x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ: ბუს ბუდეში შინაური ცხოველი ჰყავს...

ირგვლივ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საგნები და მოვლენებია, რომლებზეც არც კი დავფიქრებულვართ. იმიტომ, რომ მეტისმეტად ვართ საკუთარ თავზე კონცენტრირებულნი და ირგვლივ, ყველაფერს ისე აღვიქვამთ, როგორც დეკორაციას. მაგრამ, სინამდვილეში, ეს სამყარო ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩვენ გვგონია.


1. ცნობილია, რომ დიდი ფრინველები, ყველანაირად ცდილობენ, არასასურველი მეზობლების თავიდან მოცილებას. თუმცა, ჩრდ. ამერიკული ბუ, თავის ბუდეში, პატარა გველებს ასახლებს სპეციალურად, რომლებიც მწერებით იკვებებიან და ამით, ბუს ნანადირევს (თაგვები, ხოჭოები...) მათი შემოსევისგან იცავენ.


image
2. იმის ალბათობა, რომ ჭიქა წყლის შემადგენლობაში, რომელსაც ვსვამთ, არის მოლეკულა, რომელიც დინოზავრის სხეულში არის ნამყოფი, 99 % ტოლია.

3. პოლიტიკოსებს იმდენად ხშირად ერევათ ერთმანეთში სლოვენია (სლოვენიის რესპუბლიკა) და სლოვაკეთი (სლოვაკეთის რესპუბლიკა), რომ ამ ქვეყნების ელჩები დროდადრო ერთმანეთს ხვდებიან, რომ შეცდომით გაგზავნილი კორესპონდენცია გაცვალონ.

4. ოქსფორდი და კემბრიჯის უნივერსიტერები უფრო ძვლია, ვიდრე აცტეკების ყოფილი იმპერია.


image


5. მზის სისტემის ორ პლანეტაზე, იუპიტერზე და სატურნზე ალმასის წვიმა მოდის.

6. თაფლი არასდროს ფუჭდება. ასე, რომ, თუ შანსი გექნებათ, შეგიძლიათ 3 000 წლის წინანდელი თაფლიც მიირთვათ.

7. FBI (გამოძიების ფედერალური ბიურო, აშშ) ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას – ადამიანის მკვლელობას, განზრახ ხანძრის გაჩენას და თავდასხმას უთანაბრებს.


8. შვეიცარიის კანონის მიხედვით, თუ ზღვის გოჭი უნდათ რომ ჰყავდეთ, მინიმუმ, 2 მაინც უნდა იყოლიონ, რადგან ერთი ზღვის გოჭის სახლში ყოლა, ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობად ითვლება.

ზღვის გოჭი — ძალიან სოციალური ცხოველია და ის, მარტო ყოფნის შემთხვევაში, ძალიან უბედურად გრძნობს თავს. შვეიცარიაში ეს აღიარეს და შესაბამისი კანონიც მიიღეს.
imageimageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* დაუჯერებელი, მაგრამ რეალური ფაქტები

* სახალისო ფაქტები ცხოველების შესახებ

* წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია

* ყველაზე წარმოუდგენელი ფაქტები

* საკვირველია, მაგრამ ფაქტია: ტიტანიკის ერთი საკვამური მილი ყალბი იყო, საკვები სინამდვილეში არ ფუჭდება...

* საკვირველია, მაგრამ ფაქტია (II ნაწილი): ყველაზე დიდი ტვინი დედამიწაზე ჭიანჭველას აქვს...

0
439
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0