სხვა ხრიკები, რომელთა ცოდნა სიკვდილისგან გიხსნით– ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2018, 12 თებერვალი, 9:19 ვიმედოვნებ, რომ არასოდეს გადაგეყრებათ გზაზე ცოფიანი ძაღლი, არასოდეს აღმოჩნდებით ღია ზღვაში ცუდ სიტუაციაში ან არ დაიკარგებით უდაბნოში. თუმცა, იმისათვის რომ წარმოდგენა გქონდეთ მსგავს სიტუაციაში როგორ დაუძვრეთ სიკვდილს, რომლის დროს გადარჩენის შანსი მხოლოდ 10%–ია, გთავაზობთ ხრიკებს, თუ როგორ იმოქმედოთ სწორად.
1. თუ უდაბნოში დაიკარგეთ... გადაადგილება სცადეთ მხოლოდ ღამით, რადგან ამ დროს ტემპერატურა 50–დან 15 გრადუსამდე ეცემა და ეს დაგიცავთ დეჰიდრატაციისა და მზის დარტყმისგან. ასეთი ტაქტიკა ხელს შეგიწყობთ დღეში სამი ლიტრი წყლის დაზოგვაში. შენიშვნა: ბევრს დღემდე სჯერა, რომ კაკტუსის შიგნით არის წყალი და ეს გამოგადგებათ წყურვილის მოსაკლავად, თუმცა არა. მასში ტუტე ტოქსიკური სითხეა, რომელიც მოგწამლავთ. 2. თუ გადაეყარეთ ცოფიან ძაღლს ან მგელს... თუ მგელი გადაგეყარათ, ეცადეთ ნელ–ნელა დაიხიოთ უკან და იქონიოთ თვალებით კონტაქტი. არ შებრუნდეთ ზურგით და არ გაიქცეთ, რადგან ის უმალ გამოგეკიდებათ. ადვილად შინდებიან გარეული ცხოველები ხმამაღალი ყვირილითა და აგრესიით, ეცადეთ იყვიროთ და გამოყოთ არასასიამოვნო ხმები და მის ფონზე დაიხიოთ ნელ–ნელა უკუსვლით. ახლოს თუ იქნება ხე, ეცადეთ უკუსვლით ხესთან მიხვიდეთ და აძვრეთ მასზე. 3. თუ შხამიანმა გველმა გიკბინათ... როგორ გამოიყურება შხამიანი გველის ნაკბენი– ნაკბენი იწვევს ძლიერ ტკივილს, სისხლი ხდება ბორდოს ან ცის ფერი, მწვავედ შუპდება და იწყება სიცხე, თავბრუსხვევა, გულისრევა და თვალებში მხედველობის დაბინდვა. შენიშვნა: არ ეცადოთ პირით შხამის ამოწოვა, რადგან მისი ნაწილი შეიძლება ჩაგეყლაპოთ და მოიწამლოთ, შედეგი კი შესაძლოა ფატალური იყოს. თუ სხვა გამოსავალი არაა, რადგან საავადმყოფოსგან ძალიან შორს ხართ, მაშინ ამოწოვეთ სისხლი ჭრილობიდან, კარგად გადანერწყვეთ და პირის ღრუ წყლით, სპირტით ან სხვა სითხით გამოირეცხეთ და ისიც გადანერწყვეთ. ნუ ეცდებით სისხლდენის შეჩერებას, რადგან ქსოვილები დანეკროზდება, აცადეთ იდინოს. 4. როგორ გავარჩიოთ ცხოველის ცოფიანი და ჩეულებრივი ნაკბენი? თუ რომელიმე ცხოველმა გიკბინათ, თუნდაც არ იყოს ცოფიანი, აუცილებლად დაიბანეთ ჭრილობა თბილი წყლით და საპნით, რათა ინფექცია არ შეიჭრას. ცოფიანი ცხოველის ნაკბენიდან სისხლი უფრო მეტხანს იდინებს, ვიდრე ჩეულებრივის შემთხვევაში. ჭრილობა დაწითლდება და შესივდება, გამოიწვევს ქავილს და აიწევს ტემპერატურა. ცოფი 4–7 დღის განმავლობაში გრძელდება და მივყვარათ სიკვდილამდე. ამიტომ საჭიროა მივიდეთ საავადმყოფოში და გავიკეთოთ საწინააღმდეგო ვაქცინა.
იხილეთ აგრეთვე: ● როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ავტომობილით წყალში გადავვარდით ● როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ლიფტი ჩაწყდა ● როგორ შევარჩიოთ ტრანსპორტში უსაფრთხო ადგილი? ეს ყველამ უნდა იცოდეთ! 2199 16-ს მოსწონს 1-ს არა
|