x
მეტი
  • 13.12.2024
  • სტატია:138776
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512450
ვინ და რატომ ააგო ფაროსის შუქურა? (ყველაზე სასარგებლო ნაგებობა შვიდ სოცრებათაგან)
ალექსანდრე მაკედონელმა დაარსა ქალაქი ალექსანდრია, რომელიც თავდაპირველად მეთევზეებით დასახლებულ პატარა სოფელს წარმოადგენდა, მის მახლობლად არსებულ წყალქვეშა კლდეებზე კი არაერთი გემი იმსხვრეოდა. ქალაქის მნიშვნელობა თანდათანობით იზრდებოდა, რის გამოც გაჩნდა შუქურის აგების აუცილებლობა, რომელსაც პორტში შემავალი გემები დამსხვრევისაგან უნდა ეხსნა.

imageდაახლოებით ძვ. წ. 299 წელს ალექსანდრეს მემკვიდრემ პტოლემაიოს სოტერმა, მახლობელ კუნძულზე, ფაროსზე, შუქურის მშნებლობა დაიწყო, რაც ოცი წელი გაგრძელდა. მოგვიანებით, ალექსანდრია არაბებმა დაიპყრეს, რის შემდეგაც ქალაქმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა, ხოლო ნავსადგური შლამმა დაფარა. ფაროსის შუქურა საჭირო აღარ იყო. მიწისძვრები ნაგებობას სულ უფროდაუფრო აზიანებდა და საბოლოოდ იგი ზღვაში ჩაიძირა.

imageმრავალი მეცნიერის აზრით, ისლამური ციხესიმაგრე ქაით ბეი ფაროსის ნანგრევებზე დგას. იგი ქაით ბეიმ 1480 წელს ააგო და, შესაძლოა, შუქურის ნამსხვრევებიდან იყოს აგებული.

ფაროსის შუქურა, რომელიც ღამე დიდი მანძილიდან ჩანდა, შთამბეჭდავი სანახაობა გახლდა. მისი სინათლე გემებს სახიფათო წყალქვეშა კლდეების შესახებ ამცნობდა. შუქურა მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან უკანასკნელი და, ამავდროულად, ყველაზე სასარგებლოა.


imageსაუკუნეების განმავლობაში ფაროსი მსოფლიოში საცხოვრებლად გამოსადეგ ყველაზე მაღალ ნაგებობად რჩებოდა. მან თითქმის 1700 წელი იარსება და დღემდე ყველაზე მაღალ შუქურად ითვლება.

ამბობენ, რომ ფაროსის შუქურის თავზე დადგმულ სარკეში 1250 კილომეტრის დაშორებით მდებარე ბიზანტიუმში (სტამბოლი) მომხდარი მოვლენები ირეკლებოდაო.




0
866
8-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
866
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0