x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ჩიტის რძე» (ფუმფულა და გემრიელი, პირდაპირ პირში დნება)
imageimage

მასალა ცომისთვის:

image

კვერცხი – 4 ცალი


შაქარი – 2 ჭიქა

თაფლი – 4 ს. კ.

მარგარინი – 200 გრ.

სოდა – 1 ჩ. კ.

ძმარი – 1 ს. კ.

მარილი – 1 მწიკვი

ვანილინი – 0, 7 გრ.

ფქვილი – 5 - 6 ჭიქა

image

მასალა კრემისთვის:

image

რძე – 1 ლ.

შაქარი – 1 ჭიქა

ფქვილი – 3 ს. კ.

კარაქი – 100 გრ.

ვანილინი – 0, 7 გრ.

ხილის ლიქიორი (სურვილის შემთხვევაში) – 2 ს. კ.

imageშოკოლადის მინანქარი – ნებისმიერი

image

მომზადება:

image

1. გაადნეთ მარგარინი ცეცხლზე.

2. როდესაც მარგარინუ შეგრილდება, ემალირებულ თასში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > დაამატეთ თაფლი და ისევ ათქვიფეთ > დაამატეთ მარგარინი, სოდა ძმრით, ვანილინი, მარილი და კარგად ათქვიფრთ.

3. თასი დადგით ორთქლის აბაზანაზე, ისე რომ მისი ძირი წყალს არ ეხებოდეს > 15-20 წთ. განუწყვეტლივ ურიეთ.

4. როდესაც ცომის მასას ფერი შეეცვლება და ბუშტები გაუჩნდება, დაამატეთ 4 ჭიქა ფქვილი, თითო-თითო ჭიქა. ყოველი ჭიქის დამატების შემდეგ, შეეცადეთ, რომ ერთფეროვანი მასა მიიღოთ.

5. ცომი გადმოდგით ცეცხლიდან და როდესაც შეგრილდება, იმდენი ფქვილი დაამატე, რამდენსაც შეიზელს. ცომი უნდა იყოს რბილი და გასაბრტყელებელი.

6. ცომი გაყავით 3 ნაწილად > გააკეთეთ გუნდები.

7. გააბრტყელეთ თითოეული გუნდა ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე.

8. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, წიწნაწარ გახურებულ ღუმელში.

9. კრემის მოსამზადებლად, შაქარი და ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს > ჩაყარეთ ანადუღარ, ცივ რძეში > დადგით ცეცხლზე და სულ ურიეთ. როდესაც ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ > ადუღეთ შესქელებამდე და თან ურიეთ.

10. ცეცხლიდან გადმოდგით. შეგრილებულ კრემს (კრემი იმდენად თბილი უნდა იყოს, რომ მასში კარაქი გადნეს) დაამატეთ კარაქი, ვანილი და ლიქიორი.

11. კრემი გაყავით 2 ნაწილად და თბილივე წაუსვით ფენებს. ტორტის ორ ფენას კრემი წაუსვით > ზემოდან გადაასხით შოკოლადის მინანქარი.

12. 3-4 სთ. ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. შემდეგ, შედგით მაცივარში.

შენიშვნა: ტორტი II დღეს უფრო გემრიელია.

imageimageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


ფენოვანი ცომი 10 წუთში. დაჭრისა და ნამცხვრის გაფორმების რამდენიმე ხერხი

უნგრული ნამცხვარი “ჟერბო"

ტორტი «ნესქვიკი»

ტორტი “სამეფო ნაპოლეონი"

image


0
1056
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1056
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0