x
image
ინტერ-გოგონა
ჩვენ!ემიგრანტი დედების გატუტუცებული შვილები კი არა.. გმირი დედების გმირი შვილები ვართ!
image
სამსახურიდან შინ ვბრუნდებოდი სამარშუტო ტაქსში ჩემს წინ ორი ფაშფაშა ქალი იჯდა რომელიც ერთმანეთში ცხარედ განიხილავდენ ემიგრანტების თემას ...

-რამდენი უნდა იშოვონ რომ ეყოთ?

-იშოვეს, მაგრამ უფრო მეტი უნდათ ოჯახის სიყვარული აღარ აქვთ..ჩემი შვილების გარეშე ერთი დღე ვერ გავჩერდები...კვერს უკრავდა მეორე..

-ჩემი მეზობელი მაკა ხომ გახსოვს ვეღარ გააძღო მისი შვილები..შავი ზღვის უნივერსიტეტში უნდა ისწავლოს ჩემმა შვილმაო, მიკვირს რომ მუშაობენ და მთელი ოჯახი მის გამოგზავნილ ფულს არ ჭამს..აღარც უნდათ რომ დაბრუნდეს მერე გამომგზავნი ვინ ეყოლებათ...


-ჭკვიანი შვილები კი ყავს ისე..

-კი მაგრამ...აწი აქეთ უნდა მიხედონ მშობლებს



ბრაზი მომერია უკვე აღარაფერი მესმოდა მინდოდა მივბრუნებოდი და მეთქვა დიახ ქალბატონო ჩვენც ვმუშაობ და ჩვენც ვსწავლობთ...

იცით ქალბატონო რას ნიშნავს დედის მონატრება?იცით რამდენჯერ მითქვამს მისთვის რომ კარგად ვარ როცა ტირილამდე მინდოდა მისი ჩახუტებაა?უბრალოდ ერთი სიტყვით "ემიგრანტი"- ით იხსენიებთ იმ ქალს რომელიც ათი წელია ყოველ საღამოს დღიურს წერს რომელშიც ერთიდა იგივე აზრი დევს თუ როგორ უმძიმს და რა ძნელია შვილების მონატრება...

წერს რომ ერთადერთი რაც ახარებს ის გრძნობა, შვილების გახარებული სახეები კომპიუტერის ეკრანს მიღმა...

"როცა დედამ ნატვრა თუ სურვილი აუსრულა"

ტკივა მაგრამ მაინც უძლებს იმისთვის რომ შვილებს ასწავლოს და ლამაზი მომავალი შეუქმნას თქვენგან განსხვავებით არ დაუკერებიათ პირზე მე გავზარდე და აწი თავად მომიარონო...

იცით რას გეტყვით ქალბატონო გვაპატიეთ თუ შეგიძლიათ! ხანდახან თუ გავიცინებთ და თვალებში ბედნიერების სხივი თუ გაბრწყინდება, დედის ალერსის ბედნიერებას მოკლებულებს ეს ცოტა ბედნიერება მაინც გვაპტიეთ...

ჩვენი დროც მოვა და იქნებ არც ჩვენ ვიყოთ ცუდი შვილები!..

და ბოლოს გეტყვით რომ ჩვენ "ემიგრანტი დედების გატუტუცებული შვილები კი არა გმირი დედების გმირი შვილები ვართ..."

პირველივე გაჩერებაზე ჩამოვედი და სახლისკენ გზას ფეხით გაუყევი სადაც ჩემი პატარა შვილი მელოდა...

წარმოვიდგინე მისგან შორს ყოფნა და გული შემეკუმშა, მივხვდი თუ რა ძლიერი დედა მყოლია....



ქალბატონი სათნო სახით წინ გადამიდგა ია-იას კონებით ხელშიი...

"იყიდეთ, დედისთვის იები"image

არც დავფიქრებულვარ ისე გავუწოდე თანხა და იები გამოვართვი...

მალე მოვა ის გაზაფხული როცა მე შევძლებ თოვლშიც მიუტანო დედაჩემს ია-იები...

პ.ს ყველა დედას მინდა მივულოცო 3 მარტი და ვუსურვო ბედნიერი შვილების ბედნიერი დედობა...

განსაკუთრებით კი შვილებისგან შორს მყოფ დედებს...



სიყვარულით ინტერ-გოგონა


4
254
4-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
254
  
2017, 11 მარტი, 12:59
და ამ სტატის ავტორი უფრო მეტად
2017, 11 მარტი, 12:59
ემიგრანტებოოო
2017, 2 მარტი, 23:31
ძალიან მტკივნელური ჩემო კარგოოო ..ალბათ მე ვერ ვთქვი ისე კარგად როგორც უნდა მეთქვა მაგრამ რაც ვთქვი გულიდან იყოოო
2017, 2 მარტი, 23:27
მტკივნეული თემაა. ცრემლები მომერია...
0 1 4