x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკელი როკ-მუსიკოსი საკუთარ საიუბილეო კონცერტზე გარდაიცვალა(ვიდეო)
image კოლეგები თავიდან ვერ მიხვდნენ, რომ მუსიკოსი ცუდად გახდა და კიდევ რამდენიმე წუთი განაგრძეს დაკვრა და სიმღერა.


ამერიკელი ბლუზ-როკ მუსიკოსი ბრიუს ჰამპტონი(Bruce Hampton), რომელიც უფრო ცნობილი იყო ფსევდონიმით Col საკუთარ 70 წლის იუბილეზე გარდაიცვალა ატლანტაში(შტატი ჯორჯია)Fox Theatre-ში გამოსვლის დროს.


ჰეპტონი კომპოზიცია "Turn on Your Lovelight"-ს ასრულებდა, როდესაც ჯერ მუხლებზე დაიჩოქა და შემდეგ კი სცენაზე გაწვა.მის კოლეგებს მამაკაცის ეს ჟესტი შოუს ნაწილი ეგონათ და ამის გამო კიდევ 3-4 წუთი ვერ მიხვდნენ, რომ ბრიუსი ცუდად გახდა და განაგრძობდნენ სიმღერის შესრულებას.


როდესაც ნომერი დასრულდა და ბრიუსი მაინც ფეხზე არ წამოდგა, მხოლოდ მაშინ შეშფოთდნენ კოლეგა-მუსიკოსები და სასწრაფოს გამოუძახეს.თუმცა მუსიკოსის გადარჩენა ვერ მოხერხდა.წინასწარი ვერსიით სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.ჰეპტონის ერთ-ერთმა კოლეგამ აღნიშნა, რომ არასდროს უნახია ვინმე ასე ბედნიერად წასულიყოს ამ ქვეყნიდან.



ჰაპტონის სიკვდილის კადრები ვიდეოზე მოხვდა.




1
92
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
92
  
2017, 4 მაისი, 11:39
ეს მერამდენეა უკვე წელს :(
0 1 1