x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
10 მითი თმაზე, რომლის დაჯერებაც დროა, შეწყვიტოთ (აუცილებლად გაითვალისწინეთ)
image


გარდა იმისა, რომ თმა სხეულის დამცავ სისტემას წარმოადგენს და ძირითადად შედგება კერატინისგან, ქალის ყველაზე ძვირფასი სამკაული, ნამდვილი განძი იყო, არის და იქნება. ლამაზი თმა კი უფრო მომგებიანია ქალისთვის, რადგან მამაკაცისთვის ეს ერთდროულად სილამაზის და ჯანმრთელობის მაჩვენებელია.


ხშირად გვეუბნებოდნენ ბავშვობიდან, რომ ჯანმრთელი თმისთვის და ასევე იმისათვის, რომ მისი მოცულობა გაიზარდოს, სპეციალური პროცედურებია საჭირო; რომ ხშირი დაბანა თმას აცხიმიანებს ან აშრობს; შამპუნმა შეჩვევა იცის; თმის მალე ზრდისათვის აუცილებლად ბოლოები უნდა მოვიჭრათ და ა.შ, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მიფია და დროა შეწყვიტოთ მათი დაჯერება.



1. თმის ბოლოების ხშირი მოჭრით თმა უფრო სწრაფად იზრდება.image
იმის გამო, რომ თმა იზრდება ძირებიდან და არა ბოლოებიდან, ბუნებრივია ბოლოების მოჭრა ვერ განაპირობებს მის სწრაფად ზრდას. ისევე, როგორც თმის გადაპარსვა ვერ განაპირობებს ღერების გახშირებას და გასქელებას, რადგან თითოეულ ადამიანს თმის ფოლეკულები გენეტიკურად აქვს ფორმირებული.





2. თმის ბუნებრივად შრობა ჯობია ფენით შრობას.image
ეს მოსაზრებაც მცდარია. თუ თქვენ გაქვთ მოკლე ვარცხნილობა, ბუნებრივია ის ძალიან მალე გაშრება, თუმცა გრძელ თმას ფენით დაბალ ტემპერატურაზე შრობა ჭირდება, ვინაიდან სველი თმის შემთხვევაში წყლის მოლეკულები აღწევენ თმის სტრუქტურაში, რის შდეგადაც ირეცხება ის კერატინისგან, ხდება მშრალი და მსხვრევადი.




3. თმა ხდება შამპუნზე დამოკიდებული.image
თმა, როგორც ფრჩხილები, მკვდარი ქსოვილებისგან შედგება, ამიტომ არ შეუძლიათ გახდნენ რამეზე დამოკიდებული. თუ თქვენ თმას თვეების განმავლობაში იბანთ ერთი და იმავე შამპუნით და ის შეწყვეტს ზრდას ან გამოშრა და ა.შ, სულაც არ ნიშნავს რომ თმა მას შეეჩვია, ეს მიზეზები სხვა ფაქტორებისგანაა განპირობებული.




4. ქერტლის მიზეზი მშრალი თმაა.image
პირიქით, ქერტლის მიზეზი სწორედაც რომ ცხიმიანი თმაა, ამიტომ უნდა ეცადოთ თმის ზეთები და სხვა მოვლის საშუალებები აღარ გამოიყენოთ.




5. თმის დაზიანებული ბოლოების ნიღბებით შეჩერება შესაძლებელია.image
სპეციალური ნიღბების და ზეთების გამოყენებით თმის დაზიანებული ბოლოები არ გამოსწორდება, ეს მხოლოდ მიფია, დრო და დრო მათი მოჭრა მაინც მოგიწევთ.




6. ხშირი დავარცხნა თმას აჯანმრთელებს.image
ხშირი დავარცხნა ავრცელებს თმაზე ცხიმს და თმა უფრო სწრაფად ბინძურდება ვიდრე უნდა იყოს. ასევე ის საზიანოა და არა სასარგებლო ჯანმრთელობისთვის, ამიტომ თმა ივარცხნეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.




7. სათანადო ზრუნვა თმას ასქელებს.image
თმის სისქე, ისევე როგორც მისი ღერების რაოდენობა ფოლეკულებზეა დამოკიდებული, რომელიც გენეტიკურია. თმის მოვლის საშუალებები ვერ გაასქელებს მას, თუმცა ვარცხნილობის დროს თუ გამოიყენებთ, აწევს (აბიომი) და ააფუმფულებს მას.




8. რაც ხშირად დაიბანთ თავს, თმა მით უფრო ცხიმიანი გახდება.image
თმის როგორც ფერი, სისქე, უჯრედებიდან ცხიმის გამოყოფა და ხარისხი დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორებზე. ხშირი თუ იშვიათი დაბანა ვერ იმოქმედებს მის სწრაფ დაბინძურებაზე, თუმცა სწორად შერჩეული მოვლა ხელს შეუწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების რეგულირებას და თმაც უფრო ნაკლებად დაბინძურდება.




9. თუ ამოიგლიჯავთ თმის ჭაღარა ღერს, ის გამრავლდება.image
თმის ღერების გაჭაღარვება დამოკიდებულია კვებასა და მოვლაზე და ასევე გენეტიკაზე. ამ ღერის ამოგლეჯვით ის ვერ გამრავლდება, რადგან ერთი ღერის ადგილას მხოლოდ ერთი ღერი თმა ამოვა ისევ, თუმცა მაინც არ გირჩევთ მის ამოგლეჯვას, რადგან შეიძლება დაზიანდეს ფოლეკულა და გამოიწვიოს თმის ჩაბრუნება.




10. გრილი წყალი ხურავს კუტიკულას და თმა ხდება უფრო რბილი.image
ვინაიდან თმა შედგება მკვდარი ქსოვილებისგან, ვერც ცხელი და ვერც ცივი წყალი ვერ მოახდენს გავლენას მის კუტიკულაზე.





იხილეთ აგრეთვე:



პროდუქტები, რომლებიც თმის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს

ხრიკები, რომელთა გათვალისწინებით თავის დაბანა ყოველ მეორე დღეს აღარ მოგიწევთ
"გასახდომად, კანის გასაწმენდად და თმის აღსადგენად" გამოიყენეთ მხოლოდ ბრინჯიანი წყალი
როგორ შევაჩეროთ თმის ნაადრევი გათეთრება (გაჭაღარავება)
აღარასოდეს გამოიყენოთ შამპუნი, რომელშიც ეს 5 კომპონენტია- სასწრაფოდ შეამოწმეთ!
როგორ შევამოწმოთ ჯანმრთელია თუ არა ჩვენი თმა? უმარტივესი მეთოდი
რატომ გვცვივა თმა?
ნახეთ რა მარტივია იქონიოთ ბზინვარე და ჯანმრთელი თმა
ამის ცოდნის შემდეგ ნაკლებად მიმართავთ სილამაზის სალონებს
იცოდით რაზე მეტყველებს თქვენი თმის სიგრძე?
ყველაზე საშინელი ვარცხნილობები მამაკაცების არსებობის ისტორიაში
20 სერიოზული დანაშაული საკუთარი თმის წინააღმდეგ
არაჩვეულებრივი ვარცხნილობები თქვენი ხელით სახლიდან გაუსვლელად (უამრავი ფოტოგაკვეთილი)

0
7019
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
7019
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0