x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ტესტ-ვიქტორინა: «ლოგიკური გამოცანები»
image


ტესტი რთული არ არის. უბრალოდ, კითხვებზე პასუხის გაცემისას, არაორდინალური მიდგომა არის საჭირო და თუ რომელიმე კითხვას ვერ უპასუხებთ, შეგიძლიათ დასაბუთებულ პასუხს ტესტის ქვემოთ გაეცნოთ.

image

image

image1. რა მასალის უნდა იყოს სარეცხის თოკი, რომ დროთა განმავლობაში, არ მოდუნდეს და სწორხაზოვანი დარჩეს?imageპასუხი: რა მასალისაც არ უნდა იყოს, ის სწორხაზოვნებას ვერ შეინარჩუნებს, რადგან დედამიწის მიზიდულობის ძალა ამის საშუალებას არ მისცემს. თოკი სწორხაზოვანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის ვერტიკალურად არის დაჭიმული ან დაკიდებლი.

image2. რატომ დაარქვეს თოვლით დაფარულ კუნძულს გრენლანდია ანუ «მწვანე ქვეყანა»?imageპასუხი: გრენლანდია, დაახლოებით, 982 წელს აღმოაჩინა სკანდინავიელმა ერიკ წითურმა. მას უნდოდა, რომ ახალაღმოჩენილ კუნძულზე ხალხი დასახლებულიყო. სწორედ მათი მიზიდვის მიზნით, დაარქვა მუდმივი თოვლის ქვეყანას «მწვანე».

image3. ოთახის ოთხივე კუთხეში ზის თითო კატა, ყოველი კატის წინ 3 კატა ზის და ყველა კატის კუდზე ზის ერთი კატა. რამდენი კატა არის ოთახში?imageპასუხი: ოთახში 4 კატაა. თითოეული კატის წინ 3 კატა ზის და კატები საკუთარ კუდებზე სხედან.

image4. ხუთი მიწის მთხრელი, 5 სთ-ში თხრის 5 მ. სანგარს. რამდენი მიწის მთხრელი იქნება საჭირო, რომ გათხარონ 100 მ. სანგარი, 100 სთ-ში.imageპასუხი: ისევ ის 5 მიწის მთხრელი. არც მეტი და არც ნაკლები. რადგან 5 მიწის მთხრელი, 1 სთ-ში თხრის 1 მ. სანგარს, ისინი 100 სთ-ში გათხრიან - 100 მ-ს.

image5. სამი ქათამი 3 დღეში 3 კვერცხს დებს. რამდენ კვერცხს დადებს 12 ასეთივე ქათამი, 12 დღეში?imageპასუხი: ერთი ქათამი, 3 დღის მანძილზე, დებს 1 კვერცხს. 12 დღეში, ერთი ქათამი დადებს 4 კვერცხს, შესაბამისად, 12 ქათამი, 12 დღეში, – 48 კვერცხს დადებს.

image6. 30 გაყავით 1/2 -ზე და მიუმატეთ 10. რამდენი იქნება?imageპასუხი: 30 : 1/2 + 10 წესის თანახმად, რიცხვის წილადზე გაყოფისას, რიცხვი ამობრუნებულ წილადზე მრავლდება 30*2+10 = 70

image7. სამი ბაყაყი ზის ტბორთან. ერთმა გადახტომა გადაწყვიტა, რამდენი დარჩება ნაპირზე?imageპასუხი: ისევ 3. გადაწყვეტილების მიღება, გადახტომას არ ნიშნავს.

image8. რამდენი კვერცხის ჭამა შეიძლება უზმეზე?imageპასუხი: მხოლოდ ერთი. ყველა დანარჩენი უზმეზე არ იქნება.

image

9. მაგიდასთან ზის იაპონელი, კოვბოი და ჯენტლიმენი. რამდენი ფეხი იქნება მაგიდის ქვეშ (მაგიდის ფეხების გარდა)?imageპასუხი: იაპონელი როდესაც ზის, ფეხები აქვს აკეცილი, კოვბოი ფეხებს მაგიდაზე ალაგებს და მხოლოდ ჯენტლიმენი ზის მაგიდასთან ისე, როგორც წესია (ევროპელების გაგებით). ე. ი. მაგიდის ქვეშ 2 ფეხი იქნება.

image10. ოთახში იყო 5 კურდღელი, 3 ბაჭია, 5 ლეკვი, 2 კატა. შევიდა პატრონი და 4 ბავშვი. რამდენი ფეხია ოთახში?imageპასუხი: 10, რადგან ცხოველებს თათები აქვთ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageტესტ-ვიქტორინა: «რა? სად? როდის?»
ტესტ-ვიქტორინა: «ზღაპრების სამყაროში»

ტესტ-ვიქტორინა: «ოქროს ციებ–ცხელება»


სახალისო ტესტი, ცოდნის შესამოწმებლად


1
4307
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4307
  
2018, 3 აპრილი, 1:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1