x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
სიტყვები, რომლებიც სარკის წინ არასოდეს არ უნდა თქვათ
image


სარკე მხოლოდ თავის მოსაკაზმად როდი გამოიყენება, დიდი ხანია არსებობს მასზე წარმოდგენა, რომ ტელეპორტაციის და სხვა დიდი ენერგიის ძალიან კარგი წყაროა. სარკესთან ასევე დაკავშირებულია სხვადასხვა რიტუალები და მკითხაობები. გჯერათ თუ არა ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა თქვენი პირადი აზრი და საქმეა, თუმცა რასაც ეხლა გეტყვით, ნამდვილად ღირს გასათვალისწინებლად.


არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად არ უნდა დავიძინოთ სარკის პირისპირ, რადგან ძილის შემთხვევაში, როდესაც დაუცველი ვართ, მას შეუძლია წაგვართვას მთელი დადებითი ენერგია. სარკეს არა მხოლოდ ჩვენი ვიზუალის არეკვლა შეუძლია, ის ასევე ირეკლავს სულს, ამიტომ თუ მას ნეგატივს ვუგზავნით, საპასუხოდ ვიღებთ ნეგატივს. ასე, რომ არ შეიძლება ჩხუბი, ლანძღვა, ტირილი და ისეთი სიტყვების წარმოთქმა სარკის წინ, რომელთაც გამანადგურებელი ძალა აქვთ.


შემოგთავაზებთ ჩამონათვალს, სადაც არის სიტყვები, რომლებიც სარკის წინ არ უნდა წარმოთქვათ იმ მოტივით, რომ მოქმედებენ უარყოფითად თქვენს ჯანმრთელობაზე, ახლობლებზე, ოჯახსა და უსაფრთხოებაზე:



image


სიტყვები, რომლებიც სარკის წინ არასოდეს არ უნდა თქვათ


● სადაცაა თავი გამისკდება.

● ამ ყველაფრისგან უკვე გული მერევა.

● ამის გადატანა არ შემიძლია.

● გამომწოვეს მთელი სისხლი.

● ტვინი წაიღეთ.

● რა უბედური ვარ.

● მას (მათ) არ ვუყვარვარ.

● მეტი აღარ შემიძლია.

● ეშმაკმაც დაწყევლოს.

● რა მსუქანი (მახინჯი, გამხდარი და ა.შ) ვარ.


ყოველთვის აკონტროლეთ სიტყვები და ფიქრები როდესაც დგახართ სარკის წინ, რადგან მათ შეუძლიათ განხორციელება. ასევე არასოდეს წარმოთქვათ შემდეგი სიტყვები:



● სულელი.

● ცუდი.

● მახინჯი.

● ამაზრზენი.

● დაღლილი.

● მწუხარება.

● მტკივნეული.

● საშინელი.

● სიკვდილი.



ყოველთვის ეცადეთ ეს ფრაზები შეცვალოთ საპირისპიროთი.


● მშვენივრად გამოვიყურები.

● დღეს დიდი და შესანიშნავი დღეა.

● ბევრი ფული მაქვს.

● ყველაფერი სწორედ ისე კარგად მიდის, როგორც მინდოდა.

● თავს დიდებულად ვგრძნობ.

● უბედნიერესი ვარ.

● მიყვარს.


image


P.S. ფრაზებს, რომლებიც შეიცავს უარყოფით სიტყვებს, ტანჯვა და იმედგაცრუება მოაქვთ ცხოვრებაში, ამიტომ, მათი თავიდან აცილების მიზნით სარკის წინ მხოლოდ პოზიტიური ფრაზები წარმოთქვით, რომლებიც აუცილებლად შეცვლიან ყველაფერს სასიკეთოდ და თბილი სიტყვები კი თქვენი ხასიათის განუყოფელი ნაწილი გახდება. წარმატებებს გისურვებთ.


2
1827
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1827
  
2017, 12 მარტი, 17:43
გეთანხმებით
2017, 12 მარტი, 14:52
და არა მარტო სარკის წინ
0 1 2