x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნახეთ რა უქნა მონაზონმა ტაქსის მძღოლს! სასაცილო ამბავი
ყველამ ვიცით, რომ ჰელოუინი დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა, თამაშები, ფოიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია.


დღესასწაულის ელემენტები ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატანილი იქნა ირლანდიელი მიგრანტების მიერ მე-XIX საუკუნეში. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული მე-XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი აღინიშნება დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, აშშ-ში, კანადაში, ირლანდიაში, პუერტო-რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილებში. შვედეთში „ყველა წმინდანის“ დღესასწაული ტარდება ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს.


ცხადია, რომ ერთი შეხედვით საშინელ, თუმცა უწყინარ დღესასწაულზე მრავლად ყვებიან საზარელ ამბებს, თუმცა მათ შორის არის ისეთებიც, რომლებიც სიცილს აუცილებლად მოგგვრით. დღევანდელ სტატიაში სწორედ ერთ-ერთ სასაცილო ამბავზე მინდა მოგითხროდ, თუ როგორ აუსრულა ოცნება მონაზონმა ერთ ტაქსისტს.

image



ერთხელ ერთმა მონაზონმა გააჩერა ტაქსი, ჩაჯდა და სანამ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდა, მეტად უხერხულად გრძნობდა თავს, რადგან მძღოლი მას თვალს არ აშორებდა. შეწუხებულმა მონაზონმა თამამად იკითხა მიზეზი, მძღოლი პასუხზე შეყოვნდა იმ მიზეზით, რომ სიმართლე მონაზონს არ სწყენოდა. ამ დროს კი მათ შორის გაიმართა დიალოგი:


- შვილო ჩემო, შენ რომ იმდენი წლის იყო, რამდენისაც მე ვარ და იმდენ წელს გემსახურა მონასტერში, რამდენიც მე ვიმსახურე, დამიჯერე ამხელა პრაქტიკის შემდეგ ცხოვრებისგან, არავისგან არაფერი აღარ გეწყინებოდა.


–– მაშინ ნუ მიწყენთ, მაგრამ ჩემი ფართო ფანტაზიის წყალობით, ყოველთვის მინდოდა მეკოცნა მონაზვნისათვის. -მიუგო ტაქსისტმა.


- ეს სავსებით დასაშვებია თუ არ ხართ დაქორწინებული და ხართ კათოლიკური ეკლესიის მრევლი.


–– მე არ მყავს ცოლი და ვარ კათოლიკური ეკლესიის მრევლი. - მიუგო სიხარულით ტაქსის მძღოლმა.


- კარგი შვილო ჩემო, მაშინ ვერავითარ დაბრკოლებას ვერ ვხედავ შენს სურვილამდე, გააჩერე კუთხეში ავტომობილი და შენს ოცნებას ფრთებს შევასხამ.


მას შემდეგ, რაც მონაზონმა ტაქსისტის ოცნება აასრულა და გზა განაგრძეს, ტაქსისტმა მალევე ტირილი დაიწყო.


- რა გატირებს შვილო ჩემო? -იკითხა მონაზონმა.


–– შევცოდე დედაო და ვნანობ ძალიან, მე ცოლიანი მამაკაცი ვარ და თანაც ებრაელი, მაპატიეთ.


- ნუ ღელავ შვილო ჩემო, არც მე ვარ წმინდანი, მე კევინი მქვია და ჰელოუინის დღესასწაულზე მივიჩქარი.





იხილეთ აგრეთვე:


ორმა ძმამ იყიდა ქალის ტამპონი- გაინტერესებთ რისთვის? (ბევრს იხალისებთ)

კაცმა ღმერთს სთხოვა მას და მის ცოლს როლები გაეცვალათ. ნახეთ რა მოხდა

შვილის წერილი, რომელმაც მამა შოკში ჩააგდო- რა ეწერა?
ათეისტი დალაქი და სიტყვა მოსწრებული "კლიენტი"
აი როგორ მუშაობს ქალური ლოგიკა- ბევრს იხალისებთ
იგავი, რომელიც "დღევანდელი უმეტესობის" პირდაპირ ასლია
შვილის მოსწრებული პასუხი ამპარტავან მამას- იგავი, რომელიც ბევრ მშობელს დააფიქრებს
მოხერხებულმა ცოლმა ქმრის ანდერძი გენიალურად შეასრულა
საოცარი იგავი, რომელიც დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე
სოფლელი ბიჭის ამაღელვებელი წერილი ქალაქელებს
ქალები რომ არ ყოფილიყვნენ...
რატომ ეთვლება ჩინელ ბიჭს საქართველოში ნაკლად ის, რაზე უარესსაც ქართველები სჩადიან უცხოეთში.
მოხერხებული მშობლები.
ბავშვის თვალით დანახული სიბრძნე სიყვარულზე.

2
585
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
585
  
2017, 17 მაისი, 15:43
მაგარია :))
2017, 16 მაისი, 13:42
:D:D:D კარგი იყო...
0 1 2