x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
16 წლის გოგონა, რომელიც რეალურად არ არსებობს (+ვიდეო)
image

image

ამ მომხიბლავ გოგონას ემი ეგუჩი ჰქვია. ის იაპონური პოპ-ჯგუფის AKB48 ახალი წევრი არის. აქვს სახელი, გვარი და პასპოტრიც კი აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც აღმოჩნდა, ტყუილი არის. ჯგუფის თაყვანისმცემლები შოკში ჩავარდნენ, როდესაც მისი წარმომავლობის საიდუმლოს შესახებ შეიტყვეს — როგორც აღმოჩნდა, ემი მხოლოდ კომპიუტერში არსებობს. მისმა შემქმნელებმა AKB48 ჯგუფის ყველა წევრიდან გარეგნობიდან სხვადასხვა ნაწილები აიღეს და გოგონას ვირტუალურ გამოსახულება მოარგეს.

თუმცა, ამაზე არ შეჩერებულან – მისი ცხოვრების ისტორიის მოგონება, კიდევ უფრო მარტივი იყო: გოგონა 16 წლის არის, დაიბადა ქ. საიტამაში, ტოკიოსთან ახლოს, არის სპორტსმენი, მონაწილეობდა მსუბუქი ათლეტიკის შეჯიბრებებში, ხოლო მის პირველ ფოტოსესიას ორგანიზება ჟურნალ Playboy-იმ გაუკეთა. და კიდევ ერთი მონაცემი, რომლითაც გოგონა ადამიანებისგან განსხვავდება. ემას მეხსიერება 150 გბ-ს შეადგენს. ის არის იმ სამყაროს I წარმომადგენელი, რომლისკეც კაცობრიობა მიისწრაფის — ადამიანები და მანქანები, რეალური და ვირტუალური სამყაროები ერთმანეთს უკვე სხვა დონეზე შეხვდნენ. ადამიანები შეუმჩნევლად შეერივნენ ციფრული ტექნოლოგიის სამყაროს, ხოლო ციფრულმა პერსონაჟებმა ხორცი შეისხეს.

image

image


0
560
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0