x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
§ 3. სად არის ქვეყნის დასალიერი? გეოგრაფია პატარებისთვის
image


ძალიან დიდი ხნის წინ, ადამიანებმა უკვე იცოდნენ, რომ ჩვენი პლანეტა მრგვალი იყო. ცნობილმა ბერძენმა სწავლულმა, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელმა და მასწავლებელმა არისტოტელემ, ის რომ დედამიწა მრგვალი იყო, ცაზე დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა და ამის შესახებ წიგნიც დაწერა, რომელსაც «ცაზე» დაარქვა.


imageალექსანდრე მაკედონელი და არისტოტელე


გავოდა დრო და მეორე ბერძენმა სწავლულმა ერათოსთენემ დედამიწა საგნის ჩრდილების გამოყენებით გაზომა და გაიგო, თუ რამხელა იყო ჩვენი პლანეტა.


imageერათოსთენე


მაშინ არც ტელევიზორი იყო, არც ინტერნეტი და არც წიგნები. ყველაფერი გრაგნილებზე (დახვეული ფურცლები) იწერებოდა და ცოდნის გავრცელება ისე სწრაფად არ ხდებოდა, როგორც დღეს. ამიტომ, გავიდა საუკუნეები და ძველი სიბრძნე დაივიწყეს ადამიანებმა. ისინი როდესაც შორს იყურებოდნენ, ხედავდნენ რომ – იქ სადაც მიწა მთავრდებოდა, ცა იწყებოდა. და მაშინ ბევრმა გადაწყვიტა, რომ: დედამიწა ბრტყელი იყო. ზოგიერთ ქვეყანაში ფიქრობდნენ, რომ დედამიწა დიდი სკივრი იყო, ხოლო ცამისი სახურავი, ზოგს კი ეგონა, რომ მას კვერის ფორმა ჰქონდა და უზარმაზარ კუზე იყო მოთავსებული, კუ კი უკიდეგანო ოკეანეში დაცურავდა. და თუ ამ ხალხში ვინმე ჭკვიანი გამოერეოდა და იტყოდა, რომ დედამიწა მრგვალი იყო, მას დასცინოდნენ და უარესებიც ხდებოდა კოცონზე წვავდენე, სხვა ადამიანებისთვის, თავისი აზრებით, გონება რომ არ აერია.

საბედნიეროდ ის ბნელი დრო წარსულს ჩაბარდა და დღეს არაფრის მტკიცება საჭირო არ არის. კოსმოსიდან უკვე შეიძლება ჩვენი პლანეტისთვის სურათის ან ვიდეოს გადაღება, რომელზეც კარგად ჩანს, რომ დედამიწა სფეროსებურია და რომ «ქვეყნის დასალიერი» არ არსებობს.




imageimageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

§ 1. სახლი დიდი და პატარა. გეოგრაფია პატარებისთვის

§ 2. დედამიწა, როგორც კოსმოსური ხომალდი. გეოგრაფია პატარებისთვის

image


0
191
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0