x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
2017 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები
image

იწურება 2017 წელი და მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ვინ დააკლდა წელს ქართულ საზოგადოებას.

image


1)ლალი ხაბაზიშვილი-მსახიობი, ქართველმა მაყურებელმა პირველად კინოფილმიდან “სერენადა ” და ტელეოპერიდან “აბესალომ და ეთერი” გაიცნო.

ამის გარდა თამაშობდა ფილმებში 'დიდედები და შვილიშვილები", "ალოობა".გარდაიცვალა 13 იანვარს, მსახიობი 65 წლის იყო


image

2)ვახტანგ რჩეულიშვილი-ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი, საქართველოს სოციალისტური პარტიის ლიდერი,

საქართველოს მე-3, მე-4, მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, გარდიაცვალა 13 აპრილს 64 წლის ასაკში.

image

3)ჟანეტა არჩვაძე-ჟურნალისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ტელევიზიაში მისი დაარსების დღიდან მუშაობდა. წლების განმავლობაში "მოამბე", მხატვრული, შემეცნებითი და საბავშვო გადაცემები მიჰყავდა, 2014 წლის 30 დეკემბერს

მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან ჟანეტა არჩვაძის ვარსკვლავი გაიხსნა.გარდაიცვალა 14 აპრილს 86 წლის ასაკში


image

4)გივი ბერიკაშვილი-ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი.ნათამაშები აქვს 40-მდე ფილმში.საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).გარდაიცვალა 15 მაისს, 83 წლის ასაკში

image

5)რომან გვენცაძე-შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მილიციის გენერალ-მაიორი, იყო თბილისის შს სამმართველოს უფროსი, შს მინისტრის მოადგილე (1990-1992), შსს მინისტრი (1992), საქართველოს შსს უმაღლესი სკოლის უფროსი (1993-1994), საქართველოს პარლამენტის წევრი, დაჯილდოებულია 2 ორდენით და 5 მედლით.გარდაიცვალა 14 აგვისტოს, გვენცაძე 72 წლის იყო.



image

6)რამაზ ხარშილაძე-ძიუდოსტი, სსრკ-ს სპორტის დამსახურებული ოსტატი, მონრეალის(1976) ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიოირი,

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1975). ევროპის ჩემპიონი (1975) და ვერცხლის პრიზიორი (1976) გუნდურ შეჯიბრში, ბრინჯაოს პრიზიორი (1980) პირად წონაში. საბჭოთა კავშირის 4-გზის ჩემპიონი ძიუდოში (1974, 1976, 1979, 1980) და 2-გზის ჩემპიონი სამბოში (1971, 1973)გარდაიცვალა 66 წლის ასაკში, 11 სექტემბერს

image

7)ზურაბ სოტკილავა- ოპერის გამოჩენილი მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, 1965-1974 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი,

ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის "ოქროს ორფევსის" (სოფია, 1968) მფლობელი, პ. ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურის (ბარსელონა, 1970, I პრემია და "გრან პრი") ლაურეატი, ბოლონიის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი (1980); ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიიის ლაურეატი (1983). 1975 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგია.გარდაიცვალა 18 სექტემბერს 80 წლის ასაკში.


image

8)ცისანა ტატიშვილი-მომღერალი (ლირიკო-დრამატული სოპრანო), საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1973), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1979).

შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების, ასევე ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ღირსების ორდენოსანი, , თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური კათედრის პროფესორი, , ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსი, ქ.თბილისის საპატიო მოქალაქე. მისი სახელობის ვარსკვლავი 2010 წელს გაიხსნა.გარდაიცვალა 23 სექტემბერს 79 წლის ასაკში.

image

9)გოგი ოჩიაური-ქართველი მოქანდაკე. პარლამენტის წევრი 2012-16 წლებში, იყო სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი;არის დამდგმელი მხატვარი ფილმისა „ალავერდობა“; ავტორი სამენოვანი წიგნისა — „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის“ (2002).სსრკ სახელმწიფო პრემიის დახალხთა მეგობრობის ორდენის კავალერი, "წლის საუკეთესო ადამიანი"(აშშ-1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო და ღირსების ორდენოსანი, გარდაიცვალა 18 ოქტომბერს 90 წლის ასაკში.

image

10)ლიკა ქავჟარაძე-ქართველი კინომსახიობი, სახელი გაითქვა მარიტას როლით ფილმში "ნატვრის ხე", მონაწილეობდა აგრეთვე ფილმებში:"სიყვარული ივერია და..""სათადარიგო ბორბალი" და სხვა...გარდაიცვალა 11 ოქტომბერს 57 წლის ასაკში.

image

11)თემურ ქორიძე-ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ცნობილი კრიტიკოსი და ლიტერატურის მკვლევარი, უზენაესი საბჭოს წევრი და განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე .გარდაიცვალა 27 ოქტომბერს 63 წლის ასაკში.

image

12)ჯანსუღ ჩარკვიანი-პოეტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო და გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.გარდაიცვალა 6 ნოემბერს 86 წლის ასაკში.


image

13)დიმიტრი ჯაიანი-მსახიობი და რეჟისორი, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტი. სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, უკრაინის სახელმწიფო „პრესტიჟის“ ორდენის კავალერი.იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი(2013წ) გარდაიცვალა 9 დეკემბერს 67 წლის ასაკში.


14)არჩილ ჩიხლაძე-მომღერალი, 60-70-იანი წლების ქართული ესტრადის ვარსკვლავი, გარდაიცვალა 19 დეკემბერს 84 წლის ასაკში.

image

ასევე იხილეთ:2017 წლის 11 ყველაზე გარჩევადი და პოპულარული თემა საქართველოში

image

2016 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები

10 ქართველი მომღერალი, რომელიც უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან

ქართველი მსახიობები, რომლებმაც 50 წელიც კი ვერ იცოცხლეს

0
2633
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2633
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0