x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
უნივერსალური დიეტა– ვიკლებთ დღეში ერთ კილოგრამს
ჭარბი წონა– ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური ჩვენდა საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით ეს ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი იტანჯება გარკვეული საკვებისა თუ სასუსნავის აკრძალვებით, ხოლო ვისაც გააჩნია სახსრები, ის თავს იტვირთავს სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა ფიგურას ყურადღება, ე.წ ტრენაჟორები ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა.


უმეტეს შემთხვევაში, ჭარბ წონას ადგილი არასწორი კვებისა და უმოძრაობის- ფიზიკური დაუტვირთაობის გამო ექმნება. ყურებს ნუ ჩამოყრით და ნუ იფიქრებთ, რომ შორს ხართ პრიალა იდეალებისგან, ვინაიდან დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ უნივერსალური დიეტა, რომლის მეშვობითაც დღეში ერთ კილოგრამს, საუკეთესო შემთხვევაში კი კვირაში 9 კგ–საც კი დაიკლებთ.


image


შენიშვნადიეტას აქვს საკუთარი არსი, რომელიც მოიცავს გარკვეული მენიუს მკაცრ დაცვას რაიმე გადახრის გარეშე. დიეტის პროცესში სრულიად უნდა გამორიცხოთ შაქრისა და მარილის მოხმარება, რადგან მარილი აფერხებს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას, შაქარი კი ნახშირწყლების მარტივი ფორმაა, რომელიც მთლიანად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და იწვევს ცხიმების დაგროვებას. მიიღეთ ორი ლიტრი წყალი.



სასურველი ეფექტისთვის უნდა შეასრულოთ ყველა მითითება. დიეტის შემდეგ საკვებზე სწრაფად გადასვლა მკაცრად აკრძალულია, მათი მიღება უნდა მოხდეს ძალიან მცირე რაოდენობით და ეტაპობრივად.


დიეტას ნუ დაიცავთ ქალბატონები ლაქტაციის (ძუძუთი კვება) პერიოდში და ასევე კუჭ–ნაწლავის პრობლემების შემთხვევაში.


image



დიეტის რაციონი:


1. დილის 7 საათზე უნდა დალიოთ ფინჯანი მწვანე ჩაი, რომელიც იმუშავებს როგორც ანტიოქსიდანტი და გამოდევნის ორგანიზმიდან არასაჭირო ნივთიერებებს.


2. 9 საათზე უნდა ჭამოთ ერთი ცალი მოხარშული კვერცხი. კვერცხში შემავალი ბიოტონი და ლუტეინი იწყებენ აქტიურობას და ცხიმის უჯრედები პატარავდება.


3. 11 საათზე მიირთვით ერთი სუფრის კოვზი ქიშმიში (დასრესილი, დაქუცმაცებული სახით), რომლის საშულებით ორგანიზმი მიიღებს გლუკოზას, ვიტამინებსა და მინერალებს, რაც ძალების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.


4. დღის 1 საათზე მიიღეთ 100 გრ ქათმის, ხბოს (ან ნებისმიერი უცხიმო ხორცი) მოხარშული ხორცი. მათში საჭირო ცილებია.


5. შუა დღის 3 საათზე მიიღეთ ფინჯანი ტომატის წვენი, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას გააუმჯობესებს და დააჩქარებს მეტაბოლიზმს.


6. საღამოს 5 საათზე ერთი ცალი მოხარშული კვერცხი.


7. საღამოს 7 საათზე მიირთვით ერთი ცალი ვაშლი, რომელიც ორგანიზმს პექტინით ავსებს და ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის უჯრედების შევიწროვებას.


8. საღამოს 9 საათზე შეგიძლიათ დალიოთ ერთი ფინჯანი 1%–ნი რძე, კეფირი, იოგურტი (ნებისმიერი რძის ნაწარმი სურვილისამებრ).



P.S. დიეტის ზუსტი დაცვის შემთხვევაში დღეში სულ ცოტა 1 კგ-ს დაიკლებთ. წარმატებებს გისურვებთ!



იხილეთ აგრეთვე:


გაიგეთ სხეულის ფორმების მიხედვით თუ რა გასუქებთ და დაემშვიდობეთ მკაცრ დიეტასimage




"მაგიური დიეტა, კვირაში 7 კილოგრამის დაკლება"image




დიეტის გარეშე 3-ჯერ მეტ ცხიმს დაწვავთ, მხოლოდ 3 ჩაის კოვზი...image




როგორ დავიკლოთ თვეში 15 კილო?image




როგორ დავიკლოთ ორ დღეში 5 კილოგრამიimage




როგორ დავიკლოთ წონაში მარტივად და ხარისხიანადimage




ბრტყელი მუცლის გარანტია მხოლოდ ერთი ძაფის მეშვეობითimage




ბანანის მეშვეობით დაიკელით კვირაში 5 კილოგრამიimage




● იცოდით ყავა რომ წონაში კლებას ეხმარება?image




მიმზიდველი და იდეალური სხეულის გარანტიაimage




მონიკა ბელუჩის დიეტა დიეტის გარეშეimage




ყველაზე უცნაური დიეტები რაც კი გსმენიათimage





7 ყველაზე უცნაური და სახიფათო მეთოდი წონაში დასაკლებადimage




მარტივი აბაზანა წონაში დასაკლებათ. (ცდათ ნამდვილად ღირს!)image




როგორ მოვიშოროთ ზედმეტი გვერდები სახლის პირობებში?image





გამოდევნეთ ტოქსინები და დაიკელით წონაში მხოლოდ 48 საათშიimage




ეს კი თქვენ მოტივაციისთვის


ადამიანები, რომლებმაც რადიკალურად დაიკლეს. წონა მეტამორფოზამდე და შემდეგimage


0
4889
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4889
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0