x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალები 2000–დან 2017 წლამდე
შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან.


სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. ანტიკურ პერიოდში ცნება სილამაზე წარმოადგენდა ფილოსოფიის აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და ონტოლოგიური სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან. სოკრატეს დროს სილამაზე განიხილება არა მხოლოდ ონტოლოგიური გაგებით, არამედ როგორც გონის კატეგორია, აღქმა. სოკრატესთვის სილამაზე იყო სამყაროს მნიშვნელოვანი კატეგორია. პლატონის მიხედვით ადამიანი დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. აგრეთვე ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა (ფორმა) სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას. არისტოტელემ დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ.


image


როგორც ცნობილია, ყოველწლიურად ხდება გრადაცია და დაკომპლექტება სხვადასხვა პუბლიკაციებისა. წელს კი ჟურნალი People გვთავაზობს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალების რეიტინგს 2000-დან 2017 წლამდე. მოდით, ერთად გადავხედოთ სიას და ვნახოდ, არის თუ არა იქ ჩვენი რჩეული კუმირი.



1. ჯულია რობერტსი. Julia Roberts (2000, 2005, 2010). ოსკაროსანი მსახიობი და "მის ღიმილი" აღნიშნულ წლებშიც ყოფილა ყველაზე ლამაზი ქალბატონების სიაში.image



2. კეტრინ ზეტა–ჯონსი. Catherine Zeta-Jones (2001). ბრიტანელი, ოსკაროსანი მსახიობიც ღირსეულად იკავებს თავის რეიტინგს.image



3. ნიკოლ კიდმანი. Nicole Kidman (2002) ავსტრალიელი მსახიობი და პროდიუსერი მსოფლიოში ცნობილია თავისი ღრმა ლურჯი თვალებით, ფაიფურის კანითა და ქერა კულულებით.image



4. ჯენიფერ ენისტონი. Jennifer Aniston (2004, 2016). ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი ყოველთვის საოცრად გამოიყურება.image



5. ანჯელინა ჯოლი. Angelina Jolie (2006). ამერიკელი მსახიობი ცნობილია არა მარტო მისი სილამაზითა და მიღწევებით, არამედ საქველმოქმედო სამუშაოებით.image



6. ჯენიფერ ლოპეზი. Jennifer Lopez (2011) მომღერალი ცნობილია არა მარტო ლამაზი ხმით, არამდე ლამაზი ქალური ფორმებითაც.image



7. ბიონსე. Beyonce (2012).image



8. გვინეტ პელტროუ. Gwyneth Paltrow (2013). ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ოსკარის, ოქროს გლობუსისა და "ემი"-ს გამარჯვებული, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, რაც მის შესანიშნავ გარეგნობაზე ნამდვილად აისახება.image



9. ჰოლი ბერი. Halle Berry (2003). შავგვრემანი ლამაზმანი მსახიობი ოსკარის გამარჯვებული, ოქროს გლობუსისა და "ემი"-ს ჯილდოს მფლობელია.image



10. 2017 წლის გრადაციის შედეგად გამარჯვებული კვლავ ჯულია რობერტსი გახდა.image




იხილეთ აგრეთვე:


ყველაზე ლამაზი ქართველი ქალებიimage




ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლებიimage




სილამაზის ეტალონი მსახიობი ქალებიimage




გამოვლინდა მსოფლიოს 20 ყველაზე სექსუალური და ლამაზი ქალი Google-ს ვერსიითimage




მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალებად რუსები დასახელდნენimage

0
301
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0