x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ბელორუსიაში მიმდინარე სამხედრო სწავლებაზე ვერტმფრენმა ხალხს უმართავი რაკეტებით ცეცხლი გაუხსნა
imageრუსულმა ვერტმფრენმა Ka-52-მა ჟურნალისტებსა და მაყურებლებს ცეცხლი გაუხსნა, ამის შესახებ ცნობას ავრცელებს პორტალი 66.ру. ინცინდენტი ფართომაშტაბიანი ბელორუსიულ-რუსული წვრთენბის დროს მოხდა, რომელიც ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.


ამ დროისთვის ცნობილია, რომ სულ მცირე ორი ადამიანია მძიმედ დაშავებული. ინციდენტზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.


ინციდენტის ზუსტი თარიღი უცნობია - ეს გუშინ ან გუშინწინ მოხდა.


ოფიციალური ინფორმაციით, რაკეტები შემთხვევის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ტექნიკური გაუმართაობის გამო მათი ამოქმედება შედარებით ადრე მოხდა. ნამსხვრევებისა და ძლიერი დარტყმის გამო ორი მანქანა დაიწვა, ორი ადამიანი კი სერიოზულად დაშავდა, ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფებიან. დაზარალებულები სავარაუდოდ ჟურნალისტები არიან.


გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ადგილზე მივიდა.image

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - ყველა ჩვენთაგანი სმარტფონებს არასწორი მეთოდებით ვმუხტავთ და აი რატომ
2 - ალბათ გსმენიათ, რომ მარილი საზიანოა ორგანიზმისთვის, დროა სიმართლე გაიგოთ
3 - მკვდარ გემზე არსებულმა სანახაობამ მეზღვაურები შოკში ჩააგდო
4 - უკრაინელი ფოტოგრაფის ფოტოები, რომელმაც იცის თუ როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა ეროტიკა!
5 - გოგონამ და მისმა ძაღლმა თხა და მისი პატარა თიკანი გადაარჩინეს - ამით კი ინტერნეტ გმირები გახდნენ!



0
382
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0