x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ და როგორ უნდა "გავახუროთ" ავტომობილის ძრავი ყინვაში?
ავტომობილების ძრავის ექსპერტები გვინმარტავენ: " არ დაუჯეროთ ავტომობილების რეალიზატორ-გამყიდველებს, რომ ავტომობილი თანამედროვე "რკინის ცხენია", რომელიც ზამთარ-ზაფხულ არ საჭიროებს ძრავის გახურებას" გახსოვდეთ, რომ ცივ ამინდშიც კი მანქანა მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვას.


თუნდაც ბოლო მოდელი ავტომობილების შიგაწვის ძრავები ძირითადად შედგება იმავე ნაწილებისგან, რისგანაც ათწლეულების მანძილზე შედგებოდა. ნულოვანი ტემპერატურის დროს ძრავის ჩართვის პროცესში თითოეული დეტალი თბება სხვადასხვა ტემპით. მაგალითად დგუშის გვირგვინი თბება მომენტალურად, ხოლო ღარები კი ნელ-ნელა ერთმანეთის მიყოლებით. წარმოგიდგენიათ რა დაემართება ავტომობილს, თუკი დავძრავთ და ვივლით მანამ, სანამ ძრავის ყველა მოწყობილობა არ გათბება?


image


ალბათ გასაგებია, რომ ცივი ზამთრის პირობებში ავტომობილის ძრავის არასწორი გახურება ხელს უწყობს მის ცვეთა-გაფუჭებას. დაბალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს ავტომობილის მთელს სისტემაზე, ზოგადად კი მისი გადაცემის ფუნქციაზე. ადვილად და მალე ცვდება რეზინის ნაწილები, უარესდება შთანმთქმელი ფილტრის (ამორტიზატორი) მუშაობა, რის გამოც ძირითადად იტვირთება საბარგულის მხარე და გარდა ამისა რბილდება ყველა მხრივ არსებული დალუქვის საპოხი (მასტიკა, ჰერმეტულობა), რაც ხელს უწყობს ბზარების გაჩენას სიცივესა და ყინვაში.




ამიტომ ყინვიან ამინდში ავტომობილით მგზავრობამდე პირველ რიგში გევალებათ ძრავის ჩართვა და გათბობა, შემდეგ ჩართეთ ყოველგვარი გათბობა რაც აქვს თქვენს ავტომობილს, რომელიც პარალელურად ხელს შეუწყობს ძრავის სწრაფ და სწორ გათბობას. აუცილებლად ჩამოფერთხეთ თოვლი ავტომობილის სახურავიდან, რადგან მგზავრობის პროცესში არ დაეყაროს საქარე მინას და არ შეგექმნათ ავარიული სიტუაცია. ასევე შეამოწმეთ როგორც წინა, ასევე უკანა საწმენდები (დვორნიკები), რომ არ იყოს გაყინული. მაშინვე სწრაფად ნუ დაძრავთ, ეს დააზიანებს ძრავას და ნურც არასწორ მანევრებს და დემონსტრირებებს მოახდენთ, რადგან სანამ ავტომობილი სრული გათბობის პროცესში არ იქნება, დატვირთვა ექნება უკანა ნაწილებს და არ შეეძლება 100%-ით დამორჩილება თქვენს ბრძანებებზე.



იხილეთ აგრეთვე:


ამის ცოდნა ყველა მძღოლისთვის სავალდებულოა! ყველაფერი საბურავების შესახებ

როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ავტომობილით წყალში გადავვარდით
ფერარი- (Ferrari).
ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი.
მომავლის ავტომობილების პროტოტიპები Tokyo Motor Show 2013-ზე.
10 ყველაზე იაფ ფასიანი ავტომობილი მსოფლიოს ისტორიაში.
American Detroit Motor Show 2014-ის უახლესი ავტომობილები.
ახალი Lamborghini Huracan LP 610-4.
სიახლე BMW-სგან "მოტომოყვარულთათვის"


6
6372
23-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
6372
  
2017, 14 თებერვალი, 19:17
ესაა მსოფლიო საავტომობილი ფედერაციის დადგენილი ზღვარი....
2017, 14 თებერვალი, 18:09
სწორედ მასე შვრება გუჯა 2-3 წუთით რთავს ძრავს, შემდეგ კი დაძრავს ხოლმე ავტომობილს.
2017, 14 თებერვალი, 17:56
2 წუთი მაქსიმუმია მაკა, მერე საწვავის უსარგებლო ხარჯვაა.
ნორვეგიაზე ან მაგადანზე თუა საუბარი მანდ აკუმულატორი პირდაპირი წესით ვერ ქოქავს ყი ნვის გამო ძრავას და დამხმარე წყაროს იყენებენ.
2017, 14 თებერვალი, 17:51
ექსპერტთა ნაწილი გვირჩევს არ გავახუროთ ძრავი, ნაწილი კი პირიქით, მოდი ეხლა და გაიგე რომელია სიმართლე და რომელი არა. მეუღლე ავტომობილის დაძვრის წინ რამოდენიმე წუთი ყოველთვის ათბობს ძრავს.
2017, 14 თებერვალი, 17:41
სტატია საინტერესოა, რადგან რეალურად საჭირო რჩევებიც ბლომადაა, თუნდაც თოვლის ჩამოწმენდაზე და წინა და უკანა მინების მწმენდავებზე.
2017, 14 თებერვალი, 17:39
არაა ბევრი რამ სწორი, მართალია ეს "ექსპერტები" ჩაგვჩიჩინებენ, მაგრამ მანქანის ძრავის გახურება არც ამორტიზატორებთან და არც სავალ ნაწილებთან კავშირში არაა.
თანა,ედროვე ამორტიზატორები ან აირ–ზეთოვანია ან ზეთზე მომუშავე, ცივ ამინდშიც კი არცერთი მათგანი არ იყინება.
ძრავის გახურებას რაც შეეხება– აქ მთავარია პირველი 2 სუთის განმავლობაში ძრავს არ მივცეთ მაღალი ბრუნთა რიცხვი, 2 წუთი მაქსიმალური დროა რათა ძრავის სრულფასოვანი შეზეთვა მოხდეს და 2 წუთის მერე სრულიად უსაფრთხოდ შეგიძლიათ მანქანა დაძრათ და ძრავს მისცეთ კანონით დაშვებული სიჩქარის განვითარების საშუალება თუ გზა გაძლევთ ამის საშუალებას.
0 1 6