x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი ტექნოლოგიების შესახებ

როგორც ცნობილია ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია ტექნოლოგიების გარეშე და ყოველ დღე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში რაღაც ახალი იქმნება.
უამრავი საინტერესო და თავშესაქცევი ფაქტი არსებობს ამ სფეროში და აქ გთავაზობთ ფაქტებს, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.


image
1. მსოფლიო ვალუტის მხოლოდ 8 % არის რეალური ფიზიკური ფული, დანარჩენი მხოლოდ კომპიუტერებში არსებობს.


2. მეცნიერებმა ჩიპის პროგრამირების საშუალება კომპიუტერს მისცეს. გამოყენებული იყო ბუნებრივი გადარჩევის ხერხი. შედეგად, მიიღეს ძალიან ეფექტური ჩიპი, რომლის შინაგანი მოწყობილობის გაგება ვერავინ შეძლო.


3. Wi-Fi ტექნოლოგიის დახმარებით შეიქმნა, რომელსაც შავი ხვრელების აღმოსაჩენად ჩატარებულ ექსერიმენტში იყენებდნენ.


4. მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონი iPhone ყოველთვის მასმედიის ყურადღების ცენტრშია, მობილურების ბაზრის 80% Android-ის ოპერაციული სისტემის მქონე ტელეფონებს უკავია.

5. იაპონიაში გაყიდული მობილური ტელეფონების უმრავლესობა წყალგაუმტარია, რადგან იაპონელები ტელეფონით შხაპის მიღების დროსაც სარგებლობენ.

6. რამდენიმე ათეული წლის წინ გადაღებული სატელევიზიო შოუების და ტელესერიალების გადაყვანა HD ხარისხში შეიძლება, რადგან მაშინ HQ ხარისხში იღებდნენ ყველაფერს, თუმცა, იმ დროს, არსებული ტექნოლოგიები არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ გადაცემები HD ხარისხში ენახათ.


7. 3D ბეჭვდვა, რომელიც დღეს ასე პოპულარულია, 30 წლის წინ უკვე არსებობდა.


8. კომპანია Apple-ის ერთ–ერთი თანადამფუძნებელი სტივ უოზნიაკი ძალიან ამაყობდა, როდესაც ის ტელეფონის ნომრის – 888-888-8888 მფლობელი გახდა. მაგრამ სულ ცოტა ხნის შემდეგ, მან უარი თქვა “პრესტიჟულ" ნომერზე, რადგან ძალიან ხშირად შეცდომით ურეკავდნენ, ძირითადად ბავშვები, რომლებიც მშობლების მობილური ტელეფონებით თამაშობდნენ.


9. კომპიუტერის მომხმარებელი, საშუალოდ, წუთში 7-ჯერ ახამხამებს თვალებს, მაშინ, როდესაც ნორმა ადამინაისთვის, 20 ხამხამია წუთში.


10. ციფრული ტექნიკის მომხმარებლების 86 % USB-მოწყობილების შერჭობას არასწორედ ცდილობს.

image

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

კაცობრიობის უდიდესი აღმოჩენები

მაცივარი, «დვორნიკები»...Wi-Fi, თითქმის ყველა საჭირო ნივთი, ქალის გამოგონილია

ტექნოლოგიური ცვლილებები და ადამიანის ჩვევები ილუსტრაციებში

იაპონიაში ყვავილების დასამტვერი აპარატი გამოიგონეს

ტელეფონით უკვე ნამდვილი კოცნის გაგზავნა შეიძლება

ფოტოშოპის სახელმძღვანელო. საბაზო კურსი

image

image

0
430
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0