x
მეტი
  • 12.12.2024
  • სტატია:138740
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512450
როგორ უნდა მოიქცეს საქართველო კარზე მომდგარი მესამე მსოფლიო ომის დაწყების მიჯნაზე!

როგორ უნდა მოიქცეს საქართველო კარზე მომდგარი მესამე მსოფლიო ომის დაწყების მიჯნაზე!


image
ზეციდან იესო ქრისტეს მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე დედამიწაზე გამეფდება ბილწი ანტიქრისტე! მსოფლიო სატანისტ-მასონებმა საუკუნეების მანძილზე შეიმუშავეს დედამიწაზე ცრუმესიის ანუ კაცობრიობის ცრუმხსნელის ანუ ანტიქრისტეს გამეფების გეგმა. ამ გეგმის თანმიმდევრობა ასეთია:


I. მსოფლიოს ერთ ნახევარში ლიბერალ-სოდომ-გომორიზმის საყოველთაო დაკანონება და მეორეს მხრივ მსოფლიოს მეორე ნახევარში ლიბერალ-სოდომ-გომორიზმის მოწინააღმდეგე ქვეყნების საგრძნობი უპირატესი სამხედრო შეიარაღების განვითარება, რათა სძლიოს ამ უკანასკნელმა პირველს და რათა არ მოხდეს ორივე მხარის ურთიერთ განადგურება, ბირთვულ ომში.


II. გლობალური მსოფლიო ომი ამ ორ დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რომელიც ლიბერალ-სოდომ-გომორული მხარის სრული დამარცხებით დასრულდება.


III. ამ უკანასკნელ მსოფლიო ომში გამარჯვებული მხარიდან გლობალური ცრუ „მხსნელის“, ანუ ანტიქრისტეს გამეფება მთელს დედამიწაზე, რათა აიძულონ მთელი კაცობრიობა აღიარონ იგი ღმერთად და მიიღონ მისი ბეჭედი 666!




ახლა კი შევადაროთ ბიბლიას:



I. ბიბლიაში ნახსენებია დედამიწის ლიბერალ-სოდომ-გომორული მხარე - „დიდი მეძავი“, რომელსაც შეესაბამება აშშ და მისი სამხედრო მოკავშირეები. (იოანეს გამოცხადება. თავი 17 და თავი 18)


II. ბიბლიაში ასევე ნახსენებია ანტიქრისტეს ქვეყანაც - „წითელი მხეცი“ „გოგ მაგოგელის“ ქვეყანა, „ჩრდილოეთის კიდეებიდან“, რომელსაც აქვს 7 თავი და 10 რქა. ეს არის რუსეთი (სსრკ-ს 7 ლიდერი: ლენინი, სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი, ანდროპოვი, ჩერნენკო, გორბაჩოვი) და 10 მისი სამხედრო მოკავშირე ქვეყანა (ჩინეთი, ჩრდ.კორეა, ინდოეთი, პაკისტანი, ირანი, სირია, კუბა, ვენესუელა, ბოლივია, ნიკარაგუა). (იოანეს გამოცხადება. თავი 13 და თავი 17; ეზეკიელ წინასწარმეტყველი თავი 38 და თავი 39). გარდა ამისა არსებობს რუსი წმინდანების წინასწარმეტყველებები იმის შესახებ, რომ ანტიქრისტე ჯერ მოვა რუსეთის ხელისუფლების სათავეში და შემდეგ მთელს მსოფლიოს დაიმორჩილებს (სიმართლისათვის დევნილი და წამებული მართლმადიდებელი ქრისტიანების გარდა, ვინც არ მიიღებს ანტიქრისტეს სამგზის შეჩვენებულ ბეჭედს 666-ს)! ამ ვიდეოში რუსი წმინდანების ციტატებია:


III. ბიბლიაში ასევე ნახსენებია, რომ „წითელი მხეცი“ დაწვავს „დიდ მეძავს“. იგულისხმება მესამე მსოფლიო ბირთვული ომი, სადაც რუსეთი და მისი სამხედრო მოკავშირეები დაამარცხებენ აშშ-ს და მის მოკავშირეებს (იოანეს გამოცხადება. თავი17, მუხლები 15-16). ამის შემდეგ იგი გაბატონდება მთელს დედამიწაზე და აიძულებს მთელს კაცობრიობას აღიარონ ღმერთად და მიიღონ მისი ბეჭედი 666 (იოანეს გამოცხადება. თავი13)!


დასკვნა-გაფრთხილება!!!
ბოლო დროს მსოფლიოში რუსეთისა და აშშ-ს დიპლომატთა ურთიერთ-გაძევებამ ცხადჰყო, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყების მიჯნაზე ვიმყოფებით! ამ დროს მართლმადიდებელმა საქართველომ უნდა დაიკავოს სამხედრო ნეიტრალური პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ან რუსეთისგან დაიტეხს თბილისზე ატომურ ბომბებს ან აშშ-სგან!!! ამიტომ ქართველნო, ყურადღებით და დაკვირვებით ვიყოთ, რათა ხელისუფლების სათავეში არ მოვუშვათ არც პრო-რუსული (ზ.ხ. „წითელი მხეცის“-ანტიქრისტეს) და არც პრო-აშშ („დიდი მეძავის“-ლიბერალ-სოდომ-გომორული) სექტები, ანუ ე.წ. „პარტიები“; „არასამთავრობოები“ თუ „მოძრაობები“! ისენი ისე ინიღბებიან მგრძნობიარე-პატრიოტული თემებით, რომ მათი გაშიფრვა არაა მარტივი, მაგრამ აქვთ საერთო სიმფტომები:


1. მათი ლიდერები არ ცხოვრობენ ეკლესიურად, არ ეზიარებიან, ანუ არ ჰყავთ საეკლესიო მოძღვრები და გინებით (განსაკუთრებით დედის) „იცავენ“ ენას, მამულს და სარწმუნოებას! მართლმადიდებლობაში კი დედის გინება უტოლდება ღვთისმშობლის გინებას!!


2. ზოგს ჰყავს ცრუ „მღვდლები“ მოძღვრად, რომლებიც განმდგრები არიან ეკლესიისგან და ჩვენი პატრიარქისგან. ესაა სექტანტობა! ანაფორა 60 ლარი ღირს და ყველას შეუძლია იყიდოს, არც წვერის მოშვება ეკრძალება ხალხს.. არსებობს ცნობათა ბიურო, ყველას შეუძლია გაიგოს ტელეფონის ნომერი, დარეკოს საპატრიარქოში და გადაამოწმოს ნამდვილად არსებობს თუ არა ესა თუ ის „მღვდელი“.


3. ზოგს ჰყავს საეკლესიო მოძღვარი, ოღონდ პრო-რუსული ან პრო-ლიბერალ-დასავლური ორიენტაციის, რომელთაც არა სწამთ, რომ აპოსტასურ პერიოდში საქართველო მხოლოდ ღვთის წყალობით გაიმარჯვებს! სამხედრო ნეიტრალიტეტის უარყოფის გამო ორივე მხარე გმობს ამას, ანუ ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რაც ზომოთაა მოყვანილი! ზოგის მოძღვარი ეკლესიაში ბერძნული სტილის გალობით ატარებს წირვა-ლოცვებს, სინოდის მკაცრი დადგენილების საწინააღმდეგოდ! ესეც შეფარული სექტანტობაა, ანუ სქიზმატიკოსობა, რომელთაც პატრიარქი ძალიან მალე განჰკვეთს ეკლესიიდან ასეთებს, თუ არ მოინანიებენ!


4. ზემოთ ხსენებულ 3-ივე კატეგორიის სექტები თუ სქიზმები (ე.წ. „პარტიები“; „არასამთავრობოები“ თუ „მოძრაობები“), თავიანთი თავის გარდა, ყველა დანარჩენს სექტანტებს ეძახიან!!!


5. ხელისუფლების სათავეში მოსვლის დიდი ამბიცია კი გააჩნიათ, მაგრამ კარზე მომდგარ გარდაუვალ მესამე მსოფლიო ომში კი არ იციან თუ როგორ უნდა დაიცვან ორი მოქიშპე სატანური სუპერსახელმწიფოების ატომური დაბომბვებისგან თბილისი, რადგან მათ არა ჰყავთ წმ.მოსე წინასწარმეტყველის ნაირი ლიდერი, რომელმაც თავის დროზე უიარაღოდ გამოიყვანა ებრაელი ერი, კბილებამდე შეიარაღებული ფარაონის ტყვეობიდან!!


საპირისპიროდ ზემოთ ხსენებული სექტანტურ-სქიზმატური წარმონაქმნებისა ჩვენი ა(ა)იპ „მოძრაობა ძლევაი საკვირველის“ (ს/კ 406232900) ყველა წევრი ვცხოვრობთ ეკლესიურად, ვეზიარებით და ასევე ყველას მოვუწოდებთ ასეთი ცხოვრებისაკენ; გვყავს საეკლესიო მოძღვრები, რომლებიც სრულად იზიარებენ საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტს. სათავეში კი უდგას ისეთი ადამიანი, რომელიც არის პატრიარქ ილია მეორის უერთგულესი მეუფე, #დაფარულიმეუფე ! სიყვარულით ასე შევარქვით ჩემს მოძღვარს, რადგან მან ამ ეტაპზე არ ისურვა ვინაობის გამხელა. ზემოთ ჩამოთვლილი ბიბლიური 7-10„წითელი ურჩხულისა“ და „დიდი მეძავის“ ყურმოჭრილი მონა სექტებისა თუ სქიზმების (ე.წ. „პარტიების“; „არასამთავრობოების“ თუ „მოძრაობების“) გარემოცვაში, მეუფეს ეკლესიურად სრული უფლება აქვს თავისი ვინაობა დროებით არ გაამხილოს და ეს არანაირად არაა რომელიმე საეკლესიო დოგმატის დარღვევა, რის მოკერებასაც უშედეგოდ ოცნებობდნენ ზემოთ ჩამოთვლილი სექტანტური წარმონაქმნები...


დიახ მეგობრებო, უფალი საქართველოში შექმნილი ამ კატასტროფული ვითარებიდან დასახსნელად, ქართველ ერს უგზავნის ბიბლიური წმ. მოსეს ძალების მქონე პიროვნებას, რომელიც არის წმ. სინოდის წევრი და პატრიარქის უერთგულესი ადამიანი! უფალმა დაფარული მეუფე აღჭურვა ბუნების სტიქიების მართვის ნიჭით, რომელიც მიმართულია საქართველოზე აქ ხსენებული ზესახელმწიფოების ტირანიის შესაჩერებლად და რომელიც მეცნიერულადაა დადასტურებული 20 - ზე მეტ შემთხვევაში! გადადით ამ ბმულზე: https://www.facebook.com/dzlevai.sakvirveli/posts/1405357809592136 ! უწმინდესმა მხოლოდ მას დაავალა ფარულად ეროვნული მოძრაობის გააქტიურება და ხელისუფლების სათავეში მოსვლა, რათა კიდევ ერთხელ ვიხილოთ ქართველი ერის "ძლევაი საკვირველი"!!!


„მოძრაობა ძლევაი საკვირველის“ მეთაური,
დავით ამაშუკელი.
3 აპრილი, 2018 წელი.


0
1127
2-ს მოსწონს
ავტორი:კოლხი აიეტი
კოლხი აიეტი
1127