დაავადებისას.

თუ თქვენ გაქვთ ქვები თირკმელებში ან საშარდე ბუშტში, დაიწყეთ მწყრის კვერცხის მიღება, ის დაგეხმარებათ მის დაშლაში და ორგანიზმიდან გამოდევნაში.




  • მოცემული პროდუქტი კარგია ბრონქიალური ასთმისას, რადგან ის ხელს უწყობს სასუნთქი გზების გაწმენდას.















  • ქათმის კვერცხთან შედარებით ერთ გრამ მწყრის კვერცხში უფრო მეტი ვიტამინები შედის : «А» –2, 5-ჯერ, «В1» – 2, 8-ჯერ და «В2» – 2, 2 -ჯერ მეტი. «D» ვიტამინი მწყრის კვერცხში აქტიური ფორმითაა და რაქიტის განვითარებას უშლის ხელს.



მწყრის კვერცხში არსებული D, А და В6 (პირიდოქსინი) ვიტამინები, ასევე სელენი და თუთია ამაგრებს იმუნურ სისტემას.


  • რკინის, სპილენძის, კალცის და В ჯგუფის ვიტამინების არსებობა ხელს უწყობს ჰემოგლობინის აწევას სისხლში, რაც იმას ნიშნავს, რომ წყვეტს ანემიის პრობლემას.





  • მწყრის კვერცხში ქათმის კვერცხთან შედარებით 5 -ჯერ მეტია ფოსფორის და კალიუმის, 4.5-ჯერ რკინის შემცველობა. როგორც ცნობილია ფოსფორი გონებრივ განვითრებას უწყობს ხელს. ამიტომ მწყერის კვერცხი საჭიროა შევიტანოთ ყველა მოსწავლის რაციონში. მაგალითად იაპონიაში, სადაც უკვე დიდი ხანია ყველასათვისაა ცნობილი მწყრის კვერცხის სასარგებლო თვისებები, ყოველი მოსწავლე ყოველდღიურად აუცილებლად იღებს სადილზე ორ კვერცხს.





  • მწყრის კვერცხში სალმონელა არ არის. ეს გამოწვეულია იმით, რომ მას ძალიან მტკიცე ნაჭუჭის შიდა გარსი და ნაჭუჭზე არსებული ძალიან მცირე ზომის სასუნთქი ნასვრეტები აქვს, რომლებიც ხელს უშლიან მასში დაავადების ბაქტერიების შესვლას.



  • სხეულის მაღალი ტემპერატურის გამო (42 გრადუსი ცელსიუსით), მწყერი არ ავადდება ინფექციური დაავადებებით. ეს კი საშუალებას იძლევა ფერმებში არ გაუკეთდეთ მათ ვაქცინაცია, რაც თავისთავად გამორიცხავს მის ორგანიზმში და კვერცხში წამალში არსებული ნივთიერებების დაგროვებას.





  • ქათმის კვერცხისგან განსხვავებით მწყრის კვერცხი ალერგიას არ იწვევს. პირიქით, მასში არსებული ოვომუკოიდი თრგუნავს ალერგიულ რეაქციას და სწორედ ამიტომ მის ფუძეზე ამზადებენ ალერგიის სამკურნალო სამედიცინო პრეპარატს ( ოვომუკოიდის ექსტრატს).







  • ყველა ამ ფაქტორის გამო ბავშვებს შეგიძლიათ გაასინჯოთ „გოგლი-მოგლი“. მწყრის კვერცხი შეიძლება და სასურველიცაა უმად გამოვიყენოთ .





  • მწყრის კვერცხის გამოყენება კარგ შედეგებს იძლევა გასტრიტების _ კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის და პანკრიატიტის მკურნალობისას.




  • მწყრის კვერცხი ორგანიზმიდან რადიონუკლიდების გამოდევნას უწყობს ხელს, ამიტომ მას აძლევენ ადამიანებს, რომლებმაც რადიოაქტიური დასხივება მიიღეს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დიდ ქალაქებში რადიაციული ფონის დონე ზოგადად აწეულია.

ჩერნობილში მომხდარი კატასტროფის დროს რადიაციულ ზონაში მოხვედრილი ბავშვების კვების რაციონში მწყრის კვერცხი შეიტანეს.

დროის გარკვეულ მონაკვეთში მათი საერთო მდგომარეობა გაუმჯობესდა, აიწია ჰემოგლობინის დონე, ნორმაში ჩადგა როე, გაუქრათ თავის ტკივილი, სისუსტე. სისხლის ბიოქიმიურმა ანალიზმა ნორმიდან გადახრა არ აჩვენა.



  • იოლად ათვისებადი ცხოველური ცილა სწრაფად აღადგენს ძალებს მძიმე დაავადების ან ოპერაციის შემდეგ. კვლევებისას მიღებული შედეგები უფლებას იძლევა დავასკვნათ, რომ მწყერის კვერცხი სასურველია გამოყენებული იქნას დასუძლურებული, დასუსტებული ბავშვების კვების რაციონში და პირველ რიგში ეკოლოგიურად დაბინძურებულ ზონებში.



image










კიდევ რა დაავადებებს „კურნავს“ მწყრის კვერცხი:



– ვეგეტატიურ სისხლძარღვთა დისტონია და ქრონიკული ქოლეცისტიტი,

– სიმსუქნე და უნაყოფობა,

– ეპილეფსია და ათეროსკლეროზი,

– რახიტი და დისტროფია,

– ტუბერკულიოზი და კანის სხვადასხვა დაავადებები.

და ეს ყველაფერი როდია!











ითვლება, რომ მწყრის კვერცხში არსებულ ნივთიერება ლიზოციმს შეუძლია დაშალოს კიბოს უჯრედები, ამიტომ, თუ რეგულარულად მიიღებთ ამ პროდუქტს, ამით ონკოლოგიური დაავადებებით დასნეულების რისკს შეამცირებთ.


ეს ნივთიერება, ლიზოციმი, ასევე აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორას. და ამის გარდა საშუალებას იძლევა დიდხანს შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზეც კი.




ასაკოვან ადამიანებში კი მწყრის კვერცხი ამაგრებს ძვლებს, კბილებს, ფრჩხილებს, აუმჯობესებს სმენას და მხედველობას, ამცირებს სახსრების ტკივილს, იცავს მათ ნაადრევი დაბერებისგან. ყველა ეს შესანიშნავი ეფექტი კი პირველ რიგში ხდება მასში არსებული კალცის და А ვიტამინის წყალობით.


იხილეთ ვიდეო : მწყრის კვერცხის ნაჭუჭით მკურნალობა

რა სარგებლობა მოაქვს მწყრის კვერცხებს მამაკაცებისთვის



ეს საოცარი პროდუქტი დადებით ზემოქმედებას ახდენს პროსტატის ჯირკვალზე. ის ახდენს პროსტატის ადენომას პროფლილაქტიკას და გამოყებული შეიძლება იქნას მის სამკურნალოდ.

ფოსფორის წყალობით, მწყრის კვერცხი ასევე წარმოადგენს პოტენციის სტიმულატორს. ბულგარელი მეცნიერების აზრით, ის ეფექტურობის მხრივ ვიაგრაზე უფრო შედეგიანია.


საინტერესოა? მაშინ ისარგებლეთ გერმანელი მამაკაცების რეცეპტით: მოამზადეთ კაკლის უღლის და არყის ნაყენი. დალიეთ მწყრის ოთხი კვერცხი უზმოზე და მიაყოლეთ 1 სუფრის კოვზი ნაყენი.




.




( შენიშვნის სახით: თუ მამაკაცი სასმელის და ნარკოტიკის მომხმარებელია და უყვარს ცხიმიანი საჭმელები და განსაკუთრებით ლუდი...... მწყრის კვერცხიც კი ვერ დაეხმარება ).




image




მწყრის კვერცხები ქალებისთვის






ამ პროდუქტის რეგულარული მიღება ორგანიზმს ამდიდრებს Е ვიტამინით, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ მასტოპატია არ წარმოიქმნება.

მასში არსებული კალცის გამო, ორსულობისას კვერცხი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი თმები და კბილები.



ამას დაუმატეთ ისიც, რომ ორსულობას იოლად გადაიტანთ, თავს აარიდებთ ტოქსიკოზს და ყველაფერი ეს იმის წყალობით, რომ მოცემული პროდუქტი ნორმაში მოიყვანს კუჭის მჟავიანობას და გაწმენდს ორგანიზმს.

მწყრის კვერცხის ყოველდღიური გამოყენება იმითაც არის სასარგებლო, რომ მცირდება ორსულობის შეწყვეტის რისკი.



მეძუძური დედისთვის კი მნიშვნელოვანია რძის რაოდენობა და ხარისხი. ამ ორ მნიშვნელოვან ამოცანას მწყრის კვერცხი გადაჭრის სასარგებლო ნივთიერებების უნიკალური შემადგენლობით. განსაკუთრებით - ცილით.









მწყრის კვერცხი ბავშვებისთვის





ამ პროდუქტის რეგულარული გამოყენებისას იზრდება ფიზიკური აქტიურობა, უმჯობესდება მახსოვრობა და გამჭრიახობა, ნერვული სისტემა და მხედველობა.

ყველაფერი ეს თქვენს ბავშვებს დაეხმარება იოლად აითვისონ სკოლის საგნები. შესაბამისად, ბავშვები უკეთესად განვითარდებიან როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად.

თუ თქვენი შვილი ხშირად ავადდება რესპირატორული დაავადებებით, ჩართეთ მწყრის კვერცხი ყოველდღიურ რაციონში. ამგვარად თქვენ შეძლებთ 5-ჯერ და შესაძლოა მეტჯერაც შეამციროთ ამ დაავადებების სიხშირე.

თუ ბავშვი უკვე დაავადდა რესპირატორული დაავადებით, მაშინ ის გაცილებით მსუბუქი ფორმით გამოვლინდება.



აი რამდენი სარგებლობის მოტანა შეუძლია მწყრის კვერცხის გამოყენებას! მიუხედავად ამისა ისმის კითხვა პროდუქტის პოტენციურ უარყოფით მოვლენებზე. გავიგოთ, რა ზიანის მოტანა შეუძლია მას. იმდენად რამდენადაც პროდუქტების უმრავლესობას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.



იხილეთ ვიდეო: შეიძლება თუ არა უმად მივირთვათ მწყრის კვერცხი?





მწყრის კვერცხის უარყოფითი მხარე, შენახვის პირობები და არჩევის წესი




ნათქვამი იყო, რომ მოცემული პროდუქტი სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის დროს _ მაგრამ კვერცხის გადაჭარბებული მოხმარება არ შეიძლება. საკმარისია დღეში ხუთი ცალი მხოლოდ. ასეთივე რაოდენობით უნდა მიიღონ მათ, ვისაც აქვთ თირკმლის პრობლემა და ათეროსკლეროზი. თუმცა, რა თქმა უნდა დიდი დოზით მიღება ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს აწყენს, ამიტომ მას ზედმეტი ფანატიზმის გარეშე მოეპყარით.



ყურადღება მიაქციეთ გამოყენების ვადას.




მწყრის კვერცხი სამი თვე შეგიძლიათ შეინახოთ არა უმეტეს 10 გრადუს ცელსიუსზე. ასეთ ტემპერატურაზე ისინი მთლიანად ინარჩუნებენ სასარგებლო თვისებებს. შენახვის პირობებს ვერ გააკონტროლებთ სუპერმარკეტებში, ამიტომ ყიდვისას შეიძინეთ მინიმუმ 20 დღიანი ვადის მქონე პროდუქტი.

შეამოწმებთ რა კვერცხის ვადას, არ მოგერიდოთ და გახსენით კოლოფი- კვერცხის ნაჭუჭი არ უნდა იყოს გატეხილი და არ უნდა პრიალებდეს. სავარაუდოდ ის უკვე გაფუჭებულია!


აიღეთ კვერცხი და შეამოწმეთ წონა. მწყრის ახალი კვერცხის საშუალო წონა არის 12 გრ. ძველი კვერცხი უფრო მსუბუქია _ ის შრება შიგნიდან. და კიდევ: გარყევისას კვერცხში არაფერი ისმინება, რადგან კვერცხის გული არ იძვრის ადგილიდან. თუ ხმას გაიგონებთ გარყევისას _ მაშინ ის ძველი და გაფუჭებულია.


სახლის პირობებში შეამოწმეთ ასე _ ჩააგდეთ კვეცხი წყლიან ჭურჭელში. თუ კვერცხი ამოტივტივდა, ის ძველია ან გატეხილი აქვს ნაჭუჭი.






რამდენი კვერცხი უნდა ვჭამოთ და რამდენხანს უნდა ვხარშოთ?





1. თვეების ბავშვს უნდა მივცეთ მწყრის კვერცხის გულის ნახევარი.





2. ერთი წლიდან სამ წლამდე შეგიძლიათ მისცეთ 1 კვერცხი დღეში.





3. სამი წლიდან ათ წლამდე ბავშვებს _ 2-3 ცალი დღეში.





4. ოთხი წლიდან 18 წლამდე _ არა უმეტეს ოთხი ცალისა დღეში.





5. 18 -50 წლამდე _ დღეში ექვს ცალამდე.


6. 50 წლის ზემოთ _ არა უმეტეს ოთხი ცალისა დღეში.








7. მწყრის კვერცხის მიღება სამი წლიდან შეიძლება დაიწყოს. უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე და აოლებთ წყალს ან წვენს.






თუ თქვენ მწყრის კვერცხს იყენებთ მკურნალობის მიზნით, მაშინ უკვე 15 – 20 დღის შემდეგ იგრძნობთ შედეგს. მაქსიმალურად შედეგს კი თქვენი ორგანიზმი ყიველდღური გამოყენების სამი- ოთხი თვის შემდეგ იგრძნობს.







მაშ ასე, რამდენ ხანს უნდა ვხარშოთ მწყრის კვერცხი?




საკმარისია მხოლოდ 2 -4 წუთი. რათა არ დაეკარგოს გემო და სასარგებლო თვისებები. მოხარშული კვერცხი აუცილებლად უნდა ჩავაწყოთ ცივ წყალში.





მწყრის კვერცხის გამოყენების რეცეპტები:










* იმუნიტეტის გასაძლიერებლად: დალიეთ უმად სამი კვერცხი დღეში ორჯერ 40 დღის განმავლობაში.




* ალერგიის და ასთმის დროს: საუზმემდე სამი საათით ადრე ერთი კვერცხი შეურიეთ მცირე რაოდენობის თაფლში და დალიეთ. საღამოს ვახშმამდე სამი საათით ადრე დალით თაფლში შერეული ორი უმი კვერცხი. კურსი - 40 დღე, შუალედი - 14 დღე. შემდეგ ისევ იმეორებთ კურსს.







* კუჭ- ნაწლავების მუშაობის პროცესის გაუმჯობესების, დილაობით გულის რევის შეგრძნების გაქრობისთვის:

აურიეთ 4 ნედლი კვერცხი 1 ჩ. კ. შაქარში და 30 გრ. კონიაკში და დალიეთ ერთი ასეთი პორცია უზმოზე საუზმემდე და მეორე პორცია- სადილის წინ . რაციონში დაუმატეთ ქატოს და ჭვავის პური.







* გაციების და მაღალი ტემპერატურის დროს

მზადდება „კოქტეილი“: 5 ნედლი კვერცხი ერევა 1 ს. კ. შაქარს და 100 მლ. არაყს. ისმევა მთლიანად ღამე ძილის წინ. ტემპერატურის ნორმალიზებისთვის საკმარისია ერთი ასეთი კოქტეილი.









* ახსრების ტკივილი და ანთება:

ჭიქაში ჩაასხით 4-5 ცალი კვერცხი, გაავსეთ ძმრის ესენციით და გააჩერეთ. როდესაც კვერცხები მშლიანად გაიხსნება ( ეს მოხდება ორი დღეღამი შემდეგ), აურიეთ ნაყენი 100 გრ. უმარილო ნაღების კარაქში, რათა მიიღოთ მაზის კონსისტენცია. ეს მაზი გამოიყენეთ მტკივან ადგილებზე, პრობლემურ ზონებში ოსტრეოქონდროზის, რევმატიზმის და ართრიტის დროს.






* დამწვრობა:


კვერცხი ხარშეთ 15 წუთი, გამოყავით ცილა და გული. გული აზილეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე და შეწვით ტაფაზე ნელ ცეცხლზე 45 წუთის განმავლობაში. ტაფა უნდა იყოს სრულიად სუფთა. როდესაც ნარევი გადაიქცევა ცხიმად, ის მზადაა. გაწურეთ და გამოიყენეთ დამწვარი ადგილების დასამუშავებლად.











* გამომშრალი თნის ნიღაბი:


ერთი ჭიქა ზეითუნის ზეთი, მწყრის 5 კვერცხი და ჭიქის ერთ მესამედი თაფლი ათქვიფეთ მიქსერით. მიღებული მასა სავარცხლის დახმარებით დაიდეთ თავის კანზე და თმებზე. გაიჩერეთ 3 სთ. შეიხვიეთ თავი ცელოფნით. გულდასმით ჩამოიბანთ რა ნიღაბს, მიიღებთ რბილ და მბრწყინავ თმას.






აი ასეთი საოცარი პროდუქტია მწყრის კვერცხი! სასარგებლო, გემრიელი, იოლად ათვისებადი და ხელმისაწვდომი.


თუ დაფიქრდებით, რამდენი სარგებლობა მოაქვს მას ჩვენი ჯანმრთელობისთვის. პრაქტიკულად არ გააჩნია რა უკუჩვენება, მათი ფასი სუპერმარკეტებში ძვირად აღარ მოგეჩვენებათ. წამლებზე ხომ ჩვენ გაცილებით მეტ თანხას ვხარჯავთ.





მაშ, რატომ არ უნდა გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი მწყრის კვერცხების რეგულარულად გამოყენების გზით?





გაუფრთხილდით თავს და იყავით ჯანმრთელები!










P.S. გირჩევთ ასევე უყუროთ ვიდეოს - როგორი გემრიელი საჭმელები მზადდება მწყრის კვერცხებით !





იხილეთ ასევე:

1. ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას ახდენს?!

image

2. იყავით ფრთხილად, როცა ბანანს ყიდულობთ! ეს ყველამ უნდა იცოდეთ!

image

3. აქტივირებული ნახშირი – არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავისთვის!

image


1
3073
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
3073
  
2018, 20 აპრილი, 19:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1