x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საით მიდიხარ საქართველო?
image


კაცს ჰკითხეს:

– რა უშლის ადამიანს ხელს, რომ ისეთი იყოს, როგორიც არის?

– ეტიკეტის წესები და სისხლის სამართლის კოდექსი... – იყო პასუხი.image
ანუ, მას შემდეგ, რაც მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოხდა, მხოლოდ ეტიკეტის წესების იმედად უნდა ვიყოთ. ეს, რა თქმა უნდა ხუმრობით. სერიოზულად კი, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შემდეგ, აღარ ისჯება ადამიანი, თუ მას თან აქვს 5 გრამი მშრალი ან 10 გრამი ნედლი მარიხუანა. ის ასევე არ ისჯება 70 გრ. მშრალი და 100 გრ. ნედლი მარიხუანას შენახვის შემთხვევაში. მარიხუანით ვაჭრობა კი, ისევ დასჯადია.


image


მაგრამ, აქ ისმის კითხვა – სად უნდა იშოვოს მარიხუანას მომხმარებელმა ეს ნარკოტიკი, თუ მისი ყიდვა-გაყიდვა კანონით იკრძალება? თუ ქოთნებში უნდა მოიყვანოს, როგორ უნდა განსაზღვროს «მოსავლის» რაოდენობა? ვთქვათ, 100 გრამზე მეტი ნედლი მასა მიიღო, მაშინ რა უნდა გააკეთოს? და კიდე ბევრი სხვა კითხვა არსებობს... თუმცა, ამ კითხვებზე პასუხზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა ემართება ადამიანს, ამ ე. წ. მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარების შემდეგ?


image


imageუნდა ვიცოდეთ, რომ მარიხუანას ხშირი და სისტემატიური მოხმარების, ადამიანს მასზე დამოკიდებულს ხდის და დროთა განმავლობაში, ის იწვევს:

I. პანიკური შიშის შეტევას, აკვიატებულ აზრების და ყურადღების გაძლიერებას გარემო დეტალების მიმართ (ანუ მოქმედებს ადამიანის ფსიკიქურ მდგომარეობაზე). მედიკოსებმა დაადგინეს, რომ მანქანის საჭესთან დაჯდომამდე, 3 საათით ადრე მარიხუანას მოხმარება, ავარიაში მოხვედრის შანს 2-ჯერ ზრდის.

მარიხუანას მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ინდივიდუალურია, მაგრამ მისი მოქმედების საერთო სიმპტომების დადგენა მაინც შესაძლებელია. როგორც კი ადამიანი მარიხუანას კვამლს შეისუნთქავს, მომენტალურად ხდება მასში არსებული ტეტრაგიდროკანაბინოლის შეწოვა პირის ან ცხვირის ლორწოვანი გარსის მიერ. მისი მოქმედების პიკი 10 წუთიდაი–1 საათიან ინტერვალში მიიღწევა. ნარკოტიკის მოქმედების ეფექტი კი 2-4 საათის მანძილზე გრძელდება, ხან უფრო მეტ ხანსაც. ყველაფერი ნარკოტიკის შემადგენლობაზე, დოზაზე, მომხმარებლის ასაკზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არის დამოკიდებული. რაც იმას ნიშნავს, რომ საჭესთან მყოფი მარიხუანას მომხმარებელი, ამ ნარკოტიკის მოხმარებიდან, მინიმუმ 2 საათის მანძილზე, სახიფათოა საზოგადოებისთვის. თიმცა, თავად მომხმარებლებს, ამ საკითხთან დაკავშირებით, სულ სხვა აზრი აქვთ:

მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეები აცხადებენ, რომ მისი მოხმარება, მათი თავისუფალი არჩევანია და დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა იზღუდებოდეს მათი უფლებები. მაგრამ, თითოეული ჩვენგანის უფლება იქ მთავრდება, სადაც სხვა ადამიანის უფლება იწყება... და ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ ადამიანი მარიხუანას მოხმარების შემდეგ, საჭესთან არ დაჯდება?

რა უკეთესია, მარიხუანას მომხმარებელი დააკავონ და იძულებითი მკურნალობა (დეტოქსიკაცია) ჩაუტარონ, თუ ნარკოტიკების ზემოქმედებით, ადამიანის მკვლელობისთვის, 15 წლით თავისუფლება აღუკვეთონ? ეს, რა თქმა უნდა, უარეს შემთხვევაში. მაგრამ, არც ამის გამორიცხვა შეიძლება!

II. ხანმოკლე მეხსიერების დაქვეითებას და მეტყველების პრობლემებს;

III. დღეში 5 ცალი მოწეული «კასიაკი» IQ დაწევას იწვევს;

IV. ფეხმძიმე ქალის მიერ მარიხუანას მოხმარება, ნაყოფის განვითარების შენელებას იწვევს, არღვევს მისი ნერვული სისტემის განვითარებას, ხოლო მამრობითი სქესის ბავშვებში, რეპროდუქციის ფუნქციის შემცირებასას;

V. მამაკაცებს, რომლებიც მარიხუანას რეგულარულად მოიხმარენ, უმცირდებათ ტესტოსტერონის დონე და სპერმატოზოიდების აქტივობა, რაც თავის მხრივ, კვერცხუჯრედის განაყოფიერებას შეუძლებელს ხდის;

VI. მარიხუანას ყოველ მეათე მომხმარებელში, იწვევს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას.

VII. თავის ტკივილს, რომელიც თვეების მანძილზე, შეუჩერებლად გაგრძელდება. ხასიათის მიხედვით, ეს ტკივილი ძალიან ჰგავს შაკიკს. მისი ინტენსივობა ხან იზრდება, ხან მცირდება.

VIII. ძლიერ ოფლიანობას, რომელიც ღამის საათებში ძლიერდება. ორგანიზმიდან ოფლი წყალივით მოედინება. თეთრეული მთლიანდა სველდება და ოფლს საშინელი სუნი აქვს. ექიმები ამას იმით ხსნიან, რომ ორგანიზმი ცდილობს მავნე ნივთიერებისგან გათავისუფლებას და ის ტოქსინებს ოფლთან ერთად დევნის. ეს მდგომარეობა, შეიძლება, თვეების მანძილზე გრძელდებოდეს.

IX. ხველებას, რომელიც ასევე ემსახურება ადამიანის ორგანიზმიდან შხამების გამოდევნას. ხველება 6-7 თვე გრძელდება, მანამ, ვიდრე ფილტვები და სასუნთქი გზები არ გათავისუფლდება მავნე ნივთიერებებისგან.

X. საჭმლის მონელების სისტემის მოშლას, რაც მადის დაქვეითებას იწვევს. ადამიანი უარს ამბობს საკვებზე, რადგან მისი მიღება მუცლის არეში ტკივილს იწვევს.

XI. ტკივილებს წელის არეში, რომელიც დიდი ხნით ფეხზე დგომის შემთხვევაში ვლინდება. დასვენების შემდეგ, ტკივილი ქრება.

XII. მხედველობის დაქვეითებას.

XIII. იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც ინფექციებით ხშირ ავადმყოფობას იწვევს.

XIV. ჰორმონალური ბალანსის დარღვევას.

XV. არასრულწლოვანებში, ზრდა–განვითარების შეფერხებას.

image

ეს, სრული სია არ არის...

image

და ბოლის, სტატისტიკის მიხედვით, მარიხუანას მოწევით, სიამოვნებას შეგრძნება მომხმარებლის მხოლოდ 50% აღენიშნება. 22 % დისკომფორტს გრძნობს და პანიკაში ვარდება, ხოლო 15% აკვიატებული აზრები და სმენითი ჰალუცინაციები უჩნდება, მაშინაც კი, თუ ამ «მსუბუქ» ნარკოტიკს პირველად მოიხმარს.

image

P.S. საინტერესოა, ჩვენთან ისეთივე ციხეები რომ იყოს, როგორიც მაგ., ნორვეგიაშია, კიდევ ასე მწვავედ იდგებოდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის და ნარკოტიკების ლეგალიზაციის საკითხი?

imageimage

image
რაც შეეხება ლეგალიზაციას, თუ ასეთი რამ მოხდება, მაშინ ქვეყნის მასშტაბით, ნარკომომხმარებლებისთვის სპეციალური მომსახურების ცენტრები უნდა შეიქმნას და მაღაზიებში, სიგარეტების გვერდით, კიდევ ერთი კოლოფი გამოჩნდება. მაგ., ასეთი:


image


0
408
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
408
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0