x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ფოსტით გაგზავნილი შენობა და ბავშვები

imageXX საუკუნის დასაწყისში, როდესაც საფოსტო სამსახური ჯერ კიდევ ძალებს იკრებდა, ადამიანები მის მომსახურებას ტესტირებას უტარებდნენ, რათა დაედგინათ, თუ რამდენად უსაფრთხო და სანდო იყო ეს სერვისი. საფოსტო სამსახური აშშ-ში 1913 ამოქმედდა და მაშინვე ყველაზე მოთხოვნადი მომსახურება გახდა. ფოსტით ყველაფრის გაგზავნა შეიძლებოდა, წიგნებით დაწყებული და ბანკის შენობით (რა თქმა უნდა, დაშლილი სახით) დამთავრებული.

ეს ისტორია 1916 წელს მოხდა. ბიზნესმენი უილიამ კოლტჰარპი ბანკს აშენებდა ქ. ვერნალში (იუტას შტატი). მას უნდოდა, შენობა ლამაზი გამოსულიყო და ამიტომ, შენობის აგება ტექსტურული (რელიეფური) აგურით გადაწყვიტა, რომელსაც აღნიშნული ქალაქიდან, 170 კმ-ით დაშორებულ, ქ. სოლტ-ლეიკ-სიტში ამზადებდნენ.
როდესაც მან ხარჯი დაითვალა, აღმოჩნდა, რომ თითო აგურის ტრანსპორტირება, 4-ჯერ უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე აგური ღირდა. ამიტომ, 80 ათასი აგური 20 კგ-იან ამანათებად შეაფუთინა და ერთი ქალაქიდან მეორეში, ფოსტით გაგზავნა.
იმ დროს, ფოსტის მომსახურებით სარგებლობა ბევრად უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე ჩვეულებრივი ტრანსპორტირება ან მგზავრობა და ამასთან, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მისგან არაფრით განსხვავდებოდა.

ასეთ პირობებში, ფოსტით სარგებლობა, ყველა თვალსაზრისით, მომგებიანად გამოიყურებოდა და ჯესი ბოგეს ოჯახმა, ორეგონის შტატიდან, ფულის დაზოგვის მიზნით, ბებიასთან ბავშვი ფოსტით გაგზავნა. ამანათში ბავშვის მშობლებმა 15 ცენტი გადაიხადეს, დაზღვევაში – 50 დოლარი, რაც ბევრად უფრო იაფი იყო, ვიდრე მატარებლის ბილეთი.
პირველი პრეცენდენტის შემდეგ, ბავშვების ფოსტით გაგზავნა მოდაში შემოვიდა და მასობრივად იქცა. ცოცხალი “ამანათები" ფოსტის მომსახურე პერსონალს არ მოსწონდა და 14 კგ-ზე მეტი წონის ბავშვების ფოსტით გაგზავნაზე უარს ამბობდნენ. მათი პროტესტის მიუხედავად, მსგავსი სერვისი ამერიკაში 1915 წლამდე ფუნქციონირებდა.

image

"ფოსტით გაგზავნილი ბანკი", ვერნალი, იუტას შტატი, აშშ.

0
148
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0