x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
როგორ გავხსნათ ავტომობილის კარი გასაღების გარეშე 10 წამში, თუ კი ის ჩაგვეკეტა?
როგორი აუცილებელია დღეს ავტომობილის არსებობა ჩვენს პრაქტიკულ ცხოვრებაში, გამოცდილები ალბათ დამეთანხმებით. ის ხომ აადვილებს ჩვენს გადაადგილებას დანიშნულების ადგილამდე, შვებულების დროს კი იძლევა საშუალებას განტვირთვის დღეები უფრო კომფორტულად მოვიწყოთ ბუნების წიაღში (შესაბამისი ამინდის მიხედვით). დიდ სიხარულთან ერთად კი შეიძლება მწუხარებასაც გადავეყაროთ, თუ არ ვიქონიეთ თან სათადარიგო საბურავი საჭირო მოწყობილობებთან ერთად; წყალი ბოცებით. ეს ის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ფაქტორებია, რომლებიც ნებისმიერ დროს გაუთვალისწინებლად შეიძლება დაგვჭირდეს, თუმცა რა გვეშველება იმ შემთხვევაში, თუ ბუნების წიაღში ვართ, გასაღები ავტომობილში დაგვრჩა და კარი ჩაგვეკეტა?


image


მსგავს შემთხვევაში პანიკას ნუ მიეცემით, თუმცა არც მინის ჩამტვრევაა ერთადერთი გამოსავალი. შეძლებთ კარის გაღებას 10 წამში, თუ კი მარჯვე ხელებსა და ფეხსაცმლის თასმას გამოიყენებთ.



როგორ გავხსნათ ავტომობილის კარი გასაღების გარეშე 10 წამში, თუ კი ის ჩაგვეკეტა?



თასმის შუა გულში გააკეთეთ მომცრო ზომის კვანძი, შემდეგ კი კარის ჭრილიდან შეაცურეთ შიგნით ისე, რომ ორივე ხელი გეკიდოთ თავსა და ბოლოში. ეცადეთ მარტივი მოძრაობით კვანძი მოარგოთ ჩამკეტს, გამოჭიმოთ და ამოქაჩოთ, რის შედეგადაც ჩამკეტი ზევით ამოიწევა და შესაბამისად კარიც გაიღება. (ნათელი მაგალითისთვის იხილეთ ვიდეო)



შენიშვნა: ეს მეთოდი არ არის შესაფერისი ყველა მოდელის მანქანებისთვის.



იხილეთ აგრეთვე:


როგორ გავწმინდოთ ავტომობილის სავარძლები მარტივად. ამის ცოდნის შემდეგ ქიმწმენდა აღარ დაგჭირდებათ

რატომ და როგორ უნდა "გავახუროთ" ავტომობილის ძრავი ყინვაში?
ამის ცოდნა ყველა მძღოლისთვის სავალდებულოა! ყველაფერი საბურავების შესახებ
როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ავტომობილით წყალში გადავვარდით
ფერარი- (Ferrari).
ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი.
მომავლის ავტომობილების პროტოტიპები Tokyo Motor Show 2013-ზე.
10 ყველაზე იაფ ფასიანი ავტომობილი მსოფლიოს ისტორიაში.
American Detroit Motor Show 2014-ის უახლესი ავტომობილები.
ახალი Lamborghini Huracan LP 610-4.
სიახლე BMW-სგან "მოტომოყვარულთათვის"



1
1758
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1758
  
2017, 2 მარტი, 19:10
შენიშვნა იმსახურებს ყურადღებას, რადგან დაუმჯდარი რეზინების მქონე მანქანაში გამორიცხულია შეაცურო თასმა.
0 1 1