x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლამაზი და უცნაური ყვავილები (ყვავილი, რომელიც მღრღნელებით იკვებება)

ჩვენს პლანეტაზე უამრავი მცენარეა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას მხოლოდ სურათზე აქვს ნანახი და ზოგი სურათზეც არ უნახავთ. ის კი არა და, თურმე, დღემდე არის მცენარეები, რომლებიც ჯერაც არ აღმოუჩენიათ... ამის მტკიცებულებად ნეპენტეს ატენბოროც საკმარისია, რომელიც ამ საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს. აქ მოცემულია ყვავილების ფოტოები, რომლებიც შესაძლებელია არ გინახიათ:


ნაირფეროვანი მჟაველა (Oxalis tetraphylla)


image


ეს ულამაზესი ყვავილი, თავისი საზეიმო გარეგნობის გამო, საახალწლო შაქარყინული მოგაგონებთ.

ეს უჩვეულო ყვავილი მხოლოდ კაშკაშა სინათლეზე იშლება და როგორც კი შებინდდება, ქოლგასავით, სპირალისებურად იკეცება. ნაირფეროვანი მჟაველა მშვენივრად იტანს სახლის პირობებს და განსაკუთრებული მოვლაც არ ესაჭიროვება.

image

ფურისულა «Zebra Blue»

image

image


image

ფურისულასებრთა ოჯახში 500-მდე მცენარე არის, მაგრამ მათ შორის, ყველაზე ლამაზი სწორედ «Zebra Blue» არის. მას საკმაოდ უცნაური შეფერილობის, დიდი ზომის (დიამეტრი – 5-6 სმ.) ყვავილები აქვს: ყვითელი გულით და კრემისფერ ფონზე იისფერი ზოლებით.

image

აკვილეგია იგივე წყალიკრეფია (Aquilеgia)

image

image

image

ეს ულამაზესი ყვავილები მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებია, ბაიასებრთა ოჯახიდან. მათი ბუნებრივი გავრცელების არეალს სკანდინავია, სამხრეთ და შუა ევროპის ტყეები და მინდვრები წარმოადგენს.
ყვავილის გვირგვინის დიამეტრი 4-5 სმ. არის. შეიძლება იყოს – იისფერი, ლურჯი, ვარდისფერი, წითელი და იშვიათად, თეთრი ფერის.

image

ნეპენტეს ატენბორო (Nepenthes Attenboroughii)

image

imageimage

ეს უჩვეულო ყვავილი კუნძულ პალავანზე (ფილიპინები), 2000 წ. აღმოაჩინეს. მის აღმოსაჩენად 3 მეცნიერმა ს. მაკფერსონმა, ელ. რობინსონმა და ფილიპინელმა მეცნიერმა ფ. ჰაინრიხმა ექსპედიცია მოაწყეს და კუნძულზე მდებარე მთა ვიქტორია დალაშქრეს, რომელზეც მათ ამ ყვავილის დიდი “დოქები" აღმოაჩინეს.

როგორც გაირკვა, ეს უჩვეულო ყვავილი – ნამდვილი მტაცებელი არის და ის მღრღნელებით “იკვებება".

image

ცვრიანა (Drosera)

image

image

image

ცვრიანაც მტაცებელია. მაგრამ, წინა მცენარისგან განსხვავებით, ის მწერებზე “ნადირობს". მისი ყვავილედები ლორწოს გამოყოფენ, რომელიც მწერებისთვის ხაფანგს წარმოადგენს.
მცენარე მთებში იზრდება, შეუძლია ნებისმიერ ნიადაგზე გაიხაროს, როგორც ქვიშაქვებზე, ისე მაღალი ტენიანობის, ჭაობ-ტორფოვან ნიადაგზე.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* 12 ლამაზი ყვავილი, რომელიც შესაძლოა არც კი გინახავთ და ყველაზე უჩვეულო ყვავილი დედამიწაზე

* ყველაზე უჩვეულო ყვავილები მსოფლიოში

* ცისფერი ყაყაჩო

* ყველაზე საინტერესო, მცენარეების შესახებ (+ ფოტო – მარიხუანას ღიმილი)

image

0
549
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
549
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0