x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია თაფლის შესახებ
image

თაფლი მრავალმხრივი დანიშნულების პროდუქტია.ის გამოიყენება როგორც კულინარიაში, ასევე სამკურნალო საშუალებად.

რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია თაფლის შესახებ:

1.თაფლი შეიცავს ყველა იმ ელემენტს, რასაც ადამიანის სისხლი.


2.ძველ დროში თაფლი იხმარებოდა ჩვეულებრივ ტკბილ საკვებად და მხოლოდ მას შემდეგ, რაც შაქარი გავრცელდა მსოფლიოში, თაფლი უფრო მეტად სამკურნალოდ გამოიყენება.

3.თაფლს ხშირად გამოიყენებდნენ ომების დროს ჭრილობების დასამუშავებლად და ტკივილგამაყუჩებლად.

4.თაფლს აქტიურად მოიხმარენ სპორტსმენები, რადგან ის მნიშვნელოვნად ამაღლებს ფიზიკურ შრომისუნარიანობას.

5.ეგვიპტის აკლდამებში აღმოაჩინეს თაფლიანი ქილები, რომლებიც ათასწლეულებით თარიღდებოდა, თუმცა მათში დარჩენილი თაფლი გაფუჭებული არ იყო, უფრო მეტიც, მას არ ჰქონდა დაკარგული თავისი თვისებები და ხარისხი.

6. თაფლს აქტიურად იყენებდნენ მიცვალებულთა სხეულების შესანახად, მუმიფიცირებისათვის.

7.თაფლი შესანიშნავი ოფლმდენია ცხელ ჩაისთან ან რძესთან ერთად.

მოზარდებისათვის თაფლის მიღების დღიური ნორმა 60-100 გრამს შეადგენს.ბავშვებისათვის კი– 30-50 გრამს. სასურველია, რომ პროდუქტი ჭამამდე 1საათით ადრე მიირთვათ.

ადამიანის ორგანიზმი ამ სასარგებლო პროდუქტს ყველაზე უკეთ თბილ წყალში, ჩაიში ან რძეში გაზავებულს ითვისებს.ავადმყოფობის შემდეგ კი უმჯობესია თაფლის მიღება თბილ ასკილის ნაყენში ან ნატურალურ ხილის წვენში გაზავებულად.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:

1. რომელი სახეობის თაფლი უნდა ვიხმაროთ სხვადასხვა დაავადებების დროს?


2.როგორ დავადგინოთ ნატურალურია თუ არა თაფლი?


3.რას მივირთმევთ?!


4.რითი უნდა ვიკვებოთ?!


5. დაჩქარებული სიკვდილი დიეტური სასმელების წყალობით


6.10 საინტერესო ფაქტი თქვენი სისხლის შესახებ

0
181
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0