x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ვინ დავკარგეთ გასულ წელს ?-2017 წელს გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები მთელი მსოფლიოდან

1)მერი ტეილორ მური-ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი და მომღერალი, ემის და ოქროს გლობუსის არაერთგზის მფლობელი, გარდაიცვალა 25 იანვარს 81 წლის.

image


2)ჯეფ ნიკოლსი-ანსამბლ "ბლექ საბადის" კლავიშებზე შემსრულებელი და სიმღერების ავტორი, გარდაიცვალა 28 იანვარს 69 წლის ასაკში.

image





3)რაიმონდ კოპა -პოლონური წარმოშობის ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, "ოქროს ბურთის" მფლობელი(1958წ.)ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის მიხედვით XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელებში #43 ადგილი უკავია.გარდაიცვალა 3 მარტს 85 წლის ასაკში.

image

4)ჩაკ ბერი-ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი როკ-ნ-როლის ლეგენდა, გარდაიცვალა 18 მარტს 90 წლის ასაკში.

image

5)დევიდ როკფელერი-ამერიკელი მილიარდელი, საზოგადო მოღვაწე, ბანკირი და გლობალისტი, ნავთობის მაგნატების, როკფელრების დინასტიის წარმომადგენელი, გარდაიცვალა 20 მარტს 101 წლის ასაკში.

image

6)ევგენი ევტუშენკო-საბჭოთა და რუსი პოეტი, პროზაიკოსი, სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობი.გარდაიცვალა 1 აპრილს 84 წლის ასაკში.

image

7)რობერტ მაილსი-იტალიელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და დიჯეი, 90-იან წლებში სახელი გაითქვა ჰიტებით:"Children“ და „Fable“, გარდაიცვალა 9 მაისს 48 წლის ასაკში.

image

8)კრის კორნელი-ამერიკელი მუსიკოსი და კომპოზიტორი, ჯგუფ Soundgarden-ის გიტარისტი და Audioslave-ის წამყვანი ვოკალისტი.გარდაიცვალა 18 მაისს 52 წლის ასაკში.

image

9)როჯერ მური-ბრიტანელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, ცნობილი"ჯეიმს ბონდის" როლის შემსრულებით, გარდაიცვალა 23 მაისს 89 წლია ასაკში.

image

10)ჰელმუტ კოლი-გერმანიის ყოფილი კანცლერი, მის სახელს უკავშირდება გერმანიის ორი ნაწილის, გერმანიის ფედერაციული და კომუნისტური, დემოკრატიული რესპუბლიკების გაერთიანება და ბერლინის კედლის დაცემა, ასევე საერთო ევროპული ვალუტის, ევროს შემოღება, გარდაიცვალა 16 ივნისს 87 წლის ასაკში.

image

11)ოლეგ იაკოვლევი-რუსი მომღერალი, პოპულარული რუსული ჯგუფის "Иванушки International" -ის ყოფილი სოლისტი, გარდაიცვალა 29 ივნისს 47 წლის ასაკში.

image

12)პაულო ვილაჯო-ლეგენდარული იტალიელი მსახიობი, რომელსაც ქართველი მაყურებელი იცნობდა ყველასთვის საყვარელი კინოკომედია "სენიორ რობინზონით"(1976).გარდაიცვალა 3 ივლისს 84 წლის ასაკში.

image

13)ჩესტერ ბენინგტონი-ამერიკული როკ ჯგუფის Linkin Park-ის ვოკალისტი, გარდაიცვალა 20 ივლისს 41 წლის ასაკში.

image

14)ჟანა მორო-სახელგანთქმული ფრანგი მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი და რეჟისორი.გარდაიცვალა 31 ივლისს 89 წლის ასაკში.

image

15)ჰიუ ჰეფნერი-გამოცემა Playboy-ის დამაარსებელი, გარდაიცვალა 27 სექტემბერს 91 წლის ასაკში.

image

16)ჟან როშფორი-ფრანგი თეატრის და კინოს მსახიობი, "სეზარის" ორგზის მფლობელი, გარდაიცვალა 9 ოქტომბერს 87 წლის ასაკში.

image

17)ალან ჩუმაკი-ცნობილი ექსტრასენსი, მკურნალი, მწერალი და ფილოსოფოსი 80-იანი წლების ტელესახე, გარდაიცვალა 9 ოქტომბერს 83 წლის ასაკში.

image

18) მალკოლმ იანგი-ჯგუფ AC/DC-ის დამაარსებელი და გიტარისტი, გარდაიცვალა 18 ნოემბერს 64 წლის ასაკში.

image


19) შაში კაპური-ინდოელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, ნაციონალური კინოპრემიის Filmfare Awards-ის მფლობელი, გარდაიცვალა 4 დეკემბერს 79 წლის ასაკში.

image

20)ჯონი ჰოლიდეი-ლეგენდარული ფრანგი როკ-მუსიკოსი და მსახიობი, გარდაიცვალა 6 დეკემბერს 74 წლის ასაკში.

image

21)ვლადიმერ შაინსკი-საბჭოთა და რუსი საბავშვო კომპოზიტორი, რომლის სიმღერებზეც თაობები გაიზარდა.გარდაიცვალა 25 დეკემბერს 92 წლის ასაკში.

image

imageასევე იხილეთ:2017 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები

2017 წლის 11 ყველაზე გარჩევადი და პოპულარული თემა საქართველოში

2
341
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
341
  
2018, 8 იანვარი, 18:34
ნათელში ყოფილიყვნენ, ძალიან დამენანა ლინკინ პარკის სოლისტი ძალიან
2018, 1 იანვარი, 23:03
ევტუშენკო დიდი ხნის გარდაცვლილი მეგონა, ამ სტატიით გავიგე ახლა გარდაცვლილა
0 1 2