x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სიყვარულის საიდუმლო

image


დიდი ხნის წინ, ერთ ძველ ტაძარში, მოხუცი კაცი ცხოვრობდა. მასთან, ტაძარში, ხშირად მიდიოდნენ ბავშვები სათამაშოდ. ყველაზე ცელქი მათ შორის ბიჭი იყო, სახელად ტარო.

ერთხელ, როდესაც ის ტაძრის კიბეებზე თამაშობდა, მის სიახლოვეს, 3 ბეღურა დაჯდა და ერთ-ერთმა თქვა:

– ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაზე მზე არის. მისი დამსახურებაა, რომ ჩვენი სამყარო ასეთი ლამაზია. მაგრამ, ადამიანები მის ნათებას მიეჩვივნენ და მას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ.
ეს რომ მეორე ბეღურამ გაიგო, თქვა:
– არა, ყველაზე მნიშვნელოვანი წყალია. წყლის გარეშე სიცოცხლე არ იარსებებდა. მაგრამ, ადამიანები ისე შეეჩვივნენ მის ხელმისაწვდომობას, რომ არაფრად აგდებენ.
ბოლოს, მესამე ბეღურაც ალაპარაკდა:
– რაც თქვენ თქვით, მართალი. მზეც და წყალიც უდიდესი ძღვენია, მაგრამ სინამდვილეში, ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი, რაზეც ადამიანები არასდროს ფიქრობენ და ვერც კი ამჩნევენ, – ეს ჰაერია. ჩვენ, მის გარეშე, ნამდვილად დავიღუპებოდით.
ბეღურების საუბრის მოსმენის შემდეგ, ტარო დაფიქრდა. მას არასდროს ჰქონია მადლიერების გრძნობა ჰაერის, წყლის ან მზისადმი… ბიჭი მოხუცთან გაიქცა და მოსმენილის შესახებ ყველაფერი უამბო. ის ძალიან მოწყენილი იყო იმის გამო, რომ პატარა ჩიტებიც კი, უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ, ვიდრე ადამიანები.
მოხუცმა გაიღიმა და უთხრა:
– გილოცავ, დიდი აღმოჩენა გააკეთე. შენ მართალი ხარ. ადამიანები, ცხოვრების მანძილზე, ყველაზე მნიშვნელოვანს უშვებენ მხედველობიდან. მაგრამ, მათი შეცდომების პატიება შეიძლება, თუ ისინი სიყვარულს ისწავლიან. მათში არის მანკიერება, რომლის სრულად მოცილება შეუძლებელია, მაშინაც კი, თუ ისინი მთელს ნებისყოფას მოუყრიან თავს და შეებრძოლებიან მას.
მანკიერების დასამარცხებლად, ღმერთმა ადამიანებს სიყვარული მისცა. მხოლოდ სიყვარული და მის საიდუმლო ძალა აძლევს ადამიანს ღვთაებრივი ქმნილებების მწვერვალზე დარჩენის საშუალებას. მხოლოდ სიყვარულშია სრულყოფილება, მხოლოდ მასშია განვითარება. მისი წყალობით, ადამიანები ერთმანეთ შეცდომებს პატიობენ. მისი გავლენით შეუძლიათ ერთმანეთის ატანა, გატანა და ხელოვნების შედევრების (როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური) შექმნა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageცხოვრების გაკვეთილები – იგავები, რჩევები, ბრძნული აზრები

imageimage


0
159
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0