x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლაურა რეხვიაშვილის რეცეპტები: სოკოს ჩაქაფული და შქმერული
image


სოკოს ჩაქაფული

საჭიროა :

500 გრ სოკო

2-3 კონა ტარხუნა


3 თავი ხახვი

ნახევარი კონა ნედლი ხახვი

1 კონა ქინძი

ნახევარი კონა ოხრახუში

2-3 ღერი ნიახური

წიწაკა

ტყემალი


დაჭრილი ქამა სოკო ჩაყარეთ ცოტა ცხიმში (ძალიან დაბალ ცეცხლზე). ადუღეთ საკუთარ წვენში. წვენის დაშრობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თეთრი ღვინო. დააყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და მარილი.

დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ მომზადებულ სოკოს. შემდეგ მოაყარეთ ტყემალი ზომიერად, კერძი რომ არ გადაამჟავოს. ბოლოს მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ტარხუნა. მწვანილი ისე უნდა იყოს მოყრილი, რომ სოკოს ფენა ზემოდან არ ჩანდეს. დაახურეთ ქვაბს თავზე და ცეცხლს დაუწიეთ.

20-25 წუთში კერძი მზად არის.


image

ჩქმერული

საჭიროა:


ქათამი - 1 ცალი

რძე - 400- 500 მლ

ნიორი 1 თავი

კარაქი 1-2 სადილის კოვზი

მარილი გემოვნებით


ქათამს წაუსვით მარილი, შეწვით ცხიმში და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ერთი თავი ნიორი გაფცქვენით და დაჭყლიტეთ. ქათმის ნაჭრები კეცზე მიჯრით დააწყვეთ. რძე წამოადუღეთ, დაადუღეთ 350 მლ-მდე, დაუმატეთ დანაყილი ნიორი, მარილი, ქათმის შეწვისას დარჩენილი ცხიმი. გადმოდგით ცეცხლიდან და კეცზე მოთავსებულ ქათმის ნაჭრებს დაასხით. სუფრაზე მიიტანეთ ცხელ- ცხელი.

იხილეთ ასევე:

1. ქათამი სოკოთი და ქათმის უგემრიელესი ხორციან-ბოსტნეულიანი ვერმიშელი

2. სუპები და ბულიონები ბავშვებისთვის 6 თვიდან

3. გლინტვეინი

0
2838
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
2838
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0