x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ინდიელი ხალხის სიბრძნე

ამ ხალხს, ინდიელებს მხოლოდ იმიტომ ეძახიან, რომ ქრისტეფორე კოლიმბმა ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, ის ინდოეთად გამოაცხადა. ეს იყო ხალხი, რომელიც სრულ ჰარმონიაში ცხოვრობდა ბუნებასთან და ამიტომ, «ცივილიზირებულმა» ევროპელებმა ისინი ველურებად ჩათვალეს.


image


თუმცა, ამ ხალხის სიბრძნე ძალიან ღრმა არის და სწორედ ასახავს ადამიანის და ბუნების ურთიერთობას.

კარგი ადამიანი მხოლოდ კარგს ხედავს.

imageიმისთვის, რომ საკუთარ თავს მოუსმინო, სიჩუმე არის საჭირო.

imageთუ შეამჩნიე, რომ მკვდარი ცხენით ჯირითობ – ჩამოდი!


imageის ვინც დუმს, უფრო მეტი იცის, იმასთან შედარებით, ვინც ენას არ აჩერებს.

image

ადამიანს მხოლოდ ერთი ვალდებულება აქვს – სიკვდილი, დანარჩენში, ის სრულიად თავისუფალია.

imageჯერ საკუთარი მოკასინების კვაკს შეხედე, ვიდრე სხვა ადანიანების ნაკლოვანების შესახებ ისაუბრებ.

imageყოველ ადამიანში, ბოროტი და კეთილი მგელი იბრძვის. ყოველთვის ის იმარჯვებს, რომელსაც ადამიანი კვებავს.

imageთუ რამე გაქვს სათქმელი, ფეხზე ადექი, რომ დაგინახონ.

imageმტერი ყოველთვის მტერი არ არის, ხოლო მეგობარი – მეგობარი.

imageნუ განსჯი ადამიანს, ვიდრე მისი მოკოსინებით 2 მთვარეს (რედ. იგულისხმება მთვარის 2 ციკლი – 58 დღე) არ ივლი.

imageმსოფლიოში ყველაფერს – თავისი სიმღერა აქვს.

imageბავშვი – სტუმარი არის შენს სახლში: აჭამე, ასწავლე და გაუშვი.

imageმკვდარ თევზსაც შეუძლია დინების მიმართულებით ცურვა.

imageკარგად ნათქვამი სიტყვა, ნაჯახით დატოვილ ნიშანზე უკეთესია.

imageბავშვებს მაშინ ესაუბრე, როდესაც საჭმელს ჭამენ, და შენს მიერ ნათქვამი, ყოველთვის ეხსომებათ.

imageადამიანმა თავად უნდა გაკეთოს საკუთარი ისრები.

imageადამიანები აუხდენელი სურვილების გამო ხდებიან ავად.

imageყველაფერს დედამიწაზე თავისი მიზანი აქვს, ყველა დაავადებას – წამალი, რომელიც მას კურნავს, ხოლო ყველა ადამიანს – დანიშნულება (მისია).

imageბაყაყი არ სვავს ტბორიდან, რომელშიც ცხოვრობს.

imageმითხარი – და დავივიწყებ, მაჩვენე – და ვერ დავიხსომებ, გამხადე მოზიარე – და გაგებას შევძლებ.

imageგიყვარდეს დედამიწა. ის მშობლებისგან მიღებული მემკვიდრეობა არ არის, ის შენი შვილებისგან აღებული სესხია.

imageცოდნა ყოველ ნივთშია დაფარული, ოდესღაც მთელი სამყარო ბიბლიოთეკა იყო.

imageროდესაც უკანასკნელი ხე მოიჭრება, როდესაც უკანასკნელი მდინარე მოიწამლება, როდესაც უკანასკნელ ფრინველს დაიჭერენ, – მხოლოდ მაშინ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმევა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageმოხუცი ინდიელი ბანკში
5 მოკლე ისტორია ცხოვრებასა და გრძნობებზე

შემთხვევით არაფერი ხდება - იგავი პატიების შესახებ

0
484
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0