x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
ინგლისელი ოსკაროსანი მსახიობის კოლინ ფერთის რეცეპტები- ოსპის წვნიანი და პიტნის ჩაი ილითა და ლიმონით

image


ოსპის წვნიანი

საჭიროა:

2 ჭიქა წყალი

0, 5 ჭიქა წითელი ოსპი

1 თავი წითელი ხახვი

1 ს.კ. ქოქოსის რძე (ჩვენ ალბათ ძროხის რძეც გამოგვადგება?!)

1 ჩ.კ. კურკუმა

2 ს. კ. ერბო

0, 5 ჩ. კ. ძირა

0, 5 ჩ. კ. ხმელი ქინძი

0, 5 ჩ. კ. დაფქული ცხარე წიწაკა

2 კბილი ნიორი

1 ს. კ. დაკეპილი ჯანჯაფილი

მარლი გემოვნებით

ოსპი და კურკუმა ჩავყაროთ ქვაბში და ცეცხლზე მოვატაროთ, დავასხათ წყალი და ნელ ცეცხლზე ვხარშოთ 15 - 20 წუთი. ძირა და ხმელი ქინძი ოდნავ მოვხალოთ და დავნაყოთ. საშუალო ტემპერატურაზე ერბოში მოვშუშოთ ჯანჯაფილი, წიწაკა, ნიორი. ერთი წუთის შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი ხახვი. ხახვის დარბილების შემდეგ დავამატოთ დაფქული სანელებლები და ერთად მოვშუშოთ ორი წუთის განმავლობაში. მოშუშული მასა დავუმატოთ მოხარშულ ოსპს, დავსხათ ქოქოსის რძე, მარილი დავამატოთ და ვადუღოთ ორი წუთი. სურვილისამებრ, წვნიანი შეიძლება ბლენდერშიც გაითქვიფოს.

image

პიტნის ჩაი ილითა და ლიმონით

საჭიროა:

1 ს. კ. ილის მარცვლები

4 ღერი მკვეთრი არომატის პიტნა

0, 5 პატარა მწვანე ლიმონი

სიტკბო- გემოვნებით

ლიმონს თხლად მოვაჭრათ ქერქი. ილი დავფქვათ, დავასხათ 250 მლ წყალი და წამოვადუღოთ. მოზრდილ ჩაის ჭიქაში ჩავყაროთ პიტნის ფოთლები და ლიმონის ქერქი. წვენი დავაწუროთ ილის ნახარშს და ჩავასხათ ჭიქაში. გემოვნებით დავატკბოთ დ ცხლად მივირთვათ .

იხილეთ ასევე:

1. ლაურა რეხვიაშვილის რეცეპტები: სოკოს ჩაქაფული და შქმერული

2. ქათამი სოკოთი და ქათმის უგემრიელესი ხორციან-ბოსტნეულიანი ვერმიშელი

3. გლინტვეინი

0
34
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0