x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508447
ირინა სარიშვილმა ტყუპი გოგონები იშვილა-"ესე იგი გადამრიეს... დღეს ერთი რომ იძინებს, მეორე იღვიძებს..."
image
ქართველმა პოლიტიკოსმა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილმა ლიდერმა ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ ტყუპი გოგონები იშვილა. როგორც მოგეხსენებათ ირინა სარიშვილი კიდევ სამ ნაშვილებ ბიჭს ზრდის. რამდენიმე თვის წინ კი მშობლებისგან მიტოვებული ბავშვი იშვილა, რომელიც ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მიუხედავად 10 თვის პატარას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, ქალბატონი ირინა ოფიციალურ ნებართვას ელოდებოდა(მიიღო კიდეც) და ბავშვის სახლში წამოყვანას აპირებდა. იმედი ჰქონდა, რომ ოჯახური სითბო და ყურადღება პატარა გიორგის ფეხზე დააყენებდა. მაგრამ არასწორი დიაგნოზის გამო, ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა, სასწრაფო ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო და პატარას გულმა ვერ გაუძლო.

ახლა კი მან ასევე ტყუპი გოგონები, მშობლებისგან დატოვებულები აიყვანა:


"რატომ შევხვდით მე და გიორგი ერთმანეთს.
რატომ ვიბრძოლეთ ამდენი და
რატომ დამთავრდა ყველაფერი ასე.
არ მქონდა პასუხი ამ კითხვებზე და დამღრღნა, დამშალა ამ კითხვებმა შვილის დაკარგვის დარდთან ერთად.
გიორგიმ გამცა პასუხი რომ არაფერი არ დამთავრებულა.
21 მარტს შემატყობინეს, რომ ის სტატუსი, რომლისთვისაც ვიბრძოდი გიორგის გამოსაყვანად და მივიღე მაგრამ გიორგის ვერ მივუსწარი, კიდევ ძალაშია.
მერე მითხრეს რომ ცოტა ხნის წინ გიორგის მსგავსი პრობლემებით დატოვეს 3 თვის ტყუპი დები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
გიორგი თვითონ ტყუპისცალია და მას და ჰყავს.
და როგორც მაშინ, როცა გიორგი ხელში ავიყვანე და უცებ მივხვდი რომ ჩემი მეოთხე შვილი მეჭირა ხელში, ისე ეხლაც, როცა ტყუპების ამბავი მითხრეს, მივხვდი რომ ჩემს მეხუთე და მეექვსე შვილზე მეუბნებოდნენ.
გიორგიმ მიმიყვანა ტყუპ დებამდე.
ჩემმა მზემ ორი მზე მაჩუქა.
ბარბარე და მარიამი.
დღეს საღამოს ჩემ ბიჭებთან და გოგოებთან ერთად შეგეხმიანებით, როცა უკვე ყველა ერთად ვიქნებით –
ლუკა, ირაკლი, საბა, მარიამი, ბარბარე
და გიორგი...
ძალიან ბედნიერი ვარ, ისეთი ბედნიერი რომ მეშინია გული არ გამისკდეს.
ყველას, ვინც ჩემს სიხარულს გაიზიარებს..."



imageგოგონები უკვე მზრუნველი დედის ხელში არიან...


აი რას წერს იგი სოციალურ ქსელში ტყუპებთან დაკავშირებით:
"შემორბენით ვარ...
ესე იგი გადამრიეს... დღეს ერთი რომ იძინებს, მეორე იღვიძებს და ვაჭმევ, მერე ვინელებთ და ვბან, მერე ვაძინებ, ამასობაში მეორე იღვიძებს ზუსტად ჭამის დროს, ვჭამთ, ვინელებთ და ვბანაობთ და ასეა ყოველ 3 საათში ერთხელ...
ხოდა რა მინდოდა მეთქვა – გქონიათ ალბათ ყველას ცხოვრებაში ის მომენტი, რაღაც მაგარ სიზმარს რო ხედავთ, მერე იღვიძებთ და თურმე სიზმარია. ერთხელ მოვახერხე ჭამებს შორის ჩაძინება და რო გამეღვიძა სანამ მივხვდი რომ ეს ყველაფერი სიზმარი არაა და ცხადშია, გული კინაღამ გამისკდა...
აბა შემდეგ შემორბენამდე..."

"ესე იგი გუშინდელი დღიდან სულ ალბათ 5 ღერი მოვწიე, ისიც ბიჩოკ–ბიჩოკ მათხოვარივით ხან აივანზე, ხან სადარბაზოში...
აღარც დრო მაქვს მოსაწევი და აღარც ადგილი...
მოკლედ ასე თუ გაგრძელდა, ალბათ თავსაც დავანებებ მოწევას. ნუ ასეთ წამებას თავის დანებება მირჩევნია...
შემდეგი შემორბენა იქნება: არა მოწევას! "

imageimage
ძალას, ენერგიას და წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ ირინას! ეს გმირობაა ნამდვილი!
imageimage

0
275
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0